კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ დავადგინოთ კანის ტიპი და მოვუაროთ მას შესაბამისად

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 აუცილებელია, იცოდეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ – ნორმალური, მშრალი თუ ცხიმიანი. ამის დასადგენად დილით, პირის დაბანამდე, სახეზე სუფთა ხელსახოცი მიიდეთ. თუ მას ცხიმის ლაქები აჰყვა, ესე იგი, ცხიმიანი კანი გაქვთ. თუ ლაქებს მხოლოდ შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის არეში შენიშნავთ, კომბინირებული ტიპისაა, ხოლო, თუ ხელსახოცი მშრალი დარჩება, მშრალი კანი გაქვთ.
 როცა უკვე გაარკვევთ სახის კანის ტიპს, შეგიძლიათ, მის მოვლაზე ზრუნვაც დაიწყოთ. მოვლა კი, მხოლოდ კრემის წასმას არ გულისხმობს. წესად აქციეთ, რომ სახეს დილითაც დაუთმოთ დრო და საღამოსაც.

ნორმალური კანი
ნორმალური კანი ხავერდოვანია, არ ჩანს ფორები და ფერისმჭამელები. ნაკლებია თმიანობა. 30-35 წლამდე არ ჩნდება ნაოჭები. კანი ადვილად იტანს ცუდ კლიმატურ პირობებს.
ნორმალური კანის მოვლა
დილით
სახე გაიწმინდეთ შესაფერისი კოსმეტიკური რძით ან ლოსიონით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ, სასურველია, გადაივლოთ გვირილის ნაყენი. წაისვით მკვებავი კრემი და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, აუცილებლად შეიმშრალეთ ჰიგიენური ხელსაწმენდით.  წაისვით დამატენიანებელი კრემი და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ, შეიმშრალეთ ხელსაწმენდით. წაისვით დამცავი კრემი, მაკიაჟის გაკეთებამდე, 15 წუთით ადრე.
საღამოს
კოსმეტიკური საშუალებით მოიცილეთ მაკიაჟი. სახე ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით. გადაივლეთ გრილი წყალი ან გვირილის, ოხრახუშის, ნიახურის, კამის ნაყენი. შემდეგ, წაისვით ტონიკი. სახე არ უნდა შეიმშრალოთ და არც ჩამოიბანოთ, ტონიკი სახეზე უნდა შეშრეს. როცა შეგაშრებათ, წაისვით მკვებავი კრემი 20 წუთით. შემდეგ კი,  შეიმშრალეთ ხელსახოცით.
მშრალი კანი
არ ჩანს ფორები, ფერისმჭამელები და არ პრიალებს. ასაკში შესვლისას, მშრალი კანისთვის დამახასიათებელია ბადისებრი დანაოჭება. ძნელად ეგუება კლიმატურ პირობებს.
მშრალი კანის მოვლა
დილით
სახე რძით ან ლოსიონით გაისუფთავეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეისხით ოთახის ტემპერატურის წყალი. წაისვით მკვებავი, დამატენიანებელი კრემი ან დღის დამცავი კრემი.
საღამოს
მაკიაჟი მოიცილეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებით, სასურველია, ნუშის რძით. მშრალ კანზე ლოსიონის გამოყენებას არ გირჩევთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გადაივლეთ სოდიანი წყალი – 1 ლიტრ წყალზე 1 ჩაის კოვზი სოდა. წაისვით ღამის მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი.
ცხიმიანი კანი
ასეთი ტიპის კანს მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს. მისთვის დამახასიათებელია, მკვეთრი სიპრიალე. გახსნილია ფორები, მიდრეკილია შავი ფერისმჭამელებისკენ. ადვილად იტანს სიცივეს და გვიან ბერდება.
ცხიმიანი კანის მოვლა
დილით
სახე გაიწმინდეთ ლოსიონით. ჩამოიბანეთ ცხელი წყლით. გადაივლეთ სახეზე მჟავის შემცველი საშუალებები. სახეზე შეისხით გრილი წყალი. წაისვით მკვებავი ან დამცავი კრემი.
საღამოს
მოიცილეთ მაკიაჟი რძით, საპნით ან ლოსიონით. სახე დაიბანეთ თბილი წყლით. გადაივლეთ ძმრიანი ცივი წყალი. სახეზე შეისხით ცივი წყალი. წაისვით ღამის მკვებავი კრემი.скачать dle 11.3