კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რით დასრულდა თემიკო ჩირგაძისა და სესილია თაყაიშვილის ცნობილი ამბავი

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

„ჩემო სოსო, წავიკითხე შენი „ცისფერი მთები“, კიდევ რაღაც ჰქვია. - ორი სათაური რად უნდა, ჩემო სოსო?.. გავდივარ ახლა, დამაწიეთ გზაში საშტატო განრიგი და წლიური ბალანსი”...
ალბათ, უკვე მიმიხვდით, ვისი დღიურები გადაიშლება დღეს თქვენთვის. ის რომ არა, ალბათ, ფილმი ისეთი არ გამოვიდოდა, როგორიც გამოვიდა, ვერც რეჟისორს და ვერც მაყურებელს ვერ წარმოუდგენია ვაჟა ზაზაევიჩის როლზე თემიკო ჩირგაძის გარდა, სხვა ვინმე – „ცისფერი მთები ანუ დაუჯრებელი ამბავი“ ხომ სწორედ ამ პერსონაჟის გენიალურ, გაფანტულ ფრაზებსა და მანერებზე დგას, რომელმაც ზუსტად შექმნა იმ დროის თანამდებობის პირის, დირექტორის სახე. თუ რას ნიშნავდა ეს ადამიანი თბილისისთვის და თბილისელი საზოგადოებისთვის, ამასაც მისი დღიურებიდან გაიგებთ.   
ელდარ შენგელაია:
„თემიკოსთან მუშაობა ძალიან მიადვილებოდა. თუ მარტო იყო, იმ ეპიზოდის მხოლოდ ორ-სამ დუბლს ვიღებდით. დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა იმის ასახსნელად, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ერთი სიტყვა საკმარისი იყო და ყველაფერს ზუსტად ასრულებდა. არ იფიქროთ, ვაჟა ზაზაევიჩის როლი იმიტომ შეასრულა ასე კარგად, რომ მის ხასიათს პასუხობდა. პირიქით, ვაჟა ზაზაევიჩი არაფრით ჰგავდა მას. თემიკო თბილი, გულღია ადამიანი გახლდათ, რომელსაც დიდი უნარი ჰქონდა, სხვისი დარდი თუ სიხარული გაეზიარებინა. სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, როდესაც ჩემს ფილმს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს და თემიკო არ დააჯილდოვეს. თავად საყვედური არასდროს უთქვამს. პირიქით, სულ მეუბნებოდა, ერთი ფილმი კიდევ გადაიღე ჩემი მონაწილეობით და ახლა ლენინის პრემიას მიიღებო... ისეთი დიდი გულის ადამიანს, როგორიც თემიკო იყო, იშვიათად შევხვედრივარ. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ, რომლის ამქვეყნიდან წასვლამ დიდი სიცარიელე დამიტოვა... უმისობამ ჩემი ცხოვრება გააუფერულა” (წყარო: ambebi. ge) თავად თემიკო ჩირგაძე კი ერთ-ერთ ჩანაწერში საკუთარ კინოგამოცდილებაზე ასე საუბრობდა: „მართალია, რამდენიმე სურათში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ არ ვკეკლუცობ და ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობ, რომ არ მიმაჩნია თავი პროფესიონალ მსახიობად. სულ
სხვა პროფესია მაქვს, სხვა დარგში და საკმაოდ – კარგი თანამდებობა, მაგრამ მთელი ჩემი სიცოცხლე და ცხოვრება ყოველთვის ვიყავი ხელოვნების ადამიანებთან ერთად: ლიტერატორებთან, რეჟისორებთან, მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან”...
მარტო იმიტომ არა, რომ კინოში გადაიღეს, მანამდეც პოპულარული იყო, ყველას უყვარდა, თბილისში კარგად იცნობდნენ. იმის გამო, რომ ექიმი იყო (პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა), თუ რამე დასჭირდებოდა ნაცნობს თუ უცნობს, მათ შორის, ცნობილ თბილისელებს, თემიკოს აკითხავდნენ…
 თემურ ჩირგაძე დაიბადა ბორჯომში, ექიმების ოჯახში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მრავალი წელი მუშაობდა რუსეთში კოლუგის ოლქის საავიაციო ნაწილის სამხედრო ექიმად. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე.  ის გახლდათ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არ იყო პროფესიით მსახიობი, მაგრამ კინოხელოვნების მიმართ დიდმა სიყვარულმა და საზოგადოებამ, რომელშიც ის ტრიალებდა, გაუხსნა გზა კინოსკენ. გადაღებულია ოთხ ქართულ ფილმში: „არაჩვეულებრივი გამოფენა“,  „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“,  „მე პელეს ნათლია“ და „ექსპრესინფორმაცია“, 1997 წელს მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, 1995 წელს თბილისისი საპატიო მოქალაქის წოდება. გარდიცვალა  1999 წელს.
„მსახიობები, საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არაორდინარულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის. ბატონი თემურ ჩირგაძე პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ. ამით მსახიობები კარგად „სარგებლობდნენ” და საკუთარი შვილების ანალიზები გამოკვლევაზე თემოსთან მიჰქონდათ. ერთხელ თემიკომ ეზოშივე შეამჩნია მასთან მიმავალი სესილია თაყაიშვილი და ისიც გასაგები იყო, რისთვისაც მიდიოდა. ჩირგაძემ შესახვედრად გამოყარა თანამშრომლები: „მოდის, მოდის გენიალური სესილია, ჩვენი დიდი მსახიობი და მოაქვს თაყაიშვილების...” სესილია ხელით ანიშნებს, აჩუმებს თემიკოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს ეუბნება: ბოდიში, მაგრამ, როდესაც მე მომაქვს
თქვენთან... ეს არის გოძიაშვილების და არა თაყაიშვილებისო. ამ ამბავს მოჰყვა ლამაზი დასასრული. თემური და მისი მეგობარი ოჩო ცერცვაძე, ყვავილებით ხელში, ბოდიშის მოსახდელად ეახლნენ სესილიას. კარი მსახიობმა გააღო და დაინახა დაჩოქილი თემიკო – არ გაინძრეთ, იყავით ასეო, - იყვირა. გავარდა ეზოში, მოყარა მთელი მეზობლები და გამოაცხადა: ხედავთ, კაცებს როგორ ვუყვარვარო.
...თემურ ჩირგაძე მის თაობაში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად, ისიც იყო, რომ არაჩვეულებრივი თამადა გახლდათ. საოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონდა და მის მიერ წაყვანილი ნებისმიერი სუფრა ერთგვარ მონოსპექტაკლს ემსგავსებოდა. ერთხელ თბილისში ფრანგი მსახიობის, ჟერარ ფილიპის მეუღლე ან ფილიპი ჩამოვიდა. თამადად თემური აირჩიეს, რომელმაც მთელი სუფრა ფრანგულად წაიყვანა, არადა, ყველამ იცოდა, რომ ამ ენაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მეგობრები გაოცებულები შესცქეროდნენ, ფრანგები კი მის საუბარზე სიცილით იხოცებოდნენ. ფილიპმა მთელი დიალოგი ჩაიწერა, მეორე დღეს კი გურამ ასათიანს დაურეკა და უთხრა: დილით ცუდ გუნებაზე გავიღვიძე, გადავწყვიტე, გუშინდელი ჩანაწერი მომესმინა და გავმხიარულებულიყავი, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავარჩიე. იქნებ მითხრათ, რა ენაზე ლაპარაკობდა ეს კაციო. (წყარო: For.ge.)“

скачать dle 11.3