კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ მიაჩნია ანა მჭედლიძეს ქორწინებამდე თანაცხოვრება ძალიან მნიშვნელოვნად და რა შემთხვევაში აპატიებდა ქმარს ღალატს ხატია ბრაჭული

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მილიონერების ცოლობა მოსწონთ, ყველაფერი აქვთ, რასაც მოისურვებენ, თუმცა ღალატი და ცოლთან ერთად საყვარლის ყოლა, როგორც ეს ბევრ ფულიან „ტიპს“ ახასიათებს, მისაღებად ნამდვილად არ მიაჩნიათ. დღეს ჩვენი რესპონდენტები თენგოსა და ბაქარის თამუნები არიან და მოგვიყვებიან, როგორი მეორე ნახევარი უნდათ რეალურად გვერდით.
– გოგოებო, მითხარით, როგორია მილიონერების ცოლობა?
ანა მჭედლიძე: ძალიან კარგია, ყველაფერი გვაქვს, რაც გვინდა – 300 წყვილი ფეხსაცმელი, თავისი შესაფერი ჩანთით (იცინის). ფუფუნებაში ვცხოვრობთ, რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ და ვიცვამთ. რატომაც არა, მაგარია.
ხატია ბრაჭული: თუმცა, მილიონერის ცოლობა თავში არცერთს არ აგვვარდნია.
– ცოტა ხნის წინ, საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე დადექით. ვგულისხმობ, ქმრების ღალატს. თუმცა, ძალიან ადვილად აპატიეთ. ეთანხმებით ჩვენს რეალობაში დამკვიდრებულ აზრს, რომ კაცის ღალატს, ქალისგან განსხვავებით, „არა უშავს“?
ანა: თუ ქმარი გიღალატებს, ეს მარტო მისი ბრალი არ იქნება. ქმრის ღალატში წვლილი ცოლსაც მიუძღვის. თუ კაცს სხვა ქალთან წასვლა მოუნდა, ესე იგი, შენ რაღაც დააკელი. იმედი მაქვს, ქმარი არ მიღალატებს, მაგრამ თუ ასე მოხდება, აუცილებლად ჩემს თავშიც დავიწყებ პრობლემის ძებნას.
ხატია: შეიძლება, ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ, საყვარელ ადამიანს ღალატს ვერ ვაპატიებ. ეს ჩემთვის ნებისმიერ ურთიერთობაში მიუღებელია.
ანა: პრინციპში, გააჩნია ოჯახებს. ზოგი ქალი იმიტომ, პატიობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. შვილები ჰყავს და მათი რჩენის საშუალება არ აქვს, დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია და მთლიანად ქმარზეა დამოკიდებული.
– ანუ, თქვენ როგორ მოიქცეოდით თქვენი პერსონაჟების ადგილას, აპატიებდით?
ხატია: ოჯახი არც ერთს არ გვაქვს და ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. ღმერთმა გვაშოროს ქმრის ღალატი, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, ძალიან ცივილიზებულად მოვიქცევი. რაღაცის გამო თვალს არ დავხუჭავ და ჩემივე სულიერი სიმშვიდისთვის, დავშორდები. თუმცა, ეს ძალიან ზოგადი შეფასებაა. საერთოდ, ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა და არავინ იცის, ფაქტის წინაშე ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ არ მესმის რომ ამბობენ: „ერთხელ გაიარა და ეპატიება“, „კაცია და ცხოველური ინსტინქტები აქვს“, „მერე რა მოხდა, ამაზე თვალი უნდა დახუჭო“... მსგავსს არაფერს ვაპირებ. ჩემ გარშემო არაერთი იდეალური ოჯახია, რომელთა ურთიერთობებიც სიმართლესა და ერთგულებაზეა დაფუძნებული. მეც ასეთ ოჯახში გავიზარდე და ამიტომ მწამს, რომ იქ, სადაც ნამდვილი სიყვარული, პატივისცემა და ნდობაა, პლუს ჩნდება სიყვარულის ნაყოფი – შვილები, ღალატზე ლაპარაკი ზედმეტია.
– მილიონერ ქმარსაც არ აპატიებდით ღალატს?
ანა: ჩემთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ქმარი მიღალატებს, ოჯახი მაქვს, ავდგები და უკან დავბრუნდები. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრები ჯანსაღად აზროვნებენ და მათთვის მთავარი ჩემი ბედნიერებაა. შეიძლება, ქმარმა საერთოდ არ მიღალატოს და სხვა მიზეზის გამო დავშორდეთ, მაგრამ ოჯახი მაინც მიმიღებს, იმიტომ რომ, ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. ვფიქრობ, ყველა ოჯახი ასე უნდა ედგეს გვერდში შვილს და ადამიანი არ უნდა იყოს საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებული.
ხატია: ჩემმა გმირმა გაცილებით მარტივად აპატია ქმარს ღალატი, ალბათ, იმიტომ რომ, ადრე მეძავი იყო. მძიმე წარსულის გამოვლის შემდეგ, ის თავის ქმარში საყრდენს ხედავს და ამით ვამართლებ მის გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, მე თამუნას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ასე ადვილად არა, მაგრამ  საბოლოოდ, მაინც ვაპატიებდი ქმარს ღალატს. ცხოვრებაში ცოტა ყველას ეშლება და რაღაც გარემოებების გათვალისწინება შეიძლება.
ანა: მაგრამ, ეს ხომ არ ყოფილა ერთჯერადი ღალატი. იცით, მე რა მაგიჟებს? ულტიმატუმიც კი არ წაუყენებიათ ქმრებისთვის, რომ ის გოგოები სამსახურიდან გაეშვათ. საყვარლები სამსახურშო ჰყავთ, ცოლები – სახლში (იცინის).
ხატია: მოხდა ისე, როგორც საქართველოში მოდაშია ანუ, როცა ფული გაქვს,  ცოლიც გყავს და საყვარლებიც.
– თქვენ გვერდით როგორი  მეორე ნახევრები წარმოგიდგენიათ?
– ბაქარისნაირ ქმარზე ნამდვილად არ ვოცნებობ. თუმცა, ის სიკეთე, რომელიც მისთვის არის დამახასიათებელი, კარგი იქნება, თუ ჩემს მეორე ნახევარსაც ექნება. მე გვერდით მინდა რეალიზებული, მიზანდასახული, ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იზრუნებს, როგორ გამილამაზოს ცხოვრება.
ანა: მე საერთოდ სხვანაირად წარმომიდგენია ცოლქმრული ცხოვრება. თუმცა, ბევრი ქალი მინახავს, თენგოსნაირი ქმარი რომ მოსწონს. ქმარმა თუ მაგიდაზე მუშტი დაურტყათ, ამბობენ: ვაიმე, როგორ ვუყვარვარო. ჩემთვის მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია. მეორე ნახევარი, უპირველესად, მეგობარი უნდა იყოს, წყვილს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს თანასწორობა და ამის შემდეგ მოდის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ასე შემდეგ. არანაირად არ უნდა ვიგრძნო, რომ ქმარი ჩემზე რამით მეტია. აი, მუშტის დარტყმა, ხომ საერთოდ, სასაცილოდ მეჩვენება. ჩემს ქმარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. ასეთებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდება და ბევრ სხვა თვისებასთან ერთად, აუცილებლად უნდა სცემდეს პატივს ჩემს აზრს.  
– მილიონერ საქმროზე არ ოცნებობთ?
– მირჩევნია, ჩემი საქმე მქონდეს. ქმარსაც ჰქონდეს მილიონები, მაგრამ არ მინდა, მასზე ვიყო დამოკიდებული. თუმცა, თუ თავად გამიკეთებს საჩუქარს, რატომაც, არა?! მომიყვანოს „პორშე“, კი ბატონო (იცინის). მაგრამ, მთავარია, მე ჩემს საქმეში ვიყო რეალიზებული.
ხატია: ყველა თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება, მაგრამ საბოლოოდ, ოცნებებს ვემშვიდობებით და ნორმალურ, განათლებულ და შემდგარ პიროვნებამდე მივდივართ. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალმა ქორწინების შემდეგაც შენი საქმე აკეთო. ამით ქმრისთვისაც უფრო საინტერესო ხარ. მაგრამ, ვემხრობი იმ აზრს, რომ ქმარს გემრიელი კერძიც უნდა დაახვედრო სახლში. ჩემი აზრით, არავის უფლება არ დაირღვევა, თუ მე, როგორც ქალი, ბენზინგასამართ სადგურზე ვიმუშავებ ან საბურავს გამოვცვლი. თუმცა, არც მაშინ მოხდება საოცრება, თუ კაცი სამზარეულოში შევა და საჭმელს მოამზადებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ქალი ნაზი არსებაა, რომლის ვალია, გახდეს დედა, იყოს მისაბაძი და მოსიყვარულე მეუღლე. კი ბატონო, ვთქვათ, რომ თანასწორები ვართ, მაგრამ კაცი მაინც ძალაა, რომელსაც გინდა თუ არა, უნებურად ეყრდნობი.
ანა: მე და ჩემს ქმარს, მგონია, რომ სახლის საქმეებიც თანაბრად გვექნება განაწილებული. როგორც ქალს შეუძლია ჭურჭლის რეცხვა, ისე შეუძლია კაცს და იგივე შეიძლება ითქვას, იატაკის დაგვაზეც. თუ ორივე დაღლილია და ამის თავი არ აქვთ, იყვნენ სიბინძურეში. თუ ბედნიერები არიან, რა პრობლემაა?! (იცინის).
ხატია: რაც შეეხება პროფესიულ აკრძალვებს, რაც მსახიობების შემთხვევაში ხშირად ხდება, ამაზე, ალბათ, წყვილმა ქორწინებამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და კარგად ჩამოყალიბდნენ, რა არის მათთვის მისაღები და რა – არა. მსახიობის რთული გრაფიკი ქორწინების შემდეგ, არ უნდა გახდეს პრობლემა.
ანა: ადამიანს გაცნობისთანავე ცოლად ხომ არ  მიჰყვები? ჯერ კარგად უნდა გაიცნო. ამიტომ არის კარგი ქორწინებამდე საცხოვრებლად ერთად გადასვლა. სანამ ღვთისა და კანონის წინაშე შეუღლებას გადაწყვეტ, მანამდე უნდა ნახო, როგორია ეს ადამიანი თანაცხოვრებაში. ქორწინებამდე თანაცხოვრებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, ადამიანი ბედნიერი იყოს და არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან ნათესავები და სხვები.
ხატია: არასდროს არავინ აშენებულა პირად ურთიერთობებში ნათესავების ჩარევით. მასა ბრბოა, რომელსაც შენი ცუდად ყოფნა უხარია. მთავარია, შენ შენი ცხოვრებით იცხოვრო.
ანა: ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ამ თვალსაზრისით, ძალიან შეგნებული  ოჯახი, სამეგობრო და სანათესაო მყავს. ალბათ, ამიტომაც ვფიქრობ ასე. სხვანაირად შეიძლება, მეთქვა, სანამ „კალიცოს” არ გავიკეთებ ხელზე, მანამდე თანაცხოვრებაზე საუბარიც კი ზედმეტია-მეთქი.
– დიასახლისის ამპლუაში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
– არ მგონია, გათხოვების მეორე დღეს იატაკის ხეხვა დავიწყო და მკლავებდაკაპიწებული დავხვდე მეგობრებს (იცინის). ვფიქრობ, როცა წყვილი ერთად იწყებს ცხოვრებას, ერთადვე სწავლობენ საოჯახო საქმეების კეთებას და ორივეს უხარია ერთმანეთისთვის რაღაცეების მომზადება.
ხატია: მე ბავშვობიდან მეხერხება სამზარეულოში ტრიალი და გემრიელი კერძების მომზადებაც გამომდის. როცა მეორე ნახევარი მეყოლება, დიდი სიამოვნებით მოვუმზადებ საყვარელ კერძს.
ანა: არა, სიამოვნებით მეც გავაკეთებ, მაგრამ ამას სისტემატური და ვალდებულების სახე არ უნდა ჰქონდეს. მირჩევნია, ორივემ ბევრი ვიმუშაოთ და ყოველდღე ლობიოს ხარშვის ნაცვლად, ქათმის სალათა ვიყიდოთ.
– ხატია, გავიგე, შეყვარებული ხარ...
ხატია: არა. არაა მართალი. მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში და ამას მოჰყვა ეს ჭორი. პირად ცხოვრებაში ამ ეტაპისთვის განსაკუთრებული არაფერი ხდება.
ანა: ამ კუთხით, არც ჩემი ცხოვრებაა გამორჩეული.
скачать dle 11.3