კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ გაძარცვეს დავით ფოცხიშვილი ანსამბლის წევრებთან ერთად საბერძნეთში ქართველმა ემიგრანტებმა და რომელი ქართული ცეკვის გამო გამოთქვეს პროტესტი იაპონელებმა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ცეკვა სამი წლიდან დაიწყო, თუმცა ოჯახიდან გამომდინარე ეს გასაკვირი სულაც არაა. უკვე დიდი ხანია, ოცნება აისრულა, ძალიან მაგარი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. უამრავი კონცერტი აქვს ჩატარებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბუნებრივია, უცხოეთში გასტროლები ყოველთვის თავგადასავლებს უკავშირდება და გასახსენებელიც ძალიან ბევრია. თუმცა, ცოტა ხნის წინ, საბერძნეთში მოგზაურობისას, თავს ძალიან არასასიამოვნო ისტორია გადახდა. იქ ჩასული ქართველი მოცეკვავეები საკუთარმა თანამემამულეებმა გაქურდეს.
დავით ფოცხიშვილი (ქორეოგრაფი): 
ჩვენი ანსამბლი მამაჩემმა დააარსა 1965 წელს. მას შემდეგ მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და ძალიან ბევრ კონცერტს ატარებდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ანსამბლ „ორერასთან“ ერთად მთელი მსოფლიო მოიარეს. მოგვიანებით, დაახლოებით 1992 წელს, მოთხოვნილებიდან გამომდინარე, შეიქმნა ბავშვთა ქორეოგრაფიული დასი. ამის შემდეგ გადაერქვა სახელი ანსამბლს და ეწოდა „მეტეხი“. რომელმაც ასევე მთელი მსოფლიო შემოიარა გასტროლებით და ფილარმონიის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს 40 წლის იუბილეზე. ბავშვთა დასთან ერთად, სამი თვე ვმოგზაურობდით შტატებში და ჩვენს ერთ-ერთ კონცერტს, ესწრებოდა მსოფლიო ბალერონი – რუდოლფ  ნურიევი. ჩვენი ბავშვები რომ ნახა, გაგიჟდა ისე მოეწონა და გვითხრა,  ესენი მოცეკვავეები კი არა, პატარა ვარსკვლავები არიან, ძალიან გთხოვთ, ასე დაარქვითო. მას შემდეგ გაჩნდა სახელწოდება ფოცხიშვილების ბავშვთა ნაციონალური ბალეტი „პატარა ვარსკვლავები“. ახლახან, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ  ჩვენს პატარებს უწოდა „ანგელოზები შავებში.“
– მამიდან გამომდინარე, ალბათ, ძალიან პატარა იყავით, როცა ცეკვა დაიწყეთ?!
– მთელი ოჯახი  ცეკვის  სფეროში ვმოღვაწეობთ. ანსამბლის ხელმძღვანელი ვარ მე.  ჩემმა ძმამ კი, ცალკე ჩამოაყალიბა „სამეფო ნაციონალური ბალეტი“. ძალიან პატარა, სამი წლის ვიყავი, ცეკვა რომ დავიწყე და რა თქმა უნდა, კარგ მოცეკვავეობასა და ქორეოგრაფობაზე ვოცნებობდი. მე და ჩემი ძმა სასწაულებს ჩავდიოდით, ყველგან და ყოველთვის ვცეკვავდით. პირველად 1985 წელს წავედით გასტროლით ამერიკაში, რაც მაშინ ჩვეულებრივი ფაქტი არ იყო. კონცერტები გვქონდა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში. ჩვენი ანსამბლი ისეთ ვარსკვლავებთან ერთად გამოდიოდა, როგორიცაა: ბარი ვაითი, შერი და სხვები. იტალიაში 18-ჯერ ვიყავით გასტროლზე. პალერმოში ყოფნისას ქართველების  ჯგუფი გვეწვია. ძალიან ლამაზი დახვედრა მოგვიწყვეს, თავის ქართული სუფრით და ყველაფრით. იტალიაში  ჩვენი კონცერტები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეროვნულ არხზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა პოპულარული. ძალიან ბევრი, 36 გასტროლი გვქონდა ინგლისში. ექვსი თვე ვმოგზაურობდით ინდოეთში, სადაც თითოეულ კონცერტს 1 500 კაცი ესწრებოდა და დარბაზი ინგრეოდა ხოლმე. აღარაფერს ვამბობ მოსკოვზე, სადაც დასი, ფაქტობრივად, ცხოვრობდა. უამრავი კონცერტი გვაქვს ჩატარებული იაპონიაში, სადაც სხვათა შორის, ძალიან მოეწონათ ქალთა ცეკვები, განსაკუთრებით „სამაია“, მაგრამ პროტესტი გამოთქვეს „ფარიკაობის“ გამო. მოგეხსენებათ მათი დამოკიდებულება ხმლისა და საბრძოლო ხელოვნებისადმი. ამიტომ მათი რეაქცია ბუნებრივი იყო (იცინის).
– ალბათ, განსაკუთრებით ემოციური სხვადასხვა ქვეყანაში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაა...
– ძალიან ბევრი ქართველი მოდის კონცერტებზე. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ხარჯებით დავასწროთ კონცერტს და მათთვის წინასწარ გვაქვს გათვალისწინებული ადგილები. მე იქ უემოციო ქართველი არ მინახავს, ცრემლებით აქვთ ხოლმე თვალები სავსე. ბიჭებს ბევრჯერ დაგვილევია, რომ ქართველი ემიგრანტების ემოციებზე ჩვენც არ აგვტირებოდა. ძალიან თბილები არიან და უამრავ მოკითხვას გვაბარებენ. თან, ზოგს ისე უჭირს, რომ რთულია უემოციოდ შეხვდე. ბევრს დავხმარებივართ, ქუჩაში რომ იჯდა ულუკმაპუროდ და უსახლკაროდ დარჩენილი. იტალიასა და საბერძნეთში რამდენიმე ქალი მოვიდა, რომლებსაც პასპორტი არ ჰქონდათ და ერთი თეთრიც არ გააჩნდათ, რომ ელემენტარული, საჭმელი ეყიდათ. ანსამბლში შევკრიბეთ მათთვის თანხა და ყველანაირად შევეცადეთ, როგორღაც დავხმარებოდით.
– ცალკე ისტორიები გექნებათ ფრენასთან დაკავშირებით.
– ერთხელ, მგზავრობისას, სკამების ზურგზე დამონტაჟებულ ეკრანებზე ვუყურებდით ფილმებს. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს მოსწყინდა ერთი და იგივეს ყურება და გადაწყვიტა, კაბინაში შესულიყო და მფრინავისთვის ეთხოვა, ჩვენი, ქართული მუსიკის ჩართვის უფლება მიეცა. ადგა, გავიდა და ცოტა ხანში ვხედავთ, ხელებშეკრული და ბორკილებდადებული გამოჰყავთ.  ეგონათ, რომ ვიღაც ტერორისტი შეუვარდათ კაბინაში (იცინის). იქ უნებართვოდ შესვლა ხომ წარმოუდგენელია და იჯდა ესეც ორი საათის განმავლობაში, ხელებშეკრული და პოლიციელები „შიფრავდნენ“, რა გეგმა ჰქონდა (იცინის).
– სხვა ქვეყნის სამართალდმცველებთან  პრობლემები არასდროს შეგქმნიათ ამ შემთხვევის გარდა?
– ერთხელ, იტალიაში შოპინგი მოვიწყვეთ და ჯგუფურად მივდივართ ქუჩაში ბევრი ჩანთით. უცებ პოლიციის მანქანები ჩერდება, გადატენილი იარაღებით გადმოდიან და ალყაში გვაქცევენ. ამდენი ერთად, თან ბევრი ჩანთით რომ გვნახეს, ეჭვი გაუჩნდათ და „საფუძვლიანად“ გაგვჩხრიკეს (იცინის). რომ გაირკვა, არაფერს ვაშავებდით, ბოდიში მოგვიხადეს, ბიჭებს რაღაცებიც უყიდეს, ისე გამოგვიშვეს (იცინის). ერთხელ, საერთოდ გვეგონა, რომ არაბმა ტერორისტმა გაგვიტაცა. ტაქსისტი შეგვხვდა არაბი, რომელიც ქუჩების „აზრზე არ იყო“ და სადღაც გადაკარგულში წაგვიყვანა, აეროპორტის ნაცვლად. მართლა გვეგონა, გაგვიტაცეს და გამოსასყიდს მოითხოვდნენ ჩვენს სანაცვლოდ. თუმცა, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ გზა არ იცოდა და ბოლოს, ვეხვეწებოდით, აეროპორტში კი არა, უბრალოდ, რომელიმე ცნობილ ადგილამდე მიგვიყვანზე, რომ იქიდან ადვილად გავიგნოთ გზაო (იცინის). ინგლისში ვიყავით გასტროლზე. ძალიან მოგვშივდა და ქუჩაში რაღაც საშაურმის მსგავსს გადავაწყდით. შევედით, მივესალმეთ და ხორცი შევუკვეთეთ. ვხედავთ, ბიჭი ძალიან დიდ ულუფა ხორცს გვაძლევს, უყურებს ერთი ჩემი ამხანაგი და ამბობს: არ ენანება ხორცი ამ დედააფეთქებულსო, – უცებ გვესმის, რატომ მაგინებთ ბიჭებო, რა გინდათო?! – თურმე ქართველი ყოფილა (იცინის).
– ქურდების მსხვერპლი არსად გამხდარხართ?
–  სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით საბერძნეთში გასტროლზე და ძალიან ცუდად მოგვექცნენ ქართველები. მოცეკვავე ბავშვების მშობლებს აეკიდნენ უკან და ზოგს ოცდაათი ევრო ამოაცალეს, ზოგს – სამოცი.  ჩემს მეუღლეს ოთხასი ევრო მოპარეს. დღისით, მზისით, ორმა ქართველმა ქალმა, წინ თოთო ბავშვი ჰყავდათ ჩამოკიდებული. სულ ხუთნი იყვნენ, მათ შორის, ერთი ბერძენი კაციც. ერთ-ერთმა ჩვენგანმა, რომელმაც ყველაზე ადრე დაკარგა თანხა და ამის შესახებ აღმოაჩინა, გაგვაფრთხილა, სხვებმაც დავიწყეთ შემოწმება და აღმოჩნდა, რომ ბევრი გაგვქურდეს. რამდენიმე ბავშვსაც კი მოჰპარეს ჯიბის ფული.
– როგორ მიხვდით, რომ ქართველები იყვნენ?
– ჩვენებიდან ერთ-ერთმა ერთი მძარცველი დაიჭირა და ვნახეთ, რომ ქართველი იყო. მერე  ერთი ამბავი რომ ავტეხეთ: არ გრცხვენიათ, ქართველები ქართველებს გვძარცვავთ, თუ გიჭირთ, გეთხოვათ და დაგეხმარებოდითო, მერე გამოვარდა მეორე ქართველი, მერე მესამე და მივხვდით, რომ ბანდასავით იყვნენ. ძალიან ცუდად მოიქცნენ. კამერებმაც დააფიქსირეს, მაგრამ თვითონ ამაზე ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ. ამდენი წელია, ვმოგზაურობთ, მაგრამ რაც ახლა ქართველებმა გაგვიკეთეს, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში, არცერთ სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ გაუკეთებია. იმ მომენტში ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით. უცხოელები რომ გვეკითხებოდნენ, რა მოხდაო, როგორ უნდა გვეთქვა, ჩვენივე თანამემამულეებმა გაგვძარცვესო. სირცხვილით ამას როგორ ვიტყოდით?!
– თქვენი აზრით, იცოდნენ, რომ ქართველები იყავით?
– აი, რომ იცოდნენ, ქართველები ვიყავით, ზუსტად ამიტომაც მოიქცნენ ასე. ქართველი ქართველს რომ ცუდს გაუკეთებს, ისეთს  სხვა ვერავინ უზამსო, გამიგია, და მართალი აღმოჩნდა. ეს რაღაც სენსაცია იყო. 57 კაცი ვიყავით და ყველა გაგიჟებულები და დაშოკილები დავბრუნდით. თანადგომისა და დახმარების ნაცვლად, საბერძნეთში საკუთარმა თანამემამულეებმა გაგვქურდეს. ნამუსზე აქვთ ხელი აღებული. ასე არ შეიძლება. ესენი ქართველს რას უკეთებენ და სხვებს რას უზამენ?! უცხოეთში მცხოვრები ბევრი ქართველისგან გამიგია, იქ რომ ჩახვალ, ყველანაირად ეცადე, ქართველებთან ურთიერთობას თავი აარიდოო და თურმე, ტყუილად არ ამბობენ ამას.
скачать dle 11.3