კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 „ზედაზენი კრაფტი“ – ახალი, უნიკალური გემო ლუდის მოყვარულებისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 დღეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზედაზენი,” მომხმარებლისთვის ხარისხთან, განსაკუთრებულ გემოსთან და მუდმივ სიახლეებთან ასოცირდება. უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით წარმოების პროცესი, ფაქტობრივად არ ჩერდება, რადგან მოთხოვნა კომპანიის მიერ წარმოებულ ლუდზე, ლიმონათსა თუ ენერგეტიკულ სასმელებზე მუდმივად მზარდია. „ზედაზენის” შექმნისა და განვითარების ისტორიაზე, მის წარმატების საიდუმლოსა და კომპანიის წარმოებულ ახალ ლუდზე – „ზედაზენი კრაფტზე,” კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელს, ცეზარ ჩოჩელს, კომპანიის დირექტორს – კახაბერ პაიჭაძესა და „ლუდსახარში ზედაზენის” წარმოების ხელმძღვანელს, – დავით ნაზღაიძეს ვესაუბრეთ.
ცეზარ ჩოჩელი (ბიზნესმენი, კომპანია „ზედაზენის” დამფუძნებელი): წარმატების საიდუმლო: ნებისმიერ დროსა და ეპოქაში არის შესაძლებელი დაიწყო საქმე და მიაღწიო სასურველ შედეგს, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, ხელისუფლებებისა და სხვა, არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორისა. თუ ზუსტად იცი მიზანი, რისკენაც ისწრაფვი, გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ – ყველაფერი გამოვა! ჩემი ბიზნესსაქმიანობის დაწყების ისტორია დასტურია იმისა, რომ ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით შესაძლოა, შექმნა ისეთი კომპანიები, რომლის წარმოებულ პროდუქტზეც მოთხოვნა უმოკლეს დროში მნიშვნელოვნად გაიზრდება და შესაბამისად, გაჩნდება ათასობით სამუშაო ადგილები ჩვენი მოსახლეობისთვის.
ლუდის წარმოების შექმნის ისტორია:
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფალკულტეტი დავამთავრე. სულ ორი კვირა ვიმუშავე სახელმწიფო სამსახურში. მაშინდელი
აღებმიცემობის პრაქტიკას ვერ შევეგუე და დავტოვე დაკავებული პოზიცია. ლომისობა მოდიოდა და მეგობრებმა წასვლა გადავწყვიტეთ. მოგეხსენებათ, ისტორიულად ამ დღესასწაულს, ძირითადად, ლუდით აღნიშნავენ. ტრადიციას ჩვენც არ ვუღალატეთ და სწორედ იქ გაგვიჩნდა იდეა, მოგვეხარშა იმ ლუდის ანალოგი, რაც მთაში იხარშება. მართლაც, ვიყიდეთ რამდენიმე არყის სახდელი ქვაბი და დავიწყეთ ლუდის ხარშვა ზუსტად იმ ტრადიციებით, რითაც ჩვენი მამა-პაპა საუკუნეების განმავლობაში ხარშავდა ლუდს. დღეში დაახლოებით, 300-400 ლიტრ ლუდს ვხარშავდით. ასე გრძელდებოდა მომდევნო, რამდენიმე წელი. თავად ვიყავით მშენებლებიც, ლუდის მხარშავებიც და რეალიზატორებიც. დროთა განმავლობაში, რეალიზაცია გაიზარდა. 1997 წელს გავიცანით ჩეხები, რომლებმაც წაგვიყვანეს და გვაჩვენეს, თუ როგორი იყო ევროპული ლუდის წარმოება. მოგვიანებით, შევიძინეთ მცირე  ზომის დანადგარები და უკვე ინდუსტრიული ფორმით დავიწყეთ წარმოება. მერე დაიწყო წინააღმდეგობებით სავსე გზა - 1999 წელს დაგვიკეტეს ქარხანა. ვიდრე არ გააკოტრეს კომპანია, თავი არ დაგვანებეს. თუმცა, დანებების მაგივრად, ამავე წლის ბოლოს მივედით ბანკში, დავიმატეთ სესხი და გაკოტრებული კომპანია, სრულიად ახალი ძალებით, ისევ ფეხზე დავაყენეთ. ამის შემდეგაც, რა თქმა უნდა, არაერთი პრობლემა და შევიწროება იყო. თუმცა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენც მუდმივად ვიბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ. ხშირად გვიწევდა ყველაფრის თავიდან დაწყება.
დღევანდელობა და სამომავლო გეგმები:
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლუდის ინდუსტრია საქართველოში ჩვენი შექმნილია. დღეს ამ ქარხანას დირექტორიც ჰყავს, მთავარი ინჟინერიც და არაერთი თანამშრომელი, რომლებმაც კარგად იციან საკუთარი საქმე. მაგრამ, მე მაინც ყოველ დილით მოვდივარ და ვაკვირდები პროცესებს. იმიტომ რომ, ის გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, არა მხოლოდ ლუდის მიმართულებით, არამედ ზოგადად, წარმოების მიმართულებით, საჭიროებს სხვებისთვის გაზიარებას. აუცილებელია, შევქმნათ ახალ-ახალი ქარხნები, სადაც ეროვნულ პროდუქციას ვაწარმოებთ და ჩვენს ხალხს დავასაქმებთ.  არ ვაპირებ გაჩერებას და არც მშვიდი ცხოვრებისთვის ვარ მოწოდებული. მუდმივად ერთი აზრი მიტრიალებს თავში - რა გავაკეთო და რა შევქმნა. არასდროს მიფიქრია, რომ დავაგროვო ქონება და დავჯდე სახლში. სანამ ამ ქვეყანაში ქარხანა იქნება ასაშენებელი, მე მუდმივად მექნება ახალ-ახალი ქარხნების მშენებლობის სურვილი და იდეები.
კახაბერ პაიჭაძე (კომპანია „ზედაზენის” დირექტორი): „ზედაზენი” ლიდერი კომპანიაა ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე. არა როგორც ამ კომპანიის დირექტორი, არამედ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ცეზარ ჩოჩელი ერთადერთი ადამიანია ამ ქვეყანაში, ვისაც შეიძლება, მივაწეროთ ლუდის ბაზრის განვითარება საქართველოში. თუ ვინმემ იცის დღეს ამ ქვეყანაში ლუდის ხარშვა, ეს არის ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც ეს საქმე 90-იანი წლებიდან დაიწყო არა თბილისში, ან რომელიმე მიტოვებული ქარხნის ბაზაზე, არამედ ახალგორში. იქ საკუთარი ხელით შექმნა პატარა, ისეთი ტიპის ქარხანა, რომელიც დღეს ევროპაში საკმაოდ პოპულარულია. მეორე ეტაპი გახლდათ „ნატახტარის” ქარხნის მშენებლობა. ეს იყო პირველი პრეცედენტი საქართველოში, როცა უზარმაზარი ინვესტიცია ჩაიდო წარმოებაში და მოგვიანებით, ამ ქარხნის თურქებისთვის მიყიდვით მოხდა რეალურად ყველაზე დიდი ინვესტიციის შემოსვლა საქართველოში. ეს თანხა შემდეგ უამრავი ქარხნის მშენებლობას მოხმარდა. მესამე ეტაპი გახლდათ „ზედაზენის” ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე, დიდი წარმატებით განხორციელდა. ეს მემკვიდრეობა საფუძვლად დაედო ამ ქარხნის ამოქმედებას და გვაქვს პრეტენზია, რომ დღეს, ყველაზე თანამედროვე ქარხანა გვაქვს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისა და ევროპის მასშტაბითაც. ასეთი დანადგარები, აღჭურვილობა და დაგეგმარება, ევროპაშიც კი ძნელად მოიძებნება. იმ დანადგარების მწარმოებელი გერმანული კომპანიები, რითაც ჩვენ ვართ აღჭურვილი, ჩვენს ქარხანას იყენებენ როგორც ერთგვარ „შოუ რუმს”. ხშირად ჩამოყავთ პოტენციური კლიენტები და
ანახვებენ, რამდენად წარმატებულად მუშაობს მათი პროდუქცია და ეს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე.
კომპანია „ზედაზენი” დღეს აწარმოებს ყველაზე დიდ პორტფელს, რაც კი სასმელების მწარმოებელ კომპანიას შეუძლია. გარდა ლუდისა, ვაწარმოებთ ლიმონათს და სხვა პროდუქტებს: ცივ ჩაის და კოლას, ნატურალურ წვენებსა და ენერგეტიკულ სასმელებს. ქარხნის მაღალი ხარისხი გამოწვეულია კარგი დაგეგმარებით, უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარებით და რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრებით.
კომპანიის მისია და გრძელვადიანი ხედვა:
– ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც კომპანიის დაარსებიდან მეორე წელს, საქართველოში დავიწყეთ ლიცენზირებული ლუდის წარმოება. ეს იყო გერმანული „კიონინგ პილსნერი”. ქართველებში ყოველთვის იყო  განწყობა, რომ ევროპული პროდუქტი უფრო ხარისხიანია, ვიდრე ქართული და შედარებით მაღალი ფასიც, ხარისხითაა განპირობებული. ჩვენი ეს ნაბიჯი სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ემსახურებოდა. ლიცენზირებულად დავიწყეთ გერმანული ლუდის საქართველოში ხარშვა და ამით დავამტკიცეთ, რომ ზუსტად იგივე ხარისხის ლუდის წარმოება შეგვიძლია, როგორც ამას გერმანიაში აკეთებენ, ამ ინიციატივის წყალობით, ქართველმა მოსახლეობამ  მიიღო გერმანული ლუდი გაცილებით დაბალ ფასად. ამ მიმართულებით გადავდგით მეორე ნაბიჯი „ბავარიასთან” დაკავშირებით, რომელიც ძალიან ცნობილი ლუდი იყო საქართველოში. თუმცა, მოსახლეობის უმეტესობას, ფასიდან გამომდინარე, მასზე ხელი არ მიუწვდებოდა. ჩვენ მოვიპოვეთ „ბავარიის” წარმოების ლიცენზიაც და შევძელით, ის მისაღებ ფასად შეგვეთავაზებინა ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის. რაც მთავარია, მისი ხარისხი აბსოლუტურად შეესაბამება „ბავარიის” სტანდარტებს. ჩვენმა ამ ტრენდმა გამოიწვია ის, რომ  დღეს ბუმია ლიცენზირებული პროდუქციის ადგილზე ჩამოსხმაზე. ამით ჩვენ დავუმტკიცეთ საქართველოს მოსახლეობას, რომ თუ „კიონინგ პილსნერსა” და „ბავარიას” ვხარშავთ, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია „ზედაზენი” მუდმივად ორიენტირებულია სიახლეებზე და ერთ-ერთი ახალი გამოწვევა იყო, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის  შეგვეთავაზებინა ის ტენდენცია, რაც ევროპასა და ამერიკაშია. ეს არის კრაფტის ხაზი, რომელიც აწარმოა კომპანია „ზედაზენმა” და სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ ბაზარზე „ზედაზენი კრაფტის“ სახელით გამოჩნდა.

ახალი ლუდი - „ზედაზენი კრაფტი”

ევროპასა და ამერიკაში ლუდის მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პატარ-პატარა ლუდსახარშები, რადგან გლობალურ ბრენდებში დაკარგულია  სპეციფიკური, განსაკუთრებული გემო. ისინი ყველასთვის ერთნაირად მისაღები უნდა იყოს და ამიტომ ერთფეროვანი ხდება. ყველა ეძებს განსაკუთრებულს და სწორედ ამიტომ, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა „კრაფტზე,” რამაც უკვე დიდი წილი წაართვა გლობალურ ბრენდებს.
ჩვენ პირველებმა გადავწყვიტეთ საქართველოში, რომ იგივე ტენდენცია ჩვენს ქვეყანაშიც ყოფილიყო და განვითარებულიყო ადგილობრივი, უნიკალური რეცეპტებით მიღებული უნიკალური გემოები. ამის წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება. ეს არ არის გათვლილი მასაზე. მზადდება უფრო მცირე მოცულობებით, მოითხოვს გაცილებით მეტ კონცენტრაციას, შრომას და დანახარჯებს. მაგრამ, ეს ნაბიჯი გადავდგით იმიტომ, რომ ამ ტენდენციისთვის გვეპასუხა და საქართველოს მოსახლეობისთვის ეს მიმართულებაც შეგვეთავაზებინა. ჩვენს მომხმარებელს ამ კუთხით საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ. ტურისტების რაოდენობა იზრდება და ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელებისთვის, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს და თუ ისეთ პროდუქტს შესთავაზებ, რასაც თავის ქვეყანაშიც დალევენ, საინტერესო აღარ იქნება მათთვის. ჩვენი ყველა პროექტი იმ აზრის განმტკიცებას ემსახურება, რომ საქართველოში წარმოებული უკეთესია.
„კრაფტი” როგორც უნიკალური და განსაკუთრებული პროდუქტი, მზადდება სპეციალურად შერჩეული ინგრედიენტებისგან, გარდა ამისა, ვიზრუნეთ, რომ შიგთავსის შესატყვისი ყოფილიყო ვიზუალიც. „ზედაზენი კრაფტის” ბოთლის  დიზაინზე საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა მუშაობა, იტალიელ დიზაინერებთან ერთად. ყველა დეტალი მათ მიერაა შექმნილი და ბოთლის დიზაინი ითვალისწინებს „კრაფტის” ყველა ელემენტს.

  დავით ნაზღაიძე („ლუდსახარში ზედაზენის” წარმოების ხელმძღვანელი):
დაახლოებით ერთი წლის წინ, კომერციული განყოფილებისგან მივიღეთ შეკვეთა, რომ გვეწარმოებინა ახალი ლუდი - „ზედაზენი კრაფტი.” ამ იდეის განხორციელება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შევძელით. „ზედაზენი კრაფტმა” საკმაოდ რთული გზა გაიარა, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა ერგეთ წოდებული ბლაინდ-დეგუსტაციები, იმისთვის რომ, გაგვერკვია, ყველაზე ახლოს რა გემო იყო ლუდის მოყვარულებთან. მივიღეთ გამარჯვებული გემო და შემდგომი 6 თვე ამ ლუდის მომზადებასა და წარმოებაში ჩაშვებას დაეთმო. „ზედაზენი კრაფტი” შედგება 5 არომატული სვიისა და სამი სახეობის სხვადასხვა ალაოსგან. შესაბამისად, მივიღეთ საკმაოდ ძვირი პროდუქტი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ლუდის მოყვარულები ამას დაგვიფასებენ და მოეწონებათ ჩვენი ახალი მიმართულება.
კომპანია ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველა სახის ლუდის წარმოების დროს, მისდევს ლუდის სიწმინდის კანონს, რომელიც 1516 წელს მიიღეს გერმანიაში და ტრადიციული ლუდის ხარშვას ქერის ალაოსგან, წყლისა და სვიისგან ითვალისწინებს.
„ზედაზენი კრაფტი” უფრო დაბალი ალკოჰოლითაა, ვიდრე ჩვეულებრივი სხვა ლუდი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამიტომ, ძირითადად, ახალგაზრდულ სეგმენტზეა გათვლილი. ეს იყო დიდი სიახლე და გამოწვევა ჩვენთვის, რომლის შექმნაშიც მთელი გუნდი თანაბრად მონაწილეობდა და ეს არ არის მხოლოდ წარმოების დამსახურება.
скачать dle 11.3