კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რამ გადააწყვეტინა მხატვარ ბესიკ დუღაშვილს ამ ცხოვრებიდან წასვლა და სად და როგორ მდგომარეობაში იპოვეს ის

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„როცა დაბადებიდან გესმის, რომ ნიჭიერი ხარ და ცხოვრობ პრინციპით: „ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!“; როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები: „იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი“... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავის ფუნდამენტიანად, არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...
არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა...
და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...
მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...
მე კი უბრალოდ, სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...
დე, მე ვიყო ბოლო...
შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში.
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი”
გასულ კვირას, კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილის გაუჩინარებამ ყველა დაზაფრა. წერილმა, რომელიც მან დატოვა ყველას აფიქრებინა, რომ მხატვარმა თავი მოიკლა.
ანი დუღაშვილი (და):
იმ დღეს ქუთაისში ვიყავი წასული, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამირეკა, რა სტატუსი დაწერა ბესომ „ფეისბუქზეო”?! იმ მომენტისთვის ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა და მან წამიკითხა ის საშინელი წერილი. მაშინვე დავურეკე ჩემს ძმას, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. დედაჩემს დავურეკე, სად არის ბესო-მეთქი? – ვკითხე და მიპასუხა, სახლიდან გავიდაო. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. მაშინვე პატრულში დავრეკე და მისი ავტომობილი ძებნაზე გადავეცი. აღმოჩნდა, რომ წინა დღით გაუყიდია, მაგრამ ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს. უდიდესი მადლობა პატრულის თითოეულ თანამშრომელს, რომლების საოცრად დამიდგნენ გვერდში მთელი ეს პერიოდი. სახლში რომ მოვედი, სამართალდამცველები უკვე აქ იყვნენ – მეზობლები, ახლობლები, ერთი ამბავი იყო ატეხილი. კომპიუტერი რომ შევამოწმეთ, ვნახეთ, რომ ყველაზე ხშირად ძამას ხეობის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია მოძიებული. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ძებნა იქიდან დაგვეწყო. მაგრამ უკვე გვიანი იყო და თან, არ ვიცოდით, რომელი მონასტრიდან უნდა დაგვეწყო ძებნა. მამა გიორგი ზვიადაძე დამეხმარა სასწაულად, საოცრად დამამშვიდა. მითხრა, სულიერმა მოძღვარმა დარეკოს ამ მონასტრებში, რომ საკუთარ სულიერ შვილს ეძებს. მას ექნება ყველა მონასტერთან წვდომაო. თუმცა, ამას დიდი დრო სჭირდებოდა, რადგან ზოგი მონასტერი ისეთ ადგილასაა, ტელეფონი საერთოდ არ იჭერს. იმ ღამეს უშედეგოდ ვცდილობდით მის პოვნას. მეორე დღეს, გამომძიებელთან ვიყავი დაკითხვაზე, მისი ყოფილი ცოლის ძმამ დამირეკა და მითხრა: დედაოსთვის დაურეკავს და უთქვამს, მონასტერში ვარო. რაც ტყუილია. თუმცა, საბედნიეროდ, ჩემი ძმა ცოცხალია და ვიპოვეთ. რამდენიმე დღის წინ მქონდა მისი ნახვის საშუალება და მითხრა, საერთოდ არავისთვის დამირეკავს, მათ შორის, არც დედაოსთვის და არაფერი მითქვამსო. მთელი საქართველო ელოდა ჩემი ძმის გამოჩენას, მირეკავდნენ და მის ამბავს მეკითხებოდნენ. მეც ყველას ვუდასტურებდი, რომ გამოჩნდა, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა. მაგრამ, ამის შესახებ მალევე გავიგეთ. ის დედაო მოიყვანეს და გვითხრა, მსგავსი არაფერი უთქვამსო. დარეკვა საერთოდ არ მიხსენებია, უბრალოდ, ვარაუდი გამოვთქვი, რომ მონასტერში შეიძლებოდა, ყოფილიყოო. არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა მოტყუება ან რა თამაში იყო ეს?!
– ეს ტყუილია, თუმცა ფაქტია, რომ ახლა უკვე იცით თქვენი ძმის ადგილსამყოფლის შესახებ და იცით ისიც, რომ თავს კარგად გრძნობს.
კი, ვიცი სადაც არის, მაგრამ თავად მისი სურვილია და ამაში საპატრიარქოც ეთანხმება, რომ ამ ეტაპზე ამის გამხელა სასურველი არ არის. ახლა მხოლოდ მარტოობა და სიმშვიდე უნდა.
– წერილი, რომელიც მან გაავრცელა, ძალიან მძიმე და დამთრგუნველი იყო. უმეტესობამ ჩათვალა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა...
– ოთხმოცდაათი პროცენტი ფიქრობდა, რომ თავი მოიკლა. ის ათი პროცენტი, ვინც ფიქრობდა, რომ ბესო თავს არ მოიკლავდა, სასულიერო პირები იყვნენ.
– თქვენ, შვილებს და ყოფილ მეუღლესაც მოგწერათ პირადად წერილები. რას გწერდათ?
– წერილში ჭკუას მარიგებდა, როგორ მეცხოვრა – რომ დედასთვის მიმეხედა და მის შვილებს დავხმარებოდი. ჩემი ბავშვები არ მიატოვოო. მწერდა თავის ნახატების ადგილმდებარეობის შესახებ, იმ შემთხვევისთვის, თუ მისი გამოფენის მოწყობას მოვისურვებდი. თუ წიგნის გამოცემას მოინდომებ, ასე, ასე და ასე მოიქეციო, მწერს.  მე მის შემოქმედებას არასდროს შევხებივარ და იცოდა, რომ მსგავს საკითხებში მისი რჩევა დამჭირდებოდა. ყველაზე მეტად, რაც გულზე მომხვდა, იყო ფრაზა:  ბავშვებს ჩემს ხსოვნას ნუ დაავიწყებინებო. ამიტომაც ვიფიქრე, რომ თავი მოიკლა. თან, ბოლო პერიოდში ძალიან დათრგუნული იყო. წარმოიდგინეთ, არც ოჯახში გაუმართლა და არც შემოქმედებაში. ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან მირეკავდა მისი ნახატების გამო, რვაჯერ აიღო პირველი ადგილი მსოფლიო მასშტაბით საკუთარი შემოქმედებით. მაგრამ, როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში არაფერს აფასებენ. სად და როგორ იპოვა მიგდებული ფართები, არ ვიცი – ამბობდა, ავამუშავებ და გაჭირვებულ ბავშვებს ხატვას ვასწავლიო. ოცდაათ ლარად ასწავლიდა ბავშვებს. მითხარით, ამას ვინ გააკეთებს?! ვისაც საშუალება არ ჰქონდა, საერთოდ უფასოდ ამეცადინებდა. სტუდიის შექმნა უნდოდა, მაგრამ არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდა. ნაძალადევის გამგეობაში მუშაობდა, კეთილმოწყობაში, ძალიან კარგ გარემოში, კარგ ხალხთან. მაგრამ, ბესო სხვანაირია, ეს არ იყო მისი სფერო – საქმე, რომელიც მას უნდა ეკეთებინა. ამ ამბების შემდეგ, მათ შემომთავაზეს კიდეც, შეგვიძლია, ორკვირიანი შვებულება გავუფორმოთ და ადგილი შევუნარჩუნოთო. მაგრამ, ჩემმა ძმამ მითხრა, მანდ ვეღარ დავბრუნდებიო. ორი თვე იმ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდები და მერე ვნახოთ, რა იქნებაო.
– პირად ცხოვრებაში რა შეემთხვა? რამდენადაც ვიცი, მის ყოფილ მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რასაც ძალიან განიცდიდა და ეს უმძიმესი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.
– ვერ გეტყვით, რა მოხდა მასა და მისი მეუღლის ურთიერთობაში. ეს მათი პირადი საქმეა, მაგრამ ერთმანეთს ძალიან ცუდად დაშორდნენ. ამაზე, უმჯობესია, თავად ილაპარაკოს, როცა დაბრუნდება. თუმცა, ძალიან განიცადა ეს ყველაფერი. ყოფილ მეუღლეს მკერდზე ჰქონდა სიმსივნე. ორი ოპერაცია გაიკეთა და ის დღეები რომ მახსენდება, რომელიც მაშინ გამოვიარეთ, ახლაც მეტირება. ჩემი ძმა კინაღამ ხელში ჩამაკვდა, მაგრამ გამაფრთხილა, არავისთან თქვა, ჩემი ცუდად ყოფნის შესახებ. ასეთ რთულ მდგომარეობაში, როცა ჩემს ცოლს სიმსივნე აქვს, ჩემზე ვეღარავის ვანერვიულებო.
– ამდენი ნერვიულობისგან თვითონაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?
– კი, ბესოს ამ ბოლო დროს გულზე შეექმნა სერიოზული პრობლემები და ანდერძიც დაწერა. მინდა, ჩემს შემოქმედებას პატრონი ჰყავდესო და ჩემზე გააფორმა ანდერძი.
– შვილები რა ხნის არიან?
– 15 და 13 წლის. ეს ბავშვებია ჩვენთვის ყველაფერი. მე თვითონ გათხოვილი არ ვარ, შვილები არ მყავს და ბესოს შვილებისთვის ვცოცხლობ, ვარსებობ.
– თუმცა, ვინც მას არ იცნობდა და არ იცოდა, რომ თქვენც ჰყავდით და შვილებიც, მისი წერილიდან გამომდინარე იფიქრებდა, რომ საერთოდ არავინ ჰყავდა. რადგან იქ წერს, რომ თბილ ოჯახსა და შვილებზე ოცნებობდა. ასეთი პესიმიზმი როდის, ან რის გამო გაჩნდა მის ცხოვრებაში?
მის ცხოვრებაში რთული დღეები ბოლო პერიოდში არ დაწყებულა. სექტემბრიდან ძალიან მშვიდად და წყნარად შემომაპარა, რომ ოჯახში რთული მდგომარეობა ჰქონდა. მეც ვცდილობდი, როგორმე ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ დაშორებოდა. ვეუბნებოდი, შეიძლება, ეს ის პერიოდია, ყველა ოჯახში რომ დგება; შეიძლება, ურთიერთობამ რაღაც მომენტში დაღლა იცის. სხვათა შორის, მაშინ ვუთხარი, იქნებ ცოტა ხნით მონასტერში წახვიდე, მდგომარეობიდან გამოხვალ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა. მერე უკვე, ძალიან რომ დაეძაბათ ურთიერთობა, კატეგორიულად გამაფრთხილა, ჩემი და მაკას ურთიერთობაში არ ჩაერიო. ყველაფერს თვითონ გადავწყვეტო. ასე კატეგორიულად რომ მითხრა, რა თქმა უნდა, მეც აღარაფერი მითქვამს. ივნისში გააწერეს ოფიციალურად ხელი, მაგრამ მანამდე, ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
– ბავშვებთან თუ ჰქონდა მას შემდეგ ურთიერთობა?
– ბავშვები ახლაც ჩემთან არიან. დედამ ბინა იქირავა და ალბათ, სანამ მოეწყობა, მანამდე ჩვენთან იქნებიან სახლში, სადაც ბესო ცხოვრობდა.
– შვილებს რა მისწერა გამოსამშვიდობებელ მესიჯებში?
– როგორც ბავშვებმა მითხრეს, ჭკუას გვარიგებს, როგორ უნდა ვისწავლოთ და როგორები გავიზარდოთო. ერთ-ერთს წერდა: „შენ ისეთი მამიკო გყავდა, ისეთ სახელს გიტოვებს, არსად შეგრცხვება, ჩემო სიხარულო. მამიდა გიყვარდეთ, მას თქვენს მეტი აღარავინ დარჩაო. ბავშვი ცოტა ნაწყენია, მამიკოს ეს არ უნდა გაეკეთებინა ჩემთვისო. ოთახში ჩაიკეტა და არ გამოდიოდა. პატარა ამბობს, მენატრება მამიკოო. მისმა მეგობრებმა, წინა დღით სახინკლეში გვეპატიჟებოდაო, თურმე იმიტომ, რომ გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობა უნდოდა.
– დასაწყისში სულიერი მამა ახსენეთ. ეკლესიურად ცხოვრობდა?
– საჩხერეში, სოფელ სავანეში ჰყავდა მოძღვარი. მისი ნათლულიც მამაოა და მისთვის ჩაუბარებია აღსარება ერთი კვირის წინ. ძალიან მორწმუნე იყო. თბილისიდან სავანეში ჩადიოდა, რომ აღსარება ჩაებარებინა. არ ვიცი, ცოტა რომ დავწყნარდება, რა იქნება. ცოცხალი ჩემი თვალით რომ ვნახე და იქიდან წამოვედი, მას შემდეგ ყველა კუნთი მტკივა, თავბრუ მესხმის. ეს ენით აღუწერელი ტანჯვა იყო. წარმოიდგინეთ, ბნელ ოთახში ბრმად დადიხარ და კარს ვერ პოულობ. საბოლოოდ, ჩვენი ოჯახის ახლობელი წაჰყვა პატრულს ძამას ხეობაში და მან იპოვა ბესო იქ. ძალიან მძიმე წამები და წუთები გამოვიარეთ. ეს ტანჯვის საუკუნე იყო. ისე, ცოტა ეგოისტური საქციელი კი იყო ჩემი ძმისგან. შეეძლო ეთქვა, რომ მონასტერში მიდიოდა და არ ატყდებოდა ასეთი ამბავი. ძალიან ტკივილიანი შეხვედრა გვქონდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტყვეობიდან გამოშვებულ ადამიანს ვხვდებოდი. ამ დროს ტყვეობაში მე ვარ თუ ის, საკითხავია. ის ისეთ კარგ ადგილას არის... მინიმუმ ორი თვე აქ ვიქნები და მერე, მოვიფიქრებ, აქ დავრჩე თუ საერო ცხოვრებაში დავბრუნდეო.

скачать dle 11.3