კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ დავიგრძელოთ და გავიხშიროთ წამწამები სახლის პირობებში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 წამწამები იცავს თვალებს მტვრისა და სხვადასხვა დაზიანებისგან, ხაზს უსვამს თვალების ფორმას. ლამაზი წამწამები კი, მთლიანად ცვლის გარეგნობას. სწორედ ამიტომ სჭირდება მას განსაკუთრებული მოვლა.
 წამწამების დაგრძელება და გახშირება შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთით. ზეთი უნდა წაისვათ ყოველ საღამოს ძველი ტუშის სუფთა, კარგად გარეცხილი ფუნჯით.
 აბუსალათინის ზეთში ჩააწეთ ფუნჯი, შემდეგ ამოიღეთ, დააცადეთ ჩამოწრეტა და ფრთხილად დაივარცხნეთ წამწამები. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, წამწამების ზრდა დაჩქარდება, ბრწყინვალება შეემატება და უფრო გამუქდება.
 ზრდის გასაძლიერებლად, წამწამებზე შემთბარი ნუშის ზეთის წასმაც კარგია.  
 წამწამების უფრო სწრაფი და ეფექტური გახშირება-გაზრდისთვის, ერთმანეთში აურიეთ ძირკავასა და აბუსალათინის ზეთი თანაბარი რაოდენობით. წასმის წესი იგივეა.
 წამწამების ფერი დამოკიდებულია თმის ფერზე და შეიძლება იყოს არა უმეტეს, ორი ტონით მუქი.
 წამწამების შესაღებად უმჯობესია, გამოიყენოთ ტუში. ძილის წინ კი, ტუშის მოშორების შემდეგ, წამწამების ბოლოებზე აბუსალათინის ზეთი წაისვით.  
 თუ წამწამები გცვივათ, მზესუმზირის, ატმის, ნუშის ან აბუსალათინის ზეთი დაგეხმარებათ, რომელიც ძილის წინ უნდა წაისვათ. პარალელურად, მიიღეთ A, B12, C, E ვიტამინები. ერთთვიანი  მკურნალობის შემდეგ, თუ ცვლილებას ვერ შენიშნავთ, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმ-კოსმეტოლოგს, რომელიც გამოიკვლევს მიზეზს და საჭირო მკურნალობას დაგინიშნავთ.
 წამწამების სიგრძის მოსამატებლად, კიდევ არსებობს რამდენიმე ნიღბის რეცეპტი, რომელსაც ადვილად გააკეთებთ სახლის პირობებში. კერძოდ, რომისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი (ერთი-ერთზე); ვარდის ზეთისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი (ერთი-ერთზე); აბუსალათინის ზეთი, დაჭრილი ოხრახუში და ალოეს წვენი. ნიღბები დღეგამოშვებით გაიკეთეთ და თითო საათი გაიჩერეთ.
 ასევე, ზაფხულში, აუცილებელია, სპეციალური დამცავი სათვალის ტარება და მაგარი ჩაის ან გვირილის ხსნარით თვალების დაბანა. უკეთესია, ამ ხსნარებში დასველებული საფენების გამოყენება. იმის გათვალისწინებით, რომ, საზოგადოდ, ორგანიზმის გამოფიტვამ, სისხლნაკლებობამ, არანორმალურმა კვებამ და სხვა ფაქტორებმა, შეიძლება, ქუთუთოების გაწითლება გამოიწვიოს, ამას კი წამწამების ცვენა მოჰყვეს.
 მთავარი წესი კი წამწამების მოვლისას,  ტუშის ყოველდღიური მოშორებაა. არასდროს და არანაირ ვითარებაში არ დაარღვიოთ ეს წესი.
 გამოიყენეთ, მხოლოდ ახალი ტუში და აუცილებლად, მიაქციეთ ყურადღება გამოშვებისა და გამოყენების ვადას.
скачать dle 11.3