კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ მალავდა მარგო ლუჩკო სამი წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობას და რის გამო აპირებს ის ჩუმად ყოფნას

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 მას შემდეგ, რაც მარგო ლუჩკომ ტელევიზია დატოვა, რადიოში დაიწყო აქტიურად მუშაობა. მისი შვებულება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სამსახურთან ერთად, დასასვენებელი დროის გამონახავსაც მშვენივრად ახერხებს. ცოტა ხნის წინ, მასზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე სამი წელია, შეყვარებულია, თუმცა ურთიერთობას არ ასაჯაროებს. შეესაბამება თუ არა ეს ყოველივე სიმართლეს და რა ხდება მის ცხოვრებაში ამ ეტაპზე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მარგო, ბათუმში ხარ და როგორ ისვენებ?
– ჯერჯერობით,  არ ვისვენებ. რადიო „ჯაკო FM”, მესამე წელია, რაც ბათუმში ჩამოდის  მთელი სტაფით და აქედან ვმაუწყებლობთ. შესაბამისად, ვმუშაობ. დავისვენებ, სადღაც სექტემბრის ბოლოს. თუმცა, ასეთი მაგარი სამსახური ბევრს არ აქვს და მადლობელი ვარ ამის – შესაძლებლობა მეძლევა, თან დავისვენო და თან ვიმუშაო.
– ზოგადად, ზღვას უფრო ანიჭებ უპირატესობას თუ მთას?
– სულერთია, სად დავისვენებ. ადამიანები ვქმნით ამინდს, შესაბამისად,  გააჩნია, ვისთან ერთად წავალ დასასვენებლად. ჩემთვის მნიშვნელობა ადგილს და ამინდს არ აქვს. თუ გინდა, წვიმა იყოს, მზე, ზღვა და ასე შემდეგ. მთავარია, ჩემს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყო.
– მარტო არ გიყვარს დასვენება?
– გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ზოგჯერ მინდა, მარტო გავიდე და დავისვენო, ზოგჯერ კი, დიდი ყურადღება მჭირდება მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან და ასე შემდეგ. მაინც ხასიათზეა  დამოკიდებული.
– ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ, რას საქმიანობ? ტელევიზიაში დაბრუნებას აღარ აპირებ?
– რადიოში ვმუშაობ, დილის გადაცემის წამყვანი ვარ. ასევე, იმავე რადიოში გახლავართ ღონისძიებების ორგანიზატორი. შესაბამისად, ძალიან დაკავებული ვარ. ტელევიზიიდან ჯერჯერობით ისეთი შემოთავაზება არ მიმიღია, რომ რადიოდან წამოვსულიყავი. სიმართლე გითხრათ, რადიოში ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– მართალია, რომ შეყვარებული ხარ და ამ ურთიერთობას 3 წელია მალავ?
– დიახ, შეყვარებული ვარ. ვმალავ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. დედაჩემმა მითხრა ასეთი კარგი რამ: რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება შენი პირადი ცხოვრების შესახებ, ბევრად ბედნიერი იქნებიო. საბედნიეროდ, მართლა ასეა. ზოგადად, არც მიყვარს პირადზე ლაპარაკი და ყველაფრის გამოაშკარავება.  ჩემს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ სურათებსაც კი ვერ ნახავთ სოციალურ ქსელში. აი, ასე, მართალია ჩუმად, მაგრამ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.
– სად გაიცანით ერთმანეთი?
–  ჯერჯერობით, არ ვარ მზად იმისთვის, რომ ყველას მოვუყვე, სად გავიცანი ეს ადამაინი და როგორ გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ადრე თუ გვიან, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი, ყველაზე რომანტიკული სიყვარულის ისტორია. მესმის, რომ ხალხის ინტერესი დიდია, თუმცა ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. მინდა, ყველაფერი კარგად იყოს, შესაბამისად, ჩუმად ვიქნები.
– წარსულიდან გამომდინარე გადაწყვიტე, რომ საჯაროდ აღარ ისაუბრო შენს პირადზე?
– სწორედ წარსულიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება.  ბევრი ცნობილი ადამიანი თავისუფლად ყვება თავის მეუღლეზე, შეყვარებულზე და ასე შემდეგ. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, შორდებიან და კიდევ ახალ ურთიერთობას იწყებენ. აი, ეს არ მიყვარს. ამიტომ მირჩევნია, ამ თემაზე არ ვისაუბრო.
– სამი წელია, რაც ერთად ხართ, როგორ მოახერხე ამ დროის განმავლობაში ამ ურთიერთობის დამალვა?
– დიახ, მესამე წელია, რაც ერთად ვართ. კიდევ დიდხანს ვერავინ გაიგებდა, უბრალოდ, ჩემმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მეგობარმა გაიგო, რომ ყურებამდე შეყვარებული ვარ და დაწერა ამის შესახებ. არ ვმალავ, ვინც საჭიროა, იცის. მეგობრებმა და ახლობლებმა იციან.
– როგორია შეყვარებული მარგო?
– წყნარი და ბედნიერი ვარ, როცა მიყვარს. მსიამოვნებს ყურადღებას რომ ვაქცევ საყვარელ ადამიანს და სიგიჟეებიც მიყვარს.
– დაქორწინებას აპირებთ თუ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება?
– რა იცი, იქნებ და უკვე დავქორწინდით?
– მაშინ, როგორც მეუღლეს ისე მოიხსენიებდი...
– მეუღლე, ცოტა სხვა ცნებაა. როცა  ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, სერიოზულად უნდა გაიაზრო ეს საკითხი. თუ დაქორწინებას დავაპირებ, ეს იქნება საბოლოო. წერტილს დავუსვამ სხვა ყველაფერს. თუმცა, სერიოზული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები (იცინის).
– საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია შენი რჩეული?
– სამწუხაროდ, ამას ვერ გეტყვი.
– ზოგადად, ღია ურთიერთობები უფრო მოგწონს, თუ ფარული?
– მე ჩემს ურთიერთობებს არ ვმალავ, უბრალოდ, არ მინდა, საჯაროდ გამოვიდე და ვიყვირო: „მე შეყვარებული მყავს!“ ადამიანი ვარ და ბუნებრივია,  მყავს რჩეული, რომელიც მიყვარს და მასთან ერთად ვარ. არასდროს ვმალავდი და არც დავმალავ რაიმეს. ვიმეორებ,  ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ინფორმირებულები არიან. მთავარი ის კი არაა, რამდენს ეცოდინება ამ ურთიერთობაზე, არამედ ის, ერთმანეთისთვის ვიყოთ მნიშვნელოვანი.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. ამაზე როგორ რეაგირებს შენი რჩეული?
– ზოგადად, გააჩნია, როგორ აჩვენებ პიროვნებას თავს. შეიძლება, გოგო ისე მოიქცეს, რომ მისმა რჩეულმა კომფორტულად ვერ იგრძნოს თავი. ამ კუთხით, არანაირ პრობლემას არ ვუქმნი მას და არც არასდროს შევუქმნი. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, ვისთან ერთადაც ვარ.
– ერთხელ დაწერე, ზღაპრული ამბების  უკმარისობა მაქვსო. რას გულისხმობდი?
– ჩემი შეყვარებული  არ იყო საქართველოში და ძალიან მომენატრა. აი, ამას. ჩემი სტატუსები ხშირად ცნობილი ადამიანებისგან არის აღებული: ფილოსოფოსებისგან, უცხოელი მომღერლებისგან და ასე შემდეგ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში, იგივეს ვგრძნობ, რასაც ვწერ.  
– ტელევიზიიდან  სკანდალურად წამოხვედი...
– არა, პირიქით, არანაირი სკანდალი არ გამომიწვევია. ძალიან ჩუმად და წყნარად წამოვედი. ჩემ შემდეგ იყო გოგონა, რომელიც სკანდალურად წავიდა და ამ საკითხს მიაბეს ჩემი ისტორია. მეტი არაფერი ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ სკანდალურად წამოვედი. არც ინტერვიუ მიმცია რომელიმე ჟურნალისთვის და არც ტელევიზიით გამოვსულვარ.  თუ ადამაინს სჭირდება სკანდალი, ამას გააკეთებს. მე კიდევ, არანაირად არ მჭირდება. შესანიშნავად ვგრძნობ თავს.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს შალვა რამიშვილთან?
– არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
– შენი წამოსვლის შემდეგ არაერთი ჭორი გავრცელდა. როგორ რეაგირებ ხოლმე ჭორებზე?
– ჭორი  არის ჭორი და შესაბამისი რეაქცია მაქვს. ჩემამადე დიდად არ მოდის ეს ჭორები. არ განვიცდი ამ საკითხს. ჭორაობს ის, ვისაც არ აქვს პირადი ცხოვრება, საყვარელი სამუშაო და ასე შემდეგ. ვინც დაკავებულია თავისი ოჯახით, მეგობრებით, სამსახურით, სხვაზე ჭორაობის დრო აღარ რჩება. შესაბამისად, საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ჭორებს.
скачать dle 11.3