კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სიახლე „საქართველოს ბანკისგან” – ნივთების დონაციის ონლაინ-პლატფორმა

„საქართველოს ბანკმა” ნივთების დონაციის ონლაინ-პლატფორმის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. პლატფორმა ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გადაეცეს ნივთები მათ, ვისაც ეს ესაჭიროება. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით, ყველა მსურველს მარტივად შეეძლება, გაიღოს, ნივთები ქველმოქმედებისთვის. ამისთვის საჭიროა, რომ ნებისმიერი მსურველი მხოლოდ ეწვიოს ვებსაიტს – www.donate.ge, შეავსოს მარტივი აპლიკაცია – მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ნივთების აღწერა, რის შემდეგაც მითითებულ მისამართზე მიაკითხავს ავტომობილი და წაიღებს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ ნივთებს. შეგროვილი ნივთები გადაეცემა როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.
ონლაინ-პლატფორმა www.donate.ge –ზე განახლებად რეჟიმში, გამოჩნდება შეგროვებული ნივთების, ქველმოქმედი ადამიანებისა და ბენეფიციარების რაოდენობა. ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ნივთების მიტანა, ასევე შესაძლებელია Donate-ის ოფისშიც, მისამართზე: ცოტნე დადიანის ¹7-ში (სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“). ამ ეტაპზე, დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება, თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვილი ნივთები კი მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.
საქველმოქმედო პლატფორმა www.donate.ge-ს მეშვეობით ნებისმიერ მსურველს ასევე, შესაძლებლობა აქვს ონლაინ-რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანგარიშზე აისახება ზუსტად ის თანხა, რასაც მომხმარებელი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. თანხის გადარიცხვა მსურველს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია. ასევე, შესაძლებელია, ყოველთვიური ავტომატური დონაციის მოდულის ჩართვა, რაც საშუალებას მისცემს მსურველს, აირჩიოს მისთვის სასურველი ფონდი, თანხა და ვადა, რის შემდგომაც მისი ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება თანხის ფონდში გადარიცხვა. აღნიშნული ფუნქციის ჩართვისასაც, გადარიცხვა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განხორციელდება. საქველმოქმედო პლატფორმაზე  გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი შემდეგი ფონდები: „wehelp”, „სოლიდარობის ფონდი”, ფონდი „იავნანა”, „დიტო ცინცაძის ფონდი” და ფონდი „სიცოცხლის ხე”.
„საქართველოს ბანკის” საქველმოქმედო ონლაინ-პლატფორმა 25 ივლისს „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა – კახა კიკნაველიძე წარადგინა.
კახა კიკნაველიძე: „საქართველოს ბანკმა“ და მისმა საქველმოქმედო ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ გამოაცხადა ახალი საიტის www.donate.ge-ს გაშვების შესახებ, რაც ყველა მსურველს საშუალებას მისცემს, რომ ბენეფიციარებს  ნივთებითა და ფულადი გზავნილებით დაეხმაროს. ქველმოქმედებისთვის მზაობას ბევრი ადამიანი აცხადებდა და ჩვენ დავინახეთ ამ საიტის შექმნის საჭიროება, რათა კოორდინაცია გაგვეკეთებინა საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რისთვისაც შევიძინეთ ფართი, საწყობი, სატრანსპორტო საშუალებები და მზად ვართ მუშაობისთვის.  ამ ეტაპზე ნივთების შეგროვება მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოხდება. თუმცა,  ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ნივთები მთელი საქართველოს მასშტაბით განაწილდება.
скачать dle 11.3