კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 შეამოწმე ურთიერთობა

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 ყველა წყვილი თავისებურად აგებს ურთიერთობას. ზოგისთვის მნიშვნელოვანია პირადი თავისუფლება. ზოგს კი საყვარელი ადამიანის გარდა, სამყარო აღარ აინტერესებს. შეამოწმეთ თქვენი ურთიერთობის ხარისხი. იყავით გულახდილი.
1. როგორ უნდა მოეპყროს ქალს მამაკაცი?
ა) ისე, როგორც პრინცესას;
ბ) როგორც თანამოაზრეს და სრულფასოვან პარტნიორს;
გ) როგორც ყველაზე საყვარელ არსებას.
2. ქმარი რამდენიმე დღეა, დაბნეულია. აშკარად პრობლემები აქვს. ეკითხებით – არ გპასუხობთ, რას მოიმოქმედებთ?
ა) არ ჩავაცივდები;
ბ) ვეცდები, როგორმე ისე მივუდგე, რომ გული გადამიშალოს;
გ) იქნებ, რაღაც ისეთი უნდა მითხრას, რაც არ მესიამოვნება და არ უნდა.
3. მეგობარი წუწუნებს, რომ ქმარს მისი არ ესმის. თქვენც იგივე პრობლემა გაქვთ. რას ეტყვით?
ა) დავამშვიდებ. ვეტყვი, რომ შესანიშნავი წყვილია;
ბ) ვეტყვი, რომ ყველა ცოლი ასეთ დღეშია;
გ) ვეტყვი, რომ აჯობებს, ერთმანეთში გაერკვნენ.
4. გიყვართ სასიყვარულო რომანების კითხვა?
ა) არა. ამით თვალებს არ დავიღლი;
ბ) ახალგაზრდობაში ვკითხულობდი, როცა პრინცების მჯეროდა.
გ) დიახ. ძალიან.
5. დედამთილის დაბადების დღეზე მიდიხართ და საჩუქრის ყიდვა დაგავიწყდათ:
ა) არ არის პრობლემა. ბოდიშს მოვუხდი და მერე მივუტან;
ბ) ასეთი შემთხვევა ყოფილა. არ არის პრობლემა;
გ) თავის შვილს ეყიდა საჩუქარი – მე რა შუაში ვარ.
6. როცა „ის“ უიქენდზე მეგობრების წრეში ყოფნას ამჯობინებს:
ა) ძალიან მწყინს. ნუთუ ასეთი უმნიშვნელო ვარ?
ბ) ხელს არ შევუშლი – რა პრობლემაა;
გ) გადასარევი, მე დაქალებთან გავერთობი.
7. როგორ გგონიათ, რატომ ამოგარჩიათ თქვენ?
ა) იმიტომ, რომ ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობს;
ბ) არ ვიცი. ძნელი სათქმელია;
გ) ისეთი მიყვარს, როგორიც არის.
8. ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ კარგი სექსი პარტნიორებს შორის მნიშვნელოვანია.
) რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად;
ბ) პრინციპში, ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია.
გ) არ ვფიქრობ, რომ ასეა. მთავარი სიყვარულია.
ნახეთ შედეგები და დაითვალეთ ქულები:

     1    2    3    4    5    6    7    8
    1    2    1    3    2    1    3    2
    2    1    3    2    1    3    2    1
გ    3    3    2    1    3    2    1    3


8-12 ქულა: მიგაჩნიათ, რომ მამაკაცი თქვენი მეორე ნახევარი უნდა იყოს. ცდილობთ, ღირსეული ცოლობაც გაუწიოთ. სულ მის გვერდით გინდათ ყოფნა. მაგრამ ერთი პრობლემა გაქვთ – სულ ელოდებით, ის როდის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, საერთოდ არ მოგეწონოთ. ასწავლეთ კამათი. ეს მნიშვნელოვანია.
13-18 ქულა: თქვენი კავშირი ურთიერთგაგებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული. ფაქტობრივად, ყველაფერი იდეალურად გაქვთ. ზოგჯერ აგრძნობინეთ კაცს, რომ „მაგარი ტიპია“ და თქვენს ურთიერთობას არაფერი დაემუქრება.
19-24 ქულა: ზედმეტად თავისუფლებისმოყვარე ხართ და პარტნიორთან, ერთ გუნდად თამაში არ გამოგდით. აუცილებელია, უფრო ხშირად აგრძნობინოთ თქვენს მეორე ნახევარს, როგორი საჭიროა ის თქვენთვის, თორემ გაგექცევათ.

скачать dle 11.3