კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 სუვერენიტეტის მოკრძალებული ხიბლი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

რუსულად ტრფიალის ფასი


მართალია, არც ჩვენ მოგვეფონა გულზე რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასეირნება, ან კი როგორ მოგვეფონებოდა, როდესაც სწორედ 8 აგვისტოს დაამთხვია (ანუ შეგვახსენა, ჯაბანები ხართო), მაგრამ, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, მაინცდამაინც, არც აფხაზებს ეტყობოდათ სიხარული.
არც აფხაზებს, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავის ჩამოხაჯიმბებას ფასს დაადებდა (ანუ რაულ ხაჯიმბას იმაზე დაიყოლიებდა, რაზეც მანამდე არც ის ყაბულდებოდა და არც სრულიად აფხაზი საზოგადოება).
ჰოდა, რაკი შუბს ხალათში ვერ დამალავო, არც რფ-ის პრ.-ს დაუმალავს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვანი სრუქტურების ერთობლივი მუშაობა ტურისტების უსაფრთხოების ხარისხს გაზრდის რესპუბლიკაშიო.
და იქვე კოლეგა რაულს შეახსენა შეთანხმება ორივე წარმონაქნის შსს-ს ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ.
აქვე მეც შეგახსენებთ, რომ ჩვენებური აფხაზი სეპარატისტები აჭიანურებდნენ ზემოხსენებული შეთანხმების შესრულებას, ვინაიდან ეს, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთის „შსს-ს“ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას გულისხმობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოუწევთ.
რაც, სულაც, არ არის ურიგო, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ენგურს გაღმაც უნდა იგრძნონ რუსულად ტრფიალის ფასი. –
скачать dle 11.3