კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ტრამპი, პუტინი და შოთა რუსთაველი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „შხამობის თვე“?!


ჯერ გაპრეზდენტებულიც კი არ იყო, დონალდ ტრამპს რომ პრ. პუტინის სიყვარულში (პოლიტიკურად, რასაკვირველია) სდებდნენ ბრალს; ესეც არ  აკმარეს და შარიც მოსდეს, არჩევნების პროცესში რუსი ჰაკერები იმ დონემდე ჩაერივნენ, გაამარჯვებინესო.
ამასაც არ დასჯერდნენ და ლამის თეთრ სახლში კრემლის ნომრიან აგენტადაც გამოაცხადეს. ჰოდა, ამ თუ სხვა მიზეზით (იქნებ იმიტომაც, ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა, ბოლოს მოიგლიჯაო), თანდათან ტრამპ-პუტინის თაფლობის თვეც შხამობაში გადავიდა.
მეორე მხრივ, არც დიდი მაკიაველობა სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი (თუ მისი სახელმწიფო მთლად კლიენტიც არ არის) გამორიცხულია, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახუროს.
ასეა თუ იყო, გნებავთ, ასე იყო თუ ისე, ხსენებულ ორს შორის შავმა კატამაც ჩაირბინა. სახელდობრ, აშშ-ის კონგრესის ახალი სანქციებით გაბრაზებულმა ვლ. პუტინმა რფ-დან, არც მეტი, არც ნაკლები, 7 ასეულზე მეტი აშშ-ელი დიპლომატი გამოაძევა.  
ხოლო, რაკი აღმოჩნდა, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის პირველ პირს არა მხოლოდ ჭკუა უჭრის, ენაც – გვარიანად, კოლეგას მადლობა გადაუხადა დიდ რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პერსონალის დიდი ნაწილის გამოძევებაში (ძვირი გვიჯდებოდა მათი შენახვაო).
მე არ ვიცი, იცნობს თუ არა დონალდ ტრამპი შოთა რუსთაველის შემოქმედებას, მაგრამ აშკარაა, რომ, ნებსითა თუ უნებლიეთ, მისი ერთგული მიმდევარი გამხდარა. –
скачать dle 11.3