კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ალაგ-ალაგ მრისხანენია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ხარისხიანად „კაიფი“


 ​თუმცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი ახალგაზრდა იღუპება ნარკოტიკის ზედოზირების გამო, მეტიც, ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება, საერთოდაც, ირწმუნება, რომ არა მხოლოდ მარიხუანის, ყველა ტიპის ნარკოტიკის ლეგალიზება უნდა მოხდეს. რაც მთავარია, სახელმწიფომ თავად უნდა მიჰყოს ხელი ნარკოტიკების წარმოება-გაყიდვას (ბიუჯეტი შეივსებაო), საზოგადოებამ განგაშის ზარები მხოლოდ მას შემდეგ დაარისხა, რაც ანაკლიის „ჯემ ფესტზე“ (ზედოზირების გამო) ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ფაქტი გახმაურდა.
 მეორე მხრივ, არც არავისთვისაა დიდი საიდუმლო, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არც თუ გულგრილია ნარკოტიკის მიმართ; არც ნარკოტიკის შოვნაა დიდად რთული საქმე და ისიც ფაქტია, რომ მომაკვდავი ერების მარაქაშიც ვართ გარეულები.
 ერთი სიტყვით, პრობლემა ეროვნულია, იმ მარტივი მიზეზით, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ ლიბერალური ნარკოტიკული პოლიტიკის ვერსიას „აწვებიან“ და არავინ ძრავს კრინტს ანტინარკოტიკული პოლიტიკის შემუშავებაზე – არა ლოზუნგურზე, არამედ რეალურზე.
 ამ ტრაგიკულ ისტორიას, მათ შორის, პრეზიდენტის მეუღლეც გამოეხმაურა და ქვეყანაში შემოსული ნარკოტიკის ხარისხი დაიწუნა (აქვე გეტყვით, რომ ეგრეთ წოდებული „ბიო“ კლავს, ვინაიდან ქიმიური შენაერთია და მისმა დამამზადებელმაც კი არ იცის მასი ზუსტი დოზა).
 შესაბამისად, ისმის რიტორიკული კითხვა: ამ ჩვენს პირველ ქალბატონს პრობლემა მხოლოდ მოხმარებული ნარკოტიკის ხარისხი ჰგონია?!
ვითომ გოჭი (უკაცრავად პასუხია და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კაიფი) ტყემლით (ანუ ხარისხიანი ნარკოტიკით) სულ სხვაა?! –  
скачать dle 11.3