№32 ნესვის გემრიელი, ერთკვირიანი დიეტა და მინუს 4 კილოგრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
ნესვის დიეტა, ერთკვირიანია და თუ მას დაიცავთ, თქვენ მინიმუმ, 4 კილოგრამს დაიკლებთ. ნესვი სავსეა ვიტამინებით, ხოლო მისი დიეტა ეფექტური და იმავდროულად, გემრიელია ყოველგვარი შიმშილის გარეშე.
ყოელდღე, ერთი კვირის განმავლობაში, ასე უნდა გადაანაწილოთ საკვები რაციონი:
საუზმე
400 გრამი მწიფე ნესვი.
სადილი
200 გრამი მოხარშული ბრინჯი, 20 წუთის შემდეგ – 400 გრამი ნესვი და რამდენიმე წუთის შემდეგ – მწვანე, უშაქრო ჩაი.
ვახშამი
200 გრამი მოხარშული ბრინჯი, 200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 200 გრამი უცხიმო კეფირი.