№32 რა მოხდა ამ დღეს
7 აგვისტო
1813 – სიმონ ბოლივარის გამათავისუფლებელმა არმიამ აიღო ქალაქი კარაკასი და დააარსა ვენესუელის რესპუბლიკა.
1959 – ამერიკულმა თანამგზავრმა, „ექსპლორერ VI-მა“, პირველად გადმოსცა დედამიწის სურათი კოსმოსიდან.
8 აგვისტო
1786 – ჟაკ ბალმა და მიშელ პიკარმა პირველებმა დაიპყრეს მონბლანის მწვერვალი. ისინი მიიჩნევიან ალპინიზმის დამაარსებლებად.
1899 – ამერიკელმა, გვარად მარშალმა, დააპატენტა მაცივარი.
9 აგვისტო
1803 – პარიზში, ამერიკელმა რობერტ ფულტონმა წარმოადგინა თავისი გამოგონება – თბომავალი.
1859 – ამერიკელმა ნათან ეიმსმა დააპატენტა ესკალატორი.
1945 – ნაგასაკის ტრაგედია.
10 აგვისტო
1500 – პორტუგალიელმა ზღვაოსანმა დოიგუ დიაშმა აღმოაჩინა კუნძული მადაგასკარი.
1539 – საფრანგეთის მეფემ, ფრანსუა პირველმა, ფრანგული ენა საფრანგეთის ოფიციალურ ენად გამოაცხადა. მანამდე, ოფიციალურ დოკუმენტებს ლათინურად ადგენდნენ.
11 აგვისტო
1877 – ამერიკელმა ასტრონომმა, ასტაფ ჰოლმა, აღმოაჩინა მარსის ორი თანამგზავრი – ფობოსი და დეიმოსი.
1934 – ფუნქციონირება დაიწყო ალკატრასის ფედერალურმა ციხემ (ამერიკის შეერთებული შტატები, კალიფორნია).
12 აგვისტო
1121 – დიდგორის ბრძოლა – ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვება თურქ-სელჩუკებზე.
1865 – ამერიკელმა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა პირველად გამოიყენა დეზინფექცია ოპერაციისას – ამან სიკვდილიანობა 4-ჯერ შეამცირა.
1981 – კომპანია „აი ბი ემმა“ წარმოადგინა პირველი პერსონალური კომპიუტერი.
13 აგვისტო
1521 – ესპანელმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა აიღო აცტეკთა დედაქალაქი ტენოჩტიტლანი (დღევანდელი მეხიკო).
1624 – საფრანგეთის კარდინალი არმან რიშელიე დიუ-პლესი გახდა ქვეყნის პირველი მინისტრი.