კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ მოუგო 13 მილიარდი დოლარი სტალინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მარტივი კომბინაციით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პუბლიცისტი და მკვლევარი სტალინს ირონიით ყოვლისმცოდნეს უწოდებს, რომ მის (სტალინის) ვითომ და უვიცობას გაუსვას ხაზი, საბჭოთა ბელადი მართლაც მრავალმხრივ, სიღრმისეულ ცოდნას ფლობდა. პროფესორი ვენიამინ ტკაჩენკო წერს: „სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ მისთვის საინტერესო საქმეში უმცირესი დეტალიც კი გამოპარვოდა. რადგან ის უზარმაზარი ქვეყნის მმართველი იყო, მართვა კი ცოდნა-განათლებას მოითხოვს, იოსებ ბესარიონოვიჩი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, სათანადო სიმაღლეზე მდგარიყო და იდგა კიდეც... სწავლას სტალინი არასდროს თაკილობდა. ადრეული ბავშვობიდან იყო მიჩვეული ცოდნის მიღებას და ეს თვისება მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. საბჭოთა ბელადს რკინისებური ნებისყოფა და სხარტი გონება ჰქონდა. დაღლა თითქმის არ იცოდა და თავისი ყოველდღიური 16, ზოგჯერ კი 20-საათიანი სამუშაო რეჟიმის განმავლობაში, უამრავ, ზღვა ინფორმაციას ითვისებდა და მის რეალიზებას ახდენდა. სწორედ მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნის მეშვეობით მართავდა სტალინი საბჭოთა კავშირს სამ ათეულ წელზე მეტხანს „რკინისებური ხელით“ და მისი ხელქვეითები მასთან ვერ „ხალტურობდნენ“... როგორც სტალინის მთავრობის არაერთი ყოფილი წარმომადგენელი ამბობდა, საბჭოთა ბელადი განსაკუთრებულად განსწავლული გახლდათ რელიგიურ, სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებში. თუკი რელიგიაზე სტალინი საჯაროდ არ ლაპარაკობდა. სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე არაერთი მწვავე კამათი, დისკუსია და დაპირისპირება ჰქონია ამ მხრივ ყველაზე განსწავლულ ადამიანებთან. სტალინი ამბობდა: „თუკი ძლიერი არმია სახელმწიფოს ფარი და მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების გარანტია, ძლიერი ეკონომიკა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ორმაგად ძლიერი გარანტიააო“.
მთელ საბჭოეთში სწორედ იოსებ სტალინი იყო ერთადერთი, ვისაც ზუსტად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თუკი, საბჭოთა კავშირი თავის საგარეო-სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკულ დოლარზე განახორციელებდა, მაშინ მისი ქვეყანა (საბჭოთა კავშირი) ეკონომიკურ დამოუკიდებლობას დაკარგავდა. ასეთი რამ კი პოლიტიკური სუვერენიტეტის შელახვასაც გამოიწვევდა, რასაც სტალინი ვერაფრით შეეგუებოდა. ამიტომ, როცა მსოფლიოს ფინანსისტები მსოფლიო ვალუტაზე თანხმდებოდნენ, 1947 წელს საბჭოთა ბელადის წარმომადგენელმა, საბჭოთა ფინანსთა მინისტრმა არსენი ზვევმა კატეგორიული უარი განაცხადა დოლარის დომინანტობის აღიარებაზე. მან (ზვევმა) სტალინის მიერ შეთავაზებული წინადადება დააყენა დღის წესრიგში და თქვა, რომ სავაჭრო-გაცვლითი ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან ოქროთი ეწარმოებინათ. ოქროს ფასი კი საბჭოთა მანეთთან მიმართებაში დაედგინათ.
სტალინი ამბობდა:  „ჩვენ არ გვჭირდება ქაღალდის მასა, რომელზეც პარიკიანი მამაკაცებია (ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის კუპიურები) გამოსახული, არამედ მყარი ვალუტა. ეს კი მაღალი ხარისხის ოქროა, რომლებიც ზოდებადაა ჩამოსხმული“.
სტალინის წინადადება ამერიკელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათ მხარი დაუჭირეს იდეურ-პოლიტიკურმა მომხრეებმაც.: თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა ნედლეულს რომ ყიდულობდა, საფასურს ოქროს ზოდებით იხდიდა და კურსს საბჭოთა მანეთთან მიმართებაში ადგენდნენ. საბჭოთა მანეთის კურსი კი, ყოველთვის ჯობდა დოლარს. სავაჭრო გარიგებების დროს ეს კურსი ორმაგად იზრდებოდა (მას სახელმწიფო ბანკი აორმაგებდა შეგნებულად) და ამერიკის შეერთებული შტატები ორმაგს იხდიდა... თითქოს ანალოგიური სიტუაცია უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა საბჭოეთი ახორციელებდა ამერიკულ იმპორტს და საბჭოთა კავშირს უნდა გადაეხადა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ორმაგი საფასური, მაგრამ ასე არ ხდებოდა. გამჭრიახმა სტალინმა, აქაც მონახა გამოსავალი. როდესაც საბჭოთა კავშირს ამერიკული ნედლეული ან საქონელი სჭირდებოდა, საბჭოთა დაზვერვის მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაარსებული კერძო ფირმები ყიდულობდნენ მათ და შემდეგ საბჭოეთში ჩამოჰქონდათ. თავიანთ მოკავშირეებთან კი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეღავათიანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ და ნედლეულს მხოლოდ თვითღირებულების 8 პროცენტს უმატებდნენ. ასეთი ეშმაკური სქემით, 1947-1949 წლებში, სტალინმა 13 მილიარდი დოლარი მოუგო შტატებს, ეს კი იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო... თავისი სიცოცხლის ბოლო წელს, სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საბჭოთა ბელადის მარჯვენა ხელმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა ტაბუირებული ტელეინტერვიუს ერთ-ერთ ეპიზოდში, ასეთი ისტორია გაიხსენა:
„1947 წელი იდგა. ომგამოვლილი საბჭოთა კავშირი წელში გამართვას ცდილობდა. უკვე „ცივი ომი“ მძვინვარებდა და დამხმარედ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ გამოდგებოდა. სტალინის „დაუთმობლობის პოლიტიკის“ გამო, „ლენდ ლიზიც“ გაუქმებული იყო. არადა, უამრავი პრობლემის გადაჭრა გვიწევდა. ყველაფერ ამას კი ისიც ემატებოდა, რომ ჩვენ დაჩქარებული წესით ატომურ ბომბსაც ვამზადებდით. ამ პროექტს კი დიდი სახსრები სჭირდებოდა და თანხების მოძიება ძალიან გვიჭირდა. აქაც სტალინის გენიამ იჩინა თავი. მან საბჭოთა დაზვერვას კაპიტალისტურ ქვეყნებში კერძო ფირმები დააარსებინა და სწორედ ამ ფირმებს შემოჰქონდათ მაღალი ხარისხის ამერიკული საქონელი საბჭოეთში. ამ კომბინაციით 13 მილიარდი დოლარი დავზოგეთ. დაზოგილი თანხებით კი, ატომური ქალაქი – არზამას-16 ავაშენეთ და ატომური ბომბი შევქმენით...“
მოლოტოვის მიერ მოთხრობილი ისტორია ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარად გამოდგებოდა და ალბათ, არც ჰოლივუდი იტყოდა მასზე უარს. ეს კი არადა, შეიძლება, „ოსკარიც” კი მიენიჭებინათ. თუმცა, როცა სტალინის ეს კომბინაცია 1955 წელს „ცეერუმ“ შეიტყო, მისმა ლეგენდარულმა შეფმა, ალენ დალესმა ეს ინფორმაცია მაშინდელ პრეზიდენტს, გენერალ დუარტ დევიდ ეიზენჰაუერს აცნობა. „თეთრი სახლის“ პატრონმა კი თავისი ოვალური კაბინეტის კარადიდან ბრილიანტებით მოჭედილი საბჭოთა „გამარჯვების ორდენი“ გამოიღო, რომლითაც სტალინმა ის დააჯილდოვა და „ცეერუს“ შეფს უჩვენა, თან უთხრა:
– ესაა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ორდენი, რომლითაც სტალინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის დამაჯილდოვა და მე ის მთელი ამერიკის დაფასებად მიმაჩნდა. თუმცა, გამოდის, რომ მასში ჩვენ ბევრად უფრო დიდი ფასი გადაგვიხდიაო.
ალან დალასის მემუარებში მოყვანილი ეს სიუჟეტი აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღიარა სტალინის გენიალობა სახელმწიფო-პოლიტიკურ საკითხებში და ამასთანავე – ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მარცხიც სტალინურ საბჭოეთთან...
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ სტალინმა, თავისი გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა სახელმწიფოს 2 ათას 500 ტონა ოქროს მარაგი დაუტოვა, რაც ყველაზე მეტი იყო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებითაც. ნიკოლოზ მეორის დანატოვარი 1 100 ტონას სტალინმა 1 400 ტონა დაუმატა. სტალინის დანატოვარი ნიკიტა ხრუშჩოვმა 900 ტონამდე დაიყვანა და გორბაჩოვმა კი ქვეყანა, ფაქტობრივად, ოქროს ნულზე დასვა.
ჩემ მიერ მოყვანილი ციფრები კომენტარს არ საჭიროებს. აქ ისედაც ყველაფერი ნათელია, ისევე, როგორც ის, რომ სტალინთან შედარებით, ყველაზე დიდი სახელმწიფო მოღვაწეებიც კი ლილიპუტები იყვნენ.“
скачать dle 11.3