კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ „გაიზმანა“ საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები მონრეალში ქუთაისელი ებრაელის მიერ მოგონილი ეშმაკობით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1976 წელია და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მონრეალის ოლიმპიადაზე ვიმყოფები. ერთ უქმე დღეს ჩვენი კალათბურთის ლეგენდამ მიხეილ ქორქიამ მითხრა:
– დათო, შენ ინგლისური კარგად იცი. ტყავის „კურტკის“ ყიდვა მინდა და წამომყევიო.
უარს როგორ ვეტყოდი და წავედით. კითხვა-კითხვით ერთ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრს მივადექით. ტყავების განყოფილებაში რომ შევედით, მიხოს ერთი „კურტკა“ მოეწონა, რომელიც ძალიან უხდებოდა, მაგრამ 700 დოლარი ღირდა. მას კი მხოლოდ 200 ჰქონდა. „კურტკა“ საკიდზე დავკიდეთ და დაღონებული გამოვედით სექციიდან. იქვე, ერთი მამაკაცი ტრიალებდა, რომელიც აშკარად ჩვენ გვითვალთვალებდა. მართლაც, გამოვედით თუ არა, მოგვიახლოვდა და გვითხრა:
– ქართველები ხართ, დაგენაცვლეთ?
– კი, ქართველები ვართ, – მივუგეთ ემიგრანტ ქართველ ებრაელს.
– მე ქუთაისელი ვარ. აქ გადმოვსახლდი. „კურტკის“ ყიდვა გინდათ?
– კი, – ვუთხარით ქუთაისელს.
– შვიდასდოლარიანის?
– კი.
– რამდენი გაქვთ ფარა?
– ორასი, – უთხრა მიხომ.
– 150-ად რომ გაყიდინოთ, ორმოცდაათს მომცემთ? – კვლავ გვკითხა ჩვენმა ყოფილმა თანამემამულემ.
– მოგცემთ, – შეჰპირდა მიხეილ ქორქია.
ებრაელი ტყავების სექციაში შეძვრა და რაღაც „წაიჩალიჩა“. შემდეგ კვლავ ჩვენთან მოვიდა და მიხოს უთხრა:
– წადი ახლა და ის „კურტკა“ მაღაზიის დირექტორს მიუტანე და უთხარი, რომ ღილები არ აქვს, შენ კი მისი ყიდვა გინდა. ის შენ ოცდაორ პროცენტში მოგცემს დეფექტის გამო. ღილები კი შიდა ჯიბეში ჩავყარე და სახლში რომ მიხვალ, დააკერებო.
 მართლაც, მიხეილ ქორქიამ 700-დოლარიანი „კურტკა“ 150 დოლარად იყიდა. 50 დოლარი კი ებრაელს მისცა. ოლიმპიურ სოფელში რომ მივედით, ღილები თავად მიხომ დააკერა და ახალთახალ „კურტკაში“ „გაიზმანა“... საინტერესო კი ისაა, რომ მეორე დღეს მთელი საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები მონრეალის სხვადასხვა მაღაზიას მოედო და მეოთხედ ფასში იყიდეს ძვირფასი პალტოები და ქურთუკები, რომლებსაც ღილები არ ჰქონდა. ასე „გაზმანა“ ქუთაისელი ებრაელის მიერ მოგონილმა ეშმაკობამ საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები.“
скачать dle 11.3