კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 გულშევარდნილები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 ვლადიმირის მიერ თავმოქონილი იმანუელი 

 მას შემდეგ, რაც, თავდაპირველად, პარიზში მოინახულეს ერთმანეთი, შემდეგ კი – მთლად მოსკოვშიც, საფრანგეთისა და რუსეთის პრ.-ებს, როგორც ჩანს, ისე შეუვარდათ გული ერთურთზე, რომ, თვით ტელეკომპანია france2-ის ცნობით, თვით პრეზიდენტმა მაკრონმა მოაწერა ხელი იმ ნებართვას, რომ რუსეთის, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თვით პრ. პუტინის ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ საფრანგეთში ტრანსლირების უფლებას ანიჭებს (საკაბელო და ინტერნეტპროვაიდერი კომპანიებით).
უფრო მეტიც, „რაშა თუდეის” ფრანგული სამსახური, საერთოდაც, ცალკე ტელეკომპანიად ჩამოყალიბდებაო და მთავარი ოფისიც, არც მეტი, არც ნაკლები, პარიზში ექნება.
იმის გათვალისწინებით, რომ სრულიად დასავლეთი შფოთავს რუსული პროპაგანდის ხიფათზე, რთული სათქმელია, რით მოუქონა თავი ვლადიმირმა იმანუილს (მაგრამ, რომ მოუქონა, ამას წყალი არ გაუვა!), აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკუოი კითხვა: მაშ, რატომღა იხევდა ტანზე სრულიად ქართული ლიბერალურად თავმოაზრებული საზოგადოება, ოღონდაც მარინ ლე პენი არ გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი (და თაგადაკლული გულშემატკივრობდა კანდიდატ მაკრონს), თუკი ვლადიმირსა და იმანუილს ასე თავდავიწყებით შეუყვარდებოდათ ერთმანეთი?! – 
скачать dle 11.3