კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 „სიყვარული ყველას უნდა“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ნაალაფარი?!


 ​ცნობილი ფაქტია, რომ რუსული და აშშ-ური ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ერთმანეთს ფრიად ერიდებიან. იმდენადაც კი, რომ, თუმცა დღიდან ხილვიდან მტრობენ, ერთი კაცი რაა, წამლადაც კი, არ მოუკლავთ ერთმანეთისთვის (თვით „ცივი ომის“ დროსაც კი).
მაგრამ, რაკი ნათქვამია, ცხვარი ცხვარია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დათვი დათვია), მაგრამ, თუ გაცხარდა, ცხარეაო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „მფრინავი ჰოლანდიელიო“), 9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავმა TY-154მ-მა ვაშინგტონში პენტაგონის, თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის შენობებს გადაუფრინა.
 მართალია, მთლად კრამიტებსაც ვერ აუტეხა რაკირუკი და ამჯერად ეს რუსული გაფრენა კანონიერიც  კი იყო (სადამკვირვებლო ფრენა ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა, რის მიხედვითაც, ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების სამხედრო ავიაციას შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენა დაუბრკოლებრივ შეუძლიათ), თუ გავითვალისწინებთ, რომ რფ-მ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება 2001 წელს მოახდინა და დღემდე არასდროს გაულაღია აშშ-ის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოა, რომ გორის ავტობანზე და მისი სამხედრო ბაზის ცხვირწინ აშშ-ური სატანკო კოლონის ჩავლის საპასუხოდ შეიფრთხიალა ოკეანისგაღმურ ცაში (ოღონდ ისაა, რომ უიარაღოდ: „სი ენ ენის“ ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე, თუმცა შეიარაღების გარეშე იფრინა).
ერთი სიტყვით, „ვერის უბნის მელოდიების არ იყოს“, რა კაცებს ვყვარებივართ?! ჰოდა, ვინც იჩაუქებს, მას შევხვდებით. скачать dle 11.3