კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რომელი მცენარის ენერგეტიკა აერთიანებს სხეულის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებსა და სასიცოცხლო ორგანოებს

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 გვირილა – მდელოს დედოფალი, მთელი ზაფხულის განმავლობაში პაწაწინა მზეებად რომ მიმოფანტულა მწვანე კაბადონზე და ხარობს ყველგან, სადამდეც კი, ჯერ ბეტონის ჯუნგლებს არ მიუღწევია. ის ხომ სიმბოლოა სიკეთის, მოკრძალების, სიცოცხლისა და რომანტიკის, რომლის ფურცლებზეც არ არსებობს ადამიანი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ არ ემკითხაოს და პასუხს გულისფანცქალით არ დალოდებოდეს: „ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ?..” და კიდევ რამდენი იდუმალი, საინტერესო, წინასწარმეტყველური თუ სასარგებლო რამ უკავშირდება ამ მცენარეს, შევიტყობთ ქალბატონი ნელისგან, რომელიც პროფესიით ბიოლოგია, თუმცა კარგა ხანია, ეზოთერიკითაც დაინტერესდა და საკამოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ამ მიმართულებით.
– ამბობენ, გვირილა იზრდება იქ, სადაც ვარსკვლავი ჩამოვარდაო...
– გვირილას შესახებ ულამაზესი ლეგენდა არსებობს. ძალიან დიდი ხნის წინ, ცხოვრობდა ერთი მზეთუნახავი, რომელსაც ასევე, ღირსეული ახალგაზრდა ეტრფოდა. ისეთი საარაკო იყო მათი სიყვარული, რომ ყველა ფიქრობდა, ღმერთმა ისინი ერთმანეთისთვის შექმნაო. ერთ დღესაც ყმაწვილმა თავის მზეთუნახავს პაწაწინა ყვავილი მიართვა – თეთრი ფურცლებითა და მზესავით ყვითელი გულით. თურმე სიზმარში უნახავს, გაღვიძებულს კი სასთუმალთან დახვედრია. გოგონას ყვავილი ისე შეუყვარდა, სულ თავს დასტრიალებდა. მერე კი, გადაწყვიტა, თავისი ბედნიერება ყველა შეყვარებულისთვის გაეზიარებინა დედამიწის ზურგზე და ყმაწვილს სთხოვა, კიდევ მიეტანა მისთვის ეს ყვავილები. ვაჟმა იცოდა, ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც შეჰფიცა, რომ სურვილს შეუსრულებდა. ყველგან ეძება, მაგრამ ვერსად მიაგნო დაბოლოს, ქვეყნის დასალიერს რომ მიაღწია, სიზმრების მცველს შეხვდა. მან დახმარება აღუთქვა იმ პირობით, თუ ვაჟი სამუდამოდ მასთან დარჩებოდა, სამაგიეროდ კი, ის მის შეყვარებულს გვირილების მთელ მდელოს აჩუქებდა. სიყვარულის გამო ვაჟმა დათმო საკუთარი თავი... გოგონა დიდხანს ელოდა ბიჭს და ერთ დილასაც, რას ხედავს, თავისი ფანჯრის წინ გვირილების თვალუწვდენელი მდელო გადაჭიმულა... მიხვდა მზეთუნახავი, რომ ამიერიდან თვალით ვეღარ ნახავდა შეყვარებულს... გოგონამ ვაჟის სახსოვარი გვირილები ხალხს აჩუქა, ნიშნად წმინდა, წრფელი და უკვდავი სიყვარულისა. მას შემდეგ ხიბლავს ხალხს ეს პაწაწინა მზის ყვავილები და სჯერა, რომ პასუხსაც კითხვაზე: უყვარს თუ არა მის რჩეულს, სწორედ მისგან მიიღებს.  
– და მკითხაობს ბავშვიც და დიდიც – ყველას თავისი საკითხავი და მოლოდინი აქვს...
– და პასუხსაც იღებენ... თავად თუ არ დაგიწნავთ, ალბათ, სხვა გოგონები მაინც გინახავთ, გვირილების გვირგვინით თავზე, მერე მდინარის დინებას რომ ატანენ თავიანთ ნახელავს. იცით, რატომ? თუ გვირგვინი წყალში ჩაიძირა, ესე იგი შეყვარებული სანდო არ არის და გატყუებთ; თუ – დაიშალა და ყვავილები გაიფანტა, ამ წელს ქორწილის იმედი ნუ გექნებათ; ხოლო თუ მეორე ნაპირამდე უვნებლად მიაღწია – თქვენი სიყვარული ქორწილით დაგვირგვინდება. განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ გვირილების თაიგული მოგართვა თაყვანისმცემელმა. ეს მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ნიშანია და ბევრად აღემატება ვარდებით გამოხატულ გრძნობას, რომელიც, მართალია, ვნებიანი და ცეცხლოვანია, მაგრამ მალე გაივლის. თუმცა, გვირილას წინასწარმეტყველება მხოლოდ სიყვარულს როდი შეეხება. მისგან იმის გაგებაც შეგვიძლია, როგორი იქნება ჩვენთვის შემდეგი წელი. თუ მინდვრის ყვავილების თაიგულს შუაში გვირილას ჩაარჭობთ და დილისთვის ისევ უცვლელი დაგხვდებათ, შემდეგი წელი, მიმდინარესთან შედარებით, ბევრად უკეთესი იქნება, ხოლო თუ გვირილამ „ყურები ჩამოყარა” – გაისად ცოტა სირთულეებსაც წააწყდებით. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, ეს ხომ გვირილაა! ჯერ ერთი, მეორე დილამდე არ დაჭკნება, ასეთი რამ იშვიათია და მეორეც, ყველას, ალბათ, იმიტომაც უყვარს, რომ იშვიათად, ვინმე გააწბილოს. ერთი ყვავილის ფურცლები თუ „უარს გეტყვით” სურვილის ასრულებაზე, მეორე იქვე არ არის? ის აუცილებლად დაგეთანხმებათ. ასევე, ძალიან კარგია გვირილა სიზმარში – როცა მას გაშლილ მდელოზე კრეფთ, ეს კეთილდღეობის ნიშანია, ხოლო თაიგული თუ ნახეთ – წინ ბედნიერება გელით.
– ბევრი მსმენია მისი სარგებლიანობის შესახებ...
– გვირილა მხოლოდ ლამაზი კი არა, საოცარი მკურნალიცაა. 100-ზე მეტ დაავადებას შველის. იმავდროულად, სილამაზესაც ემსახურება, ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ზაფხულში კოღოებისგანაც დაგიცავთ. საკმარისია, გვირილების თაიგული რაფაზე დატოვოთ, რომ ღია ფანჯარაში ვერცერთი აბეზარი მწერი ვერ გაბედავს შემოფრენას, რომ იტყვიან, ბუზიც კი ვერ გაჭაჭანდება ოთახში.
– იმავდროულად, საკმაოდ ძლიერ მაგიურ ძალასაც მიაწერენ...
– მცენარეული მაგიის მიმდევრები მას ღვთიური ენერგიის გამტარად მიიჩნევდნენ – უფრო მეტად, მზის, გაზაფხულისა და სინათლის ძალას მიაწერენ. მისი ღვთიურობა კი ისაა, რომ მცველის ფუნქცია აკისრია. უხსოვარი დროიდან მიღებული იყო გვირილების სახლთან გახარება, რომ წყევლისა და ავი თვალისგან დაეცვა; სიყვარული და ერთგულება შეენარჩუნებინა ოჯახში; იქ მცხოვრებთათვის ჩხუბი და უსიამოვნება აერიდებინა. ოთახის დასაცავად გამხმარი გვირილების კონაც გამოდგება, რომლებიც კუთხეებში უნდა განათავსოთ. ის ასევე მკურნალია მასთან ახლო მდებარე მცენარეებისთვისაც. სუსტი და დაავადებული კულტურა გვირილას გვერდით, სულ მალე გაჯანსაღდება და ტანსაც აიყრის. ასე რომ, სადაც არ უნდა გაიხაროს გვირილამ, მის ირგვლივ საუკეთესო მიკროკლიმატს ქმნის.
– რას ამბობენ მასზე ფენ-შუის სპეციალისტები?
– ფენ-შუის მიხედვით გვირილა, როგორც ენერგეტიკული არხების განშტოებული სისტემა, ადამიანის მთელ სხეულში აღწევს და ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებსა და სასიცოცხლო ორგანოებს აერთიანებს. ის, როგორც „ანტივირუსი” დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის შემოტევისგან და სახლში ენერგიის ჰარმონიულ შემოდინებას უზრუნველყოფს, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ძალებით ავსებს. ამიტომაც იყენებდნენ მას ძველთაგანვე ღამეული კოშმარების წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ ადამიანი ძილის დროს გაცილებით იოლად ექვემდებარება ათასი ჯურის ავი ძალების ზემოქმედებას არაკეთიმოსურნეთა მხრიდან. ამისგან დასაცავად, საწოლის თავთან დადეთ სელის ტოპრაკი ხმელი გვირილის ყვავილებით. თუმცა, არც გვირილის ჩაი იქნებოდა ურიგო ძილის წინ. გვირილა თავისი ღვთიური კავშირებით, თქვენს სხეულს ძილის დროს დაიცავს და საიმედოდ ჩაკეტავს. დილისთვის კი უკვე კარგად გამოძინებული და ძალააღვსილი იქნებით. გვირილის ერთ-ერთი უმთავრესი  ღირსება კი ისაა, რომ რომანტიკულ პარტნიორს შეგახვედრებთ. თუ მარტო ხართ და სახლში ან ეზოში თქვენს წინ ხარობს გვირილა, იცოდეთ, მალე შეხვდებით გულისსწორს და ოჯახს შექმნით. დაოჯახებულებისთვის კი, ამ მცენარეს სითბო, ურთიერთპატივისცემა, ნდობა და სიმშვიდე შეაქვს ურთიერთობებში. მას თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაშიც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. 7-ზე დამთავრებულ დღეებში, რეკომენდებულია, სხეული გვირილის ნახარშით დაიბანოთ. ეს კი „თვალს აგიხელთ” და ისეთ ახალ შესაძლებლობებს დაგანახვებთ, ინფორმაციულ ბლოკადაში რომ იყო მოქცეული. 7 – ეს „ანგელოზის ნიშანია” და ამ შემთხვევაში, კატალიზატორის როლს ასრულებს იღბალსა და წახალისებაში.

скачать dle 11.3