№31 არაჟნისა და ხაჭოს დიეტა და 4 დღეში, მინუს 3 კილოგრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
არაჟნისა და ხაჭოს დიეტის დაცვა ნამდვილად არ არის ადვილი. თუმცა, თუ ნებისყოფაც გაქვთ და თან, მოკლე დროში გინდათ, დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები, ეს დიეტა თქვენთვისაა. შეგიძლიათ, დალიოთ ჩვეულებრივი, სასმელი წყალი შეუზღუდავი რაოდენობით. დიეტის ხანგრძლივობა 4 დღეა და წონაში 3 კილოგრამს დაიკლებთ.
პირველი დღე
300 გრამი უცხიმო ხაჭო და 300 გრამი დაბალცხიმიანი არაჟანი აურიეთ ერთმანეში და გადაანაწილეთ მთელ დღეზე.
მე-2 დღე
10 ცალი მოხარშული სოსისი გადაანაწილეთ მთელ დღეზე. გაითვალისწინეთ, რომ არ გეკრძალებათ მასთან ერთად, კეტჩუპი, ტყემალი, მაიონეზი და სხვადასხვა საწებელი.
მე-3 დღე
1 კილოგრამი ვაშლი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო.
მე-4 დღე
200 გრამი უცხიმო ხაჭო და 100 გრამი დაბალცხიმიანი არაჟანი.