კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ გადაასახლებინა ბერიამ მიქოიანს ჩეჩენ-ინგუშები კავკასიიდან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას მრავალ დანაშაულს აბრალებენ, მათ შორისაა, ჩეჩენ-ინგუშთა დეპორტაცია, რომელიც 1944 წელს, გაგანია ომის დროს განხორციელდა. პროფესორი ივანე კაზანცევი წერს: „ჩეჩენ-ინგუშთა დეპორტაცია ბერიასეული ოპერატიულობით განხორციელდა და მთიელთა ეს უზარმაზარი მასა, შეიძლება ითქვას, „ერთ ღამეში“ გაასახლეს კავკასიიდან. დეპორტაციის ფაქტი დადასტურებულია. ამას არც ბერია უარყოფდა ოდესმე. თუმცა, საამისოდ მყარი არგუმენტები გააჩნდა და ამას არც მალავდა. ბერია დარწმუნებული იყო, რომ ჩეჩენ-ინგუშთა სახით, კავკასიაში მძლავრი ანტისაბჭოთა დასაყრდენი ძალა მოქმედებდა, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო ეღალატა ქვეყნისთვის და ამ ბოროტი ფესვების ამოძირკვა იყო საჭირო. ბერიას დაცვის უფროსი, რაფაელ სარქისოვი იხსენებდა: „კავკასიიდან ფაშისტების განდევნის შემდეგ, „ჩეკამ“ „გაწმენდითი სამუშაოების“ მოსამზადებელი ეტაპი ჩაატარა. დადგინდა, რომ განდევნილმა მტერმა გათავისუფლებულ ტერიტორიაზე არა მარტო აგენტურული ქსელი დატოვა, არამედ ადგილობრივ მცხოვრებთაგან შემდგარი, კარგად შეიარაღებული პარტიზანული რაზმი, რომელსაც დავალებული ჰქონდა დივერსიები და ყოველგვარი ფარული, მტრული მოქმედება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოეთის წინააღმდეგ მებრძოლთა გამოაშკარავებას გენერალი სერგო გოგლიძე ედგა სათავეში, რომელიც ბერიას საგანგებო რწმუნებული გახლდათ. სწორედ გოგლიძემ მიაწოდა ინფორმაცია ბერიას. მან კი – სტალინს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა ჩეჩენ-ინგუშთა დეპორტაცია.“
თვით ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზეც კი ვერ გაბედეს ბერიასთვის სრულფასოვანი ბრალდების წაყენება ამ საკითხში (დეპორტაციაში), თუმცა ძალიან ეცადნენ ამას. ყველაზე მეტად კი, ბერიას გამტყუნებას ამ კუთხით ანასტას მიქოიანი ცდილობდა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ დეპორტაციაში ბერიასთან ერთად.
გენერალი სერგო გოგლიძე ყვებოდა: „კავკასიიდან ფაშისტური არმიების განდევნის შემდეგ, ჩეჩენ-ინგუშთა სახით დიდი პრობლემა დარჩა. ეს იყო ანტისაბჭოელთა მეხუთე კოლონა, რომელიც მზად იყო, შესაბამის მომენტში დიდი ზიანი მოეტანა ქვეყნისთვის. ყველაზე საგანგაშო კი ის იყო, რომ ანტისაბჭოურად იყო განწყობილი ამ ეთნოსის 95 პროცენტი და სტალინმა მათი დეპორტაციის ბრძანება გასცა. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მე ბერიასთან ერთად მოსკოვში ვიმყოფებოდი. სანამ ლავრენტი პავლოვიჩი სტალინთან მოხსენებით იმყოფებოდა, მე ბერიას კაბინეტში ვიჯექი და მის მოსვლას ველოდებოდი. საღამოს რვა საათისთვის ბერია კაბინეტში შემოვიდა. მე ფახზე ავდექი.
– დაჯექი, სერგო, – თქვა ბერიამ. თავის მაგიდას მიუჯდა. შემდეგ ლიმონიანი კონიაკი დავლიეთ და მითხრა:
– მიქოიანი, ეს ვირთხა, რჩევებსაც რომ იძლევა. ასე თქვა, მგონი, ჯობია, თავი შევიკავოთო.
– გასახლების წინააღმდეგ წავიდა? – გავოცდი მე, რადგან ვიცოდი, რომ მიქოიანიც სტალინთან იმყოფებოდა თათბირზე და სტალინის წინააღმდეგ წასვლა ასეთ მნიშვნელოვან საკითხში, ძალიან საშიში იყო.
ბერიას გაეცინა. თავი გააქნია და მითხრა:
– მაგის ჩიტია ანასტასი, რომ სტალინს შეეწინააღმდეგოს. მან თქვა, რომ ახლა ამისი რესურსები არ გვაქვს. იქნებ ჯობია, თავი შევიკავოთ ამ მოქმედებისგანო. სტალინმა მწველი მზერა მიაპყრო და ჰკითხა, – რამე რომ მოხდეს, საკუთარ თავზე იღებ პასუხისმგებლობასო? მიქოიანს ენა ჩაუვარდა და სხდომის ბოლომდე სიტყვა აღარ დაუძრავს. რომ დასრულდა, წამოვედით. სტალინმა კი ის დაიტოვა. გამორიცხული არაა, ჩემთან გამოუშვას.
– აქ გამოუშვას? – ვკითხე ბერიას.
– კი, აქ, – დამიდასტურა ბერიამ და ამ დროს ადიუტანტმა ანასტას მიქოიანის მოსვლის შესახებ შეატყობინა ლავრენტი პავლოვიჩს.
– აი, ხომ ვთქვი, – მითხრა ბერიამ. ადიუტანტს კი ანიშნა, – შემოვიდესო.
ბერიას კაბინეტში შემოსული მიქოიანი მოხუცს ჰგავდა. მოტეხილი და მობერებული იყო. აშკარად ჩანდა, რომ სტალინთან პირისპირ საუბრისას, ძლიერი შეგონება მიიღო ბელადისგან. მიქოიანმა დაჯდომა დააპირა. ბერიამ კი მას ირონიით უთხრა:
– იმდენ ხანს შეიძლება, მოგიწიოს ჯდომა, ფეხზე იდგე, ჯობია.
მიქოიანს ოფლმა დაასხა და გაქვავდა. ბერიამ კი უთხრა:
– რისთვის მობრძანდი?
– სტალინმა გამომიშვა, ლავრენტი პავლოვიჩ, – ამოილუღლუღა გაფითრებულმა მიქოიანმა.
– გისმენ.
– ასე მითხრა, – ბერიას განკარგულებაში იქნები და ჩეჩენ-ინგუშებს მიხედავო.
ბერიამ ჩემკენ გამოიშვირა ხელი და მიქოიანს უთხრა:
– ამ საკითხით ამხანაგი გოგლიძეა დაკავებული. მასთან ერთად მოაგვარებ ყველაფერს. მე კი კურატორობას გაგიწევ და ყველაფერი სანიმუშოდ უნდა ჩატარდეს.
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ. გჯეროდეთ ჩემი. თქვენსა და ამხანაგ სტალინის დიდ ნდობას ჩემ მიმართ აუცილებლად გავამართლებ, – სხაპასხუპით თქვა „მოსულიერებულმა“ მიქოიანმა. ბერიამ კი შეუსწორა:
– ამხანაგ სტალინისა და ჩემ მიმართ, რიგითობა დაიცავი, ანასტას.
მე და მიქოიანი ბერიას კაბინეტიდან გამოვედით და საქმეს შევუდექით“.
საგულისხმო ფაქტია, რომ ყველა დოკუმენტსა და განკარგულებაზე, რომელიც დეპორტაციას ეხებოდა, ანასტას მიქოიანის ხელმოწერა იყო. მიქოიანი, როგორც პოლიტბიუროს წევრი, პირადად იღებდა მონაწილეობას წმინდა ტექნიკურ საკითხებშიც და უშუალოდ ადევნებდა თვალყურს გასახლების პროცესს. ნიშანდობლივია ისიც, რომ მიქოიანი სერგო გოგლიძის მითითებებს ასრულებდა ბერიას ნებით. ეს კი, პოლიტბიუროს წევრისთვის დიდი დამცირება იყო... მართალია, მოგვიანებით, მიქოიანმა სასტიკად იძია შური ორივე ქართველზე – ბერიას მკვლელობაშიც გაისვარა ხელი და გოგლიძეც დაახვრეტინა. მაგრამ ფაქტია, რომ ჩეჩენ-ინგუშთა დეპორტაციაში ერთ-ერთი მთავარი როლი მან შეასრულა. მოგვიანებით, მიქოიანმა თავისი დანაშაულის გამოსყიდვა სცადა და ხრუშჩოვს ჩეჩენ-ინგუშებისთვის ავტონომია მიაცემინა, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა. რუსეთმა ეს ნაბიჯი მრავალი წლის შემდეგ იწვნია საკუთარ თავზე...
გაასახლა თუ არა ჩეჩენ-ინგუშები, ანუ  „მავრმა თავისი საქმე გააკეთა“ – მიქოიანი მოსკოვში დაბრუნდა. ბერიამ და გოგლიძემ კი უკვე წმინდა ოპერატიულ-ჩეკისტური საქმიანობა გააჩაღეს კავკასიაში და ტყეებში მოქმედ პროფაშისტურ შეიარაღებულ რაზმებს დაერივნენ. ბერიამ ქართველ ჩეკისტთა კარგად გაწვრთნილი ძალების მეშვეობით, რომელშიც ეთნიკური ოსებიც მრავლად იყვნენ, ჩეჩენ-ინგუშთა მეხუთე კოლონა მოსპეს კავკასიაში და ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ზურგი გაუსუფთავეს.
ვიაჩესლავ მოლოტოვის მოგონებებიდან: „უდავოა, რომ ჩეჩენ-ინგუშთა დეპორტაცია აუცილებლობით გამოწვეული აქცია იყო და არა ვინმეს გიჟური ახირება. მიქოიანი კი, ფაქტობრივად, იმიტომ წავიდა ამ ნაბიჯის წინააღმდეგ, რომ უბრალოდ, შურისძიების შეეშინდა. ანასტასი უჭკუო კაცი არ იყო, მაგრამ ვაჟკაცობითა და სიმამაცით არ გამოირჩეოდა. როგორც ყველა მხდალს სჩვევია, ასეთ შემთხვევაში, პოლიტბიუროს სხდომაზე თქვა:
– დეპორტაციას, მათი მოსპობა ჯობია, რადგან იქ, სადაც გადავასახლებთ, ზიანის მოტანას შეძლებენო.
ანასტასის წინადადებას არავინ დათანხმებია. სტალინმა კი ის დაიტოვა და შეახურა.
ბერია რომ ჰუმანისტი არ იყო, აშკარაა და ამაზე მისი მუშაობის სტილიც მეტყველებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბერიას წინასწარ განჭვრეტის უნარი ჰქონდა. იცოდა, რომ ჩეჩენ-ინგუშებს ჯერ კიდევ იმამ შამილის მარცხი უკარგავდათ მოსვენებას და ყოველთვის მტრის მხარეს იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ გადაადგმევინა ბერიამ სტალინს ასეთი რადიკალური ნაბიჯი და მართალია, ისინი კავკასიას მოაშორებინა, მაგრამ გენოციდი არ განუხორციელებია. არადა, 1944  წელს გაგანია მსოფლიო ომის დროს, ვინ რა პასუხს მოსთხოვდა მას?!“
скачать dle 11.3