კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ვინ ეძებს სიკეთეს


ვისაც არ ჰყოფნის მცირე სიკეთე, მას სწამს დიდი სიკეთისა და ეძებს მას.
ვისაც ეცოტავება დიდი სიკეთე, მას სწამს უდიდესი სიკეთისა და ეძებს მას.
ვისაც ისიც ეცოტავება, მას არ სწამს სიკეთისა და არ ეძებს მას.
ვისთვისაც ცოტაა დაბალი მორალი, ის ეძებს უმაღლესს და პოულობს მას.
ვისთვისაც ისიც ცოტაა, კიდევ უფრო მაღალ მორალს ეძებს.
ვისთვისაც ყველაზე მაღალი მორალიც ცოტაა, ის არანაირ მორალს არ ეძებს.
ვისაც ეცოტავება ნათელი სახე ჭეშმარიტებისა, ეძებს მეტ ნათელს.
ვისაც ეცოტავება დიდი ნათელი, ეძებს კიდევ უფრო მეტ ნათელს.
ვისაც ეცოტავება ყველაზე ნათელი სახე ჭეშმარიტებისა, მას არ სჯერა ჭეშმარიტებისა და არ ეძებს არანაირ ჭეშმარიტებას.
ამით აიხსნება ის, რომ მათ შორის, ვინც ქრისტიანობა მიიღო, ზოგჯერ უზნეო და უღმერთო ადამიანები გაცილებით მეტია, ვიდრე არაქრისტიანებში, რომლებსაც ყოველივე ეს არ ჰქონიათ და ამიტომ, არც დაუკარგავთ.

ცოდვის შიში
რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად აშინებს მას ცოდვა. ისევე, როგორც მთვარეულს იპყრობს შიში, როდესაც უფსკრულის პირას გამოფხიზლდება. სინამდვილეში, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან.
ვაი, მთვარეულს, თუ მან ძალიან გვიან გაიღვიძა, როდესაც მისი ფეხები უკვე ღრმა უფსკრულის პირას მისრიალებენ, რამეთუ მისი გაღვიძება მხოლოდ უფსკრულში მის ჩავარდნას დაამოწმებს.

რწმენა სიყვარულის საფუძველია
რწმენა სიყვარულის საფუძველია. დაიცავი რწმენა, დაიცავი სიყვარულის თესლი, რომელიც თავის თავში ატარებს რწმენას. იმიტომ რომ, რწმენა თავისთავად, სიყვარულის გარეშე, ცივი და უსიხარულოა. მაგრამ, თუ შენში სიყვარული გაცივდა, არ მოგიტანს სიხარულის ნაყოფს, დაიცავი რწმენა და დაელოდე.
რწმენა დაიცავი ნებისმიერ ფასად და დაელოდე, სანამ სიყვარული არ აღმოცენდება რწმენისგან. თუ სიყვარულს დაკარგავ, ამით ხის ნაყოფს დაკარგავ; ხოლო რწმენის დაკარგვის შემთხვევაში – თვით ხეს დაღუპავ.
როცა მოუსავლიანი წელია და სამკალი არ დგება, მაშინ მოთმინებით აღჭურვილი მიწათმოქმედი ყანას გაორმაგებული გულმოდგინებით ამუშავებს. მეზობლები ურჩევენ: გაყიდე საყანე. ის დუმს და მუშაობს. როდესაც მესამე წელს მოსავალი მოდის, ის უკვე სამმაგად ხარობს. მაშინ მეზობლები დუმან, მას კი უხარია. ყანა რომ გაეყიდა, რით გაიხარებდა?  

უღმრთოდ, როგორც უჰაეროდ
როცა ფრინველი უჰაერო სივრცეში ხვდება, მყისვე ტოვებს მას და უკან მოფრინავს; ასევე შენც – განეშორე და გაექეცი ურწმუნოთა შესაკრებელს, რამეთუ მათ შორის ვერ გაჩერდები რწმენის ფრთებზე – ძირს დაენარცხები.
ღმერთი შენი სულის ჰაერია; ამ ჰაერის გარეშე სული მიწაზე დაეცემა და გველივით მტვერში იხოხებს.
           
ლოცვა
ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის სიკვდილთან ბრძოლა და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ცხოვრებისთვის ბრძოლა და ცხოვრების დამტკიცება.
რომელია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გყოფს, რომელიც ამარცხებს სიკვდილის შიშსა და საზარლობას. თუ შენ ლოცვის შემდეგ შენში ჩაიხედავ და ძველებურად იგრძნობ სიკვდილის შიშს, იცოდე: შენი ლოცვა არ იყო ნამდვილი ლოცვა. თუკი ლოცვის შემდეგ საკუთარ თავში სიკვდილისადმი გულგრილობას იგრძნობ, იცოდე, შენი ლოცვა ჭეშმარიტია. როდესაც ლოცვის შემდეგ იმის სურვილს იგრძნობ, რომ რაც შეიძლება მალე შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევაშემოსილი იყო.
მაცხოვარმა მანამდე დაამარცხა სიკვდილი, სანამ ჯვარზე ავიდოდა – გეთსამანიის ბაღში ლოცვისას.
გეთსამანიის ლოცვა ერთადერთი სახე-ნიმუშია სრულყოფილი და ძლევაშემოსილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე გამოჩენილა და მოსცემია კაცობრიობას.скачать dle 11.3