კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 უნდა გაჩუმდე

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ჟორჟ სიმენონი 


​სასტუმრო „დრუოს“ საგამოფენო დარბაზში დიდი ვნებათაღელვა იყო. აუქციონისთვის გამოფინეს რემბრანდტის  უნიკალური ქმნილება – მხატვრის ავტოპორტრეტი. დათარიღებული 1669 წლით. ეს დიდი მხატვრის გარდაცვალების წელი იყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა ამ ტილოს არსებობის შესახებ. აუქციონი სენსაციად იქცა, მაგრამ მარტო ამ ერთი მიზეზის გამო არა.
ფერწერული ტილო – რემბრანდტის ავტოპორტრეტი აუქციონზე ერთმა ანტიკვარიატით მოვაჭრემ, ვინმე ვალმა წარადგინა. ხმები იმის შესახებ, რომ ვალი ამ უნიკალურ ტილოს ფლობდა, რემბრანდტზე შეყვარებულ კოლექციონერებში ორი წლის წინ გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ვალმა ნამუშევარი სრულიად შემთხვევით იპოვა და საგულდაგულოდ დამალა. მითქმა-მოთქმა პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე, მაგრამ ვალი ნახატს არც ყიდდა და არც არავის აჩვენებდა. ამიტომ, ცნობამ იმის შესახებ, რომ ანტიკვარმა თავის საუნჯესთან „გამოთხოვება“, ანუ მისი გაყიდვა გადაწყვიტა, ენით აუწერელი აურზაური გამოიწვია. კოლექციონერებში ეს ამბავი მეხივით გავარდა. ისინი სასტუმრო „დრუოს“ მოაწყდნენ და მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რაღაც. სასტუმროში გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა მომხდარიყო ნახატის გამოფენა. სანამ ვალი თავის საუნჯეს პირადად მიიტანდა, გამოჩნდა კურიერი, რომელმაც ქაღალდებში კარგად შეფუთული რემბრანდტის ტილო გადასცა დაცვას და გაუჩინარდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, მეორე ტილო მოიტანეს. ამჯერად ამ „ამანათის“ მომტანი ახალგაზრდა კაცი იყო, თითქმის ყმაწვილი და სანამ დაცვის მესვეურნი, თუ აუქციონის მომწყობნი, გონს მოეგებოდნენ, ისიც გაქრა. ასე რომ, როცა ვალი თავისი საუნჯით სასტუმროში მივიდა, იქ უკვე ორი რემბრანდტი იყო... ენით აუწერელი სკანდალი და ხმაური ატყდა. აუქციონი გაურკვეველი ვადით გადაიდო. საწყალი ვალი თმას იგლეჯდა. სამივე ნახატი ტყუპისცალებივით ჰგავდა ერთმანეთს. ჩარჩო, შესრულების მანერა... ძალიან მალე ვალი უკვე ვეღარ იტყოდა, რომელი იყო მისი საკუთრება, ანუ ნახატის ორიგინალური ვერსია. ფალსიფიკაცია და ორიგინალი ერთმანეთს შეერია. შედევრის შეძენის მსურველებმა ექსპერტები მოიწვიეს. უნდა გაერკვიათ, რომელი იყო ორიგინალი და დიდი რემბრანდტის ფუნჯის ქმნილება. აუქციონის მომწყობებმა კი კერძო დეტექტივი დაიქირავეს – ჟოზეფ ლებრონი. დაიწყო გამოძიება. რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ვერც კურიერს მიაგნეს და ვერც იმ ახალგაზრდა კაცს. ვალი რამდენჯერმე დაკითხეს. ვის შეიძლებოდა გაეყალბებინა ნახატი? ვალი იფიცებოდა, რომ რემბრანდტი პატარა ოთახში ჰქონდა გამოკეტილი იმ დღიდან, რა დღესაც მის საკუთრებაში აღმოჩნდა და არავის, საკუთარ ქალიშვილსაც არ ანახვებდა. იმ ოთახში არავინ შედიოდა. ვალს ცოლი არ  ჰყავდა. ორი მოსამსახურე ცხოვრობდა მის სახლში და ორივე ისეთი ინტელექტის იყო, რემბრანდტს ფოტოსურათისგან ვერ გაარჩევდნენ. ექსპერტები საქმეს შეუდგნენ. ვალი კატეგორიული აღმოჩნდა – რადგან არ იცოდა, რომელი იყო მისი საკუთრება სამი ნახატიდან, ექსპერტებს აუკრძალა მათი რენტგენზე დათვალიერება. ტილოებს მხოლოდ მიკროსკოპული დათვალიერება და ანაფხეკის ანალიზი ჩაუტარდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. ვალი რამდენჯერმე დაკითხეს იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან რემბრანტი? გაირკვა, რომ ანტიკვარებით მოვაჭრემ შედევრს ჰოლანდიაში, ერთი პატარა სავაჭროს მფლობელთან მიაგნო და როცა მტვრისგან გაწმინდა, თვალებს არ დაუჯერა. სიხარულისგან რეტდასხმულმა ტილო სახლში წამოიღო და ოთახში გამოკეტა. არც იფიქრებდა, გაეყიდა, რომ არა მისი ქალიშვილი, რომელმაც გათხოვება გადაწყვიტა და ვალს სასწრაფოდ დასჭირდა ფული. ვის შეეძლო, ოთახში შეპარულიყო და ნახატი ენახა, მით უმეტეს, მისი ორი ასლი დაემზადებინა? ვალს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. თუმცა, მთელი ორი წელი იმ დროიდან, რაც გავრცელდა ინფორმაცია რემბრანდტის აქამდე უცნობი ნამუშევრის შესახებ, ვალს უკავშირდებოდნენ კოლექციონერები და ნახატის ჩვენებას სთხოვდნენ. მოკლედ, ორთვიანი ინტენსიური ძიებისა და ანალიზების შემდეგ, ვერც ექსპერტებმა და ვერც გამოძიებამ ვერაფერი გაარკვიეს. გადაწყდა, აუქციონი მაინც გამართულიყო და გასაყიდად სამივე ტილო გამოიტანეს. რაც შეეხება ჟოზეფ ლებრონს არაფერში ერეოდა. თავისთვის ატარებდა მოკვლევას, მაგრამ ჩუმად იყო. აუქციონი მაინც ჩატარდა. ვალი ნერვიულობდა – ბანდიტებმა ჩემი უკანასკნელი შანსი წამართვეს, გამაკოტრეს, განადგურებული და უბედური ვარო. მიუხედავად ამისა, აუქციონზე ტილოების ფასმა არნახულ ნიშნულს მიაღწია. ბოლოს სამივე ტილო იყიდა ერთმა ამერიკელმა კოლექციონერმა, რომელიც აგენტის საშუალებით, ინკოგნიტოდ ვაჭრობდა. სულ სამივე ნახატი მილიონ ოთხასი ათას ფრანკად გაიყიდა, საიდანაც აუქციონსა და მის ორგანიზატორებს ხუთასი ათასი ფრანკი დარჩათ. ის, თუ რომელი იყო სამი რემბრანდტიდან ორიგინალი, საიდუმლოდ დარჩა, მაგრამ არა ჟოზეფ ლებრონისთვის. მან ძალიან მალე გაარკვია სიმართლე. როცა ვნებათაღელვა ჩაცხრა, ჟოზეფ ლებრონი აუქციონის ორგანიზატორმა შერმანმა ვახშამზე დაპატიჟა.
– მე მინდა, ვიცოდე, რა ინფორმაციას ფლობთ, ლებრონ. რა გაარკვიეთ?
დეტექტივმა გაიღიმა.
– შერმან, აუქციონი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შედგა. მოგებაც მოგიტანათ. რაში გჭირდებათ, სიმართლე, იცოდეთ?
– ინტერესი მკლავს და ამას ვერაფერს ვუხერხებ. გპირდებით, რასაც მეტყვით, ჩვენ შორის დარჩება.
– კარგი, მაშინ იცოდეთ, რომ სამივე ნახატი ყალბია.
– რა? აბა, ორიგინალი? სად გაქრა ორიგინალი, მეოთხე რემბრანდტიც იყო?
– არავითარი ორიგინალი არ ყოფილა. თავიდანვე იყო ჩაფიქრებული ეს სპექტაკლი და ყველაფერი თავად ვალმა მოაწყო. ვერაფერს იტყვი, მისი იშვიათი ნიჭი დასაფასებელია. თაღლითური სქემა რამდენიმე წლის წინ ჩაიფიქრა. დახატა ან დაახატვინა რემბრანდტის სამივე პორტრეტი და ხმა გაავრცელა იმ უნიკალური შედევრის შესახებ, რომელსაც არც ყიდდა და არც არავინ აჩვენებდა...
– ანუ, სამივე ნახატი ვალის საკუთრება იყო?
– დიახ და სამივე ყალბი. წარმოდგინეთ, როგორი ოსტატური სქემაა – ერთი ყალბი ტილოს გაყიდვა საშაროც იყო და საფრთხესაც შეიცავდა. მაგრამ, სამი, როცა თავადაც არ იცი, რომელია „ყალბი“? ვალმა მაქსიმალურად დაიზღვია თავი – აღფრთოვანებული ვარ მისი წინდახედულებით...
– მე რა უნდა ვქნა?
– დეტექტივმა მხრები აიჩეჩა.
– უნდა გაჩუმდეთ, სარგებელი ხომ თქვენც ნახეთ.
скачать dle 11.3