კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ჭეშმარიტება


თუკი ჭეშმარიტებას სიყვარულით და სიყვარულისთვის ეძებ, მაშინ ის გაგიცხადებს თავისი პირის ნათელს იმდენად, რომ შეძლო მისი ატანა და არ დაიწვა. დამატებით ის შენ მოგიტანს ყველაფერ იმას, რაც მიგახვედრებს, რომ სხვა არაფერი გჭირდება, გარდა მისი მბრწყინავი და ტკბილი პირ-სახისა.
როდესაც ცხოვრების ქარტეხილში მყისით მაინც დაკარგავ მხედველობიდან ჭეშმარიტების პირ-სახეს, მაშინ იგრძნობ, რაც დაკარგე და იმწუხრებ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების – მეგობრებისა და ნათესავების – გარემოცვაშიც კი; თავს ისე იგრძნობ, როგორც ბავშვი და-ძმებს შორის, მაგრამ დედის გარეშე. ბავშვისთვის არავინაა დედაზე მეტი ახლობელი, რამდენი ნათესავიც არ უნდა ეხვეოდეს თავს. ასევე იგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება შენთვის ყველა იმათზე ახლობელი და ძვირფასი გახდა, ვისთანაც შენ ყოველდღე ტრაპეზს იზიარებ.                        

უღმრთო ადამიანი საკუთარი თავის ჯალათია
როდესაც ადამიანი პირით ღმერთისკენ მიიქცევა, მაშინ ყველა მის გზას იგი ღმერთისკენ მიჰყავს; როდესაც ადამიანი ღმერთისგან პირს იქცევს, მაშინ მას ყველა გზა წარსაწყმედლისკენ მიაქანებს; ხოლო, მას შემდეგ, რაც ადამიანი საბოლოოდ უარყოფს ღმერთს სიტყვითაც და გულითაც, მისი ყველა საქმე და მოქმედება უკვე მხოლოდ მის ხორციელ და სულიერ რღვევას ემსახურება.
ამიტომ, ნუ იჩქარებ უღმერთოს დასჯას: მან უკვე იპოვა თავისი ჯალათი თავის თავში: ყველაზე დაუნდობელი, რომელიც კი შეიძლება იყოს მისთვის ამ წუთისოფელში.

სიკეთე შორს ხედავს
სიკეთე შორსმჭვრეტელია და ღრმა მიზეზებს ხედავს. ბოროტება კი ახლომხედველია და არ იცის მოვლენების ნამდვილი მიზეზები. ბოროტებამ და ფრინველმა იციან, რომ იმისთვის, რათა წვიმა წამოვიდეს, ღრუბელია საჭირო. სიკეთე კი ხედავს, რომ ყოველივე ღმერთის ხელშია. ბოროტება და ვირი ხედავენ, რომ სიმინდის აღმოსაცენებლად ნაკელია საჭირო, სიკეთემ კი იცის, რომ ყოველივეზე ღმერთის ნებაა.

სათნოება
ყოველი სანთოება მსხვერპლს შობს; სრულყოფილი სათნოება – სრულ თვითუარყოფას. უმაღლესი სათნოება – სიყვარული – სრულყოფილ თვითუარყოფას შობს.
მსხვერპლშეწირვა იზრდება თვითუარყოფაში; თვითუარყოფა აღმოცენდება მარადიულ ცხოვრებაში. ხანგრძლივის საშუალებით ჩვენ ხანმოკლეს შევიცნობთ; ხანმოკლისგან – ხანგრძლივს. მრავალწლიანი შრომით, იმედგაცრუებებითა და თავისმოყვარეობით ჩვენ ვგებულობთ დროებითს, ხოლო სათნოებათა ხანმოკლე გაელვებით – განუზომელ მარადიულობას.

წმიდანი და ბუნება
წმიდანი და ბუნება არის წარსული. მან მისი ანბანი შეისწავლა, წაიკითხა მისი სიტყვები, გაიგონა მისი ხმები, გაიგო ყოველივე, რაც ბუნებამ მას აუწყა და – დახურა ეს ბუნების წიგნი. მხოლოდ წმიდანში შეძლო ბუნებამ თავისი მიზნისთვის მიეღწია: მან გააღვიძა მასში ადამიანი, მიანიშნა ღმერთზე და – მიეფერა მის თვალს.
წმიდანი უსასრულოდ მადლიერია ბუნებისა და უსასრულოდ მოწყალეა მის მიმართ, რადგან მას იგი თავის ერთადერთ ნამდვილ მეგობრად მიიჩნევს დედამიწაზე.
ჭეშმარიტად, არაფერია იმაზე უფრო გულისშემძვრელი სურათი, ვიდრე წმიდანის მეგობრობა გარეულ ცხოველებთან. და ეს მიუხედავად იმისა, რომ იგი მას უყურებს, როგორც ზრდასრული ბავშვურ ოინებს: კიდევ ერთი მზერა კიდევ ერთი თანამგრძნობი ღიმილი, კიდევ ერთი ალერსიანი შეხება, და – მოგზაური კვლავ გზას უნდა დაადგეს, წინ და მაღლა, ყველა შეჭირვების გავლით. მან ყოველივე უნდა დაივიწყოს, ყოველივე დაუტეოს, რათა შეამჩნიოს და მოიხვეჭოს ყოველივე.
გურმანისთვის ბუნება მომავალია, მხატვრისთვის – აწმყო, წმიდანისთვის – წარსული.скачать dle 11.3