№32 ბრძნული აზრები
პოლ ვალერი: ზოგი მხოლოდ იმიტომ ამბობს სიმართლეს, რომ არ იცის, რა იცრუოს.
ნიცშე: ვისაც არ უყვარს მარტოობა, არ უყვარს თავისუფლება.
ტოლსტოი: ვისაც სწამს, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, ცხოვრების გზის სიკეთით გავლა უადვილდება.
ჯეფერსონი: ყოველთვის, როდესაც მახსენდება უფლის სამართლიანობა, შიში მიპყრობს ჩემი სამშობლოს გამო.
ტვენი: მე არ ვყოფ ადამიანებს კანის ფერის, აღმსარებლობისა და ეროვნების მიხედვით, ჩემთვის მთავარია, რომ ის ადამიანია და ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს.
ნაპოლეონი: ძალა არასდროს გახდება სასაცილო.
ფლობერი: ადამიანი კრიტიკოსი მაშინ ხდება, როცა ხელოვნებას ვერ ქმნის, ისევე, როგორც კაცი ჯაშუშობას იწყებს მაშინ, როცა ჯარისკაცობა არ შეუძლია.
ცვაიგი: იყო დიდი, ნიშნავს – აძლევდე მიმართულებას.
კაფკა: ვინც მთელი სისავსით შეიგრძნო ცხოვრება, სიკვდილის არ ეშინია. სიკვდილის შიში არშემდგარი ცხოვრების ნაყოფია.
ჩაპეკი: წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე იქნებოდა, გამეფებული ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც კარგად იციან.
ნორდაუ: რჩევა გრძნობის შეულახავად უნდა მისცე ადამიანს.
ემერსონი: საკმარისია, ვინმე გიყურებდეს, რომ იმაზე მეტი გამბედაობა გამოიჩინო, ვიდრე უამისოდ გამოიჩენდი.
სენეკა: სხვისი სიკეთე თუ არ გახარებს, შეგაძულებს მას.
კარლაილი: დრო რომ მოკლა, ხელის განძრევაც არ არის საჭირო.
ვებერი: საკუთარ თავზე გამარჯვებულმა, იშვიათად, რომ ყველას უამბოს საკუთარი თავის დამარცხებაზე.
ბუასტი: თუ უკმაყოფილების მიზეზს საკუთარ თავშიც მოძებნი, მისი გამოხატვის მიზეზი ნაკლები იქნება.
ლაროშფუკო: ქონებას მაშინ აქვს უპირატესობა, თუ ის სხვისთვისაც არსებობს.
შიკუბუ: არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც სიცოცხლე აკრძალვებით გაეხანგრძლივებინოს.
ბრიუერი: მაღალი თანამდებობა დიდ ადამიანს უფრო დიდს ხდის, მდაბალს – უფრო მდაბალს.
ბალზაკი: არავინ ხდება ქალის მეგობარი, თუკი შეუძლია, მისი საყვარელი იყოს.
ჰიუგო: ქალი ჯერ ტკბილს ეწაფება, რათა შემდეგ სიმწარეს მოუსინჯოს გემო, კაცი კი ფუტკარივითაა და ყველგან მოლოდ ნექტარს ეძებს.