კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ ვარდება ადამიანი ეკლესიიდან გასვლისთანავე ვნებებში და რატომ არ არის სასულიერო პირის ყოველი სიტყვა კანონი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. ენა ცეცხლია უსამართლობის მომკაზმველი. ენა ჩვენს ასოთა შორისაა მოთავსებული, მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის ამგზნებელი და თავად გეენისკენ აგზნებული. ენის მოთვინირება კი არავის კაცთაგან არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე,“ – იაკობ მოციქული. დღეს ერთ-ერთი გავრცელებული ცოდვის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– უძველესი ლიტურგიები და ძველქრისტიან აპოლოგეტთა თხზულებები მოწმობს, რომ ღვთისმსახურებისას ტაძარში ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებდნენ იქ მყოფნი, ეპიტიმიით დასჯილთა გარდა, ხოლო ავადმყოფებს ღვთისმსახურნი სახლში მიართმევდნენ ხოლმე ზიარებას. ზიარება ღმერთის მოწყალების უდიდესი გამოვლინებაა. იობის წიგნში ვკითხულობთ, რომ უფლის წინაშე მისი ანგელოზებიც არასრულყოფილნი არიანო. ჩვენ, ადამიანები, კი ღმერთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ და ყველა ჩვენგანს შეწყალება სჭირდება. რას ნიშნავს, იყო წმიდა საიდუმლოთა ღირსი? – კითხულობს იოანე ოქროპირი და იქვე პასუხობს: ეს ნიშნავს, საკუთარ უღირსებას ხედავდეო. ანგელოზსაც, რომ მოენდომებინა ზიარება არა უფლის მოწყალებით, არამედ საკუთარი ანგელოზებრივი ბუნების სიწმიდის ამარა და იმის იმედით, რომ საქმით არ უცოდავს, ისიც განიგდებოდა ღმერთის მიერ. ანუ ზიარება განუზომლად აღმატებულია იმაზე, რაც ეკუთვნის არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ანგელოზთა ღირსებებსაც კი. ზიარებისას კი მთავარი სინანულია.
– ხშირად ჩვენი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი, საეკლესიო წესებისადმი ზერელე და შინაარსს მოკლებულია ხოლმე.
– ხშირად ადამიანები მოძღვართან მიდიან და ერთი სული აქვთ, როდის დაასრულებენ მასთან დიალოგს, რადგან იმ მომენტში ფიქრებით სხვაგან არიან, სხვა რამე აწუხებთ. ასე ვდგავართ უფლის წინაშე და გვეზარება მასთან ურთიერთობა. ჭეშმარიტი რელიგია – ეს არის განახლებული კავშირი ღმერთთან. ადამს ან ევას სამოთხეში რომ ეთქვა: უფალო, შემიწყალე, ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. მაგრამ როგორც კი ადამიანი შესცოდავს, მას გაუცხოების მდგომარეობა ემართება უფლის წინაშე და ის, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა, ვისთანაც ახლოს იყო, იმას შორდება. სული შორდება ღმერთს, სულს შორდება სამშვინველი, სამშვინველს შორდება ხორცი და ხორცი ხდება ამ სოფელზე მიჯაჭვული.  ამიტომაც თქვა ქრისტემ: ვისაც ეს სოფელი უყვრს, მას არ უყვარს უფალი. ამ სოფელში ჩვენი ქვეყანა არ იგულისხმება, მასში იგულისხმება ყველა უკეთურება, დაცემული ქმედება, რაც ეშმაკებისგან, დაცემული ადამიანებისგან მოდის. პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ: აიღეთ დილით პასტა და ფურცელი და მთელი დღის განმავლობაში რა აზრებიც მოგივათ, ჩაიწერეთ. საღამოს მიხვდებით, რა საშინელი ადამიანები ვართ. ადამიანი რომ გაიღვიძებს, ზლაზვნით, მთქნარებით კი არ უნდა მივიდეს ხატების კუთხესთან, არამედ ყურადღებით, დამშვიდებელი, გაღვიძებული. ვინც უყურადღებოდ კითხულობს ლოცვებს, ის შეურაცხყოფას აყენებს უფალს.
– როგორ დავგეგმოთ ჩვენი დღე?
– როგორც კი გაიღვიძებ და ხვდები, რომ კარგი არაფერი გაგიკეთებია, იქიდან იწყებ კარგი რაღაცის დაგეგმვას. მერე ვწუწუნებთ: რატომ მიდის ჩემი საქმეები ასე. იმიტომ, რომ შენი ნებით ცხოვრობ. „მამაო ჩვენოში“ ამბობ: „იყავნ ნება შენი“, ამ სიტყვების თქმა არ გაქვს დამთავრებული და ცდილობ, ყველამ შენს ჭკუაზე იაროს. მთელი დღე ან წარსულზე ვფიქრობთ, ან მომავალზე, ოცნებაში ვატარებთ. მერე მთელი საღამო ვამბობთ: დავიღალე, არ შემიძლია ლოცვა.
– ზიარების საიდუმლოს რომ დავუბრუნდეთ, ბევრი ადამიანი იმიტომ ეზიარება, რომ ფიქრობს, ზიარებით განიკურნება. თუ კურნებას არ იღებს, ეს კიდევ უფრო მძიმე ცოდვაში აგდებს მას.
– ზოგი ფიქრობს, რომ ზიარებით უნდა განიკურნოს. მაგრამ, მთავარი განკურნება კი არ არის, არამედ შენ უნდა იგრძნო ღმერთი შენში, შენი ბნელი გონება გაიწმინდოს ცუდი აზრებისგან. ზიარების შემდეგ ადამიანს კადნიერება ეძლევა, ღმერთთან ახლოს იყოს, მისი სიყვარული ჰქონდეს. ბევრი ამბობს: არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ღმერთი მიყვარს. იმას უყვარს ღმერთი, ვისაც კადნიერება გააჩნია, იცავს მცნებებს და იღებს წმიდა ზიარებას. შეუძლია, დაჯდეს მარჯვენით მამისა. მაგრამ საკმარისია, ეკლესიიდან გავიდეს ადამიანი და მაშინვე ვნებებში, ცოდვებში ვარდება. ძნელია, ღმერთზე იფიქრო, როცა ამდენი საქმე გაქვს. ასე ძალიან ცხელა, მაგრამ არ უნდა დაისვენოთ ლოცვისგან, ღმერთისგან, სიკეთის კეთებისგან, რადგან არავინ იცის, რა გველოდება. მღვდელიც აღსარების მიღების დროს წყვეტს, დაუშვას თუ არა მორწმუნე ზიარებაზე. როცა ადამიანს ისეთი ცოდვები აქვს, რომ მოსანანიებლად დრო სჭირდება, მას ეპეტიმიას ადებენ. თუ მორწმუნეს ადევს ამგვარი ეპიტიმია, ან თუ ის სათანადოდ არ არის მომზადებული ზიარებისთვის, მას არ აზიარებენ – არ არსებობს წმიდა ბარძიმისგან განყენების სხვა მიზეზი. ეკლესიის ყველა წევრს თავისი უფლებები და ვალდებულებები აქვს. წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობა ერისკაცის უფლებაა თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელს არ უშლის რაიმე მიზეზი, რომლის გამოც, ეკლესიის კანონების მიხედვით, დაუშვებელია ზიარება. ჯერ კიდევ გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავდა, რომ მღვდლობა თვითნებური მაგისტრატურაა, რომელიც თავის ყოველ სიტყვას კანონად მიიჩნევს. ზიარებას პური ცხოვრებისა ჰქვია, ზიარება ჩვენი სულების ზეციერი წამლობაა – განა შეუძლია, მწყემსს უარი უთხრას სნეულს. საერთოდ, აღსარებისას ჩვევად იქცა იმის კითხვა, თუ როდის ეზიარა აღმსარებელი. წმიდა იოანე ოქროპირსა და სხვა წმიდა მამათა მოწმობით, ზიარების მიღების საკითხში სამსახურებრივი პრივილეგია არ არსებობს და მღვდელმსახურიც ეზიარება, არა, როგორც განსაკუთრებული  უფლებების მქონე, თავის ხარისხით სხვებზე აღმატებული პირი, არამედ, როგორც მონანიე ცოდვილი.
– მამაო, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვა მრისხანებაა. ადამიანები ოჯახში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლანძღავენ, მრისხანებენ.
– იოანე სინელის მიერ აღწერილი რვა მომაკვდინებელ ვნებას შორის რიგით მესამე არის მრისხანება. ის მაშინ აღიძვრება, როდესაც ჩვენი სურვილები არ სრულდება. ამიტომ, რომ შევძლოთ ამ ცოდვის დაძლევა, საჭიროა, გულგრილები ვიყოთ ყოველივე ამქვეყნიურის მიმართ. მრისხანება რამდენიმე სახედ იყოფა: პირველი – ეს არის მძვინვარება, დაუოკებელი მრისხანება, რომელიც ისე იპყრობს  ადამიანს, რომ ის შეშლილივით იქცევა. მრისხანების მეორე სახეა ღვარძლი, როცა ადამიანი დიდხანს ვერ ივიწყებს წყენას. ეს მრისხანების ყველაზე საშინელი და საშიში ფორმაა. ამ ვნების ერთი ფორმა სიძულვილია, ასევე წყენა, ეჭვიანობა. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ მისი არაფერი მოსწონთ, ყოველ სიტყვაში განკითხვას და დაცინვას ხედავს. ყოველგვარი მრისხანების მთავარი მიზეზი, თუკი საფუძვლიანად  გავაანალიზებთ, არის ის, რომ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებთ. მრისხანება, უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდეს გაგვაშორებს, არადა, ადამიანები ყველაზე მეტად ამქვეყანდ სიმშვიდეს ვეძებთ. თუკი სულიწმიდა არის სიმშვიდე გულისა, ხოლო მრისხანება – აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენს არსებაში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება. მრისხანების დროს მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ მათი ღირსებები, ვისაც ვურისხდებით; გავიხსენოთ ჩვენ მიმართ მათი კეთილგანწყობა, მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები. რაც მთავარია, უნდა გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მაშინ ჩვენი მრისხანებაც დაცხრება. წმიდა მამები გვირჩევენ, ვიდრე რამეს ვიტყოდეთ, რამდენჯერმე გონებაში წარმოვთქვათ ლოცვა და თუ მაინც ვერ შევძლებთ გაჩუმებას, დაცხრომას მრისხანებისა, მაშინ რამდენჯერმე უნდა გავიმეორეთ იესოს ლოცვა გულში და მხოლოდ ამის შემდეგ ვუპასუხოთ ადამიანს. მრისხანებაზე გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია, ადამიანს შეებრძოლოს საკუთარ თავში დაბუდებულ მრისხანე აზრებს.
скачать dle 11.3