კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 პოლიტმამლუქები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ

ისე მოხდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქალაქეობის გარეშე დარჩა: ან კი როგორ არ დარჩებოდა, როდესაც, რაკი უკრაინა არჩია სამოღვაწეო ასპარეზად, საქართველოს მოქალაქეობა დათმო და უკრაინისა შეიტკბო.
უფრო მეტიც, უკრაინელ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ, როდესაც საქართველოში გაპრეზიდენტდა, იქ, ანუ აქ ხალხი კეპიანი ქუდებითა და ულვაშებით დადიოდა (და მე გავპარს-მოვახსნევინეო), არადა უკრაინელებს რომ აქვთ (ტრადიციულად), ულვაშებიც ისეთი უნდა.
ერთი სიტყვით, ვინაიდან პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შავმა კატამ არათუ ჩაირბინა, ლამის ბინა დაიდო, უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, არც აცია, არც აცხელა და, მოქალაქეობა ჩამოართვა.
და თუმცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე ვეღარ შედის, პოზიციის დათმობას არ აპირებს. მომყავს ციტატა მისი ნაუბრიდან: „მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინული პარტიის ლიდერი, მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი. ვხვდები, რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ საქართველოთი, მაგრამ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. მე მყავს ასიათასობით აქტივისტი უკრაინაში. რომელ საქართველოზე მელაპარაკებით? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, დაიმახსოვრეთ ეს!“
დღესავით ნათელია, რომ იმას ამბობს, რაც მისთვის ამ მოცემულობაშია ხელსაყრელი. ლოგიკა მარტივია: თუ ქართველ პოლიტიკოსად წარმოაჩენს თავს, მაშინ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინის მოქალაქეობა?!
ოღონდ ისაა, რომ ყველაფერი ლოგიკითაც ვერ მართლდება: განსაკუთრებით, თუკი ორჯერ იყავი საქართველოს პრეზიდენტი.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ედუარდ შევარდნაძისთვის (ჩემი დაკვირვებით) ყველაზე დიდი მწვერვალი სხვა ქვეყნის, ანუ სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო (და არა – მშობელი ქვეყნის სამგზის თავკაცობა) და დავამატებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოსვე მეორე პრეზიდენტის გამოზრდილია, არც ისაა გამორიცხული, რომ მ. სააკაშვილსაც საქართველოს პრეზიდენტის ჩინს, ოდესის ოლქის გუბერნატორისა ერჩივნოს.
აქედან გამომდინარე კი, სავსებით ლოგიკურია საქართველოს სახელმწიფო რუკის მოხაზულობა როგორც ერთის, ისე მეორის მმართველობისას. –
скачать dle 11.3