კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა არის საჭირო, რომ ერმა 25 წელიწადზე მეტხანს იცოცხლოს და რატომ ხორციელდება დედამიწის მუსლიმანიზაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ერმა რომ 25 წელიწადზე მეტხანს იცოცხლოს, შობადობის კოეფიციენტი ერთ ოჯახზე უნდა შეადგენდეს 2,11 ბავშვს. თუ ეს მაჩვენებელი ნაკლებია, მაშინ ერი გაქრება... მთელი ისტორიის განმავლობაში, არცერთი ერი არ აღორძინებულა (შეუნარჩუნებია არსებობა), რომლის შობადობის კოეფიციენტიც 1,9 ბავშვი იყო ერთ ოჯახზე. 1,3 შობადობის კოეფიციენტზე ერის არსებობის შენარჩუნება – შეუძლებელია... იმიტომ რომ, ამას (არსებობის შენარჩუნებას) 80-დან 100 წლამდე დასჭირდება. ეკონომიკური მოდელი კი, რომელიც ერის არსებობას ამდენ ხანს შეუწყობს ხელს, არ არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არის მშობელთა ორი წყვილი და მათ თითო ბავშვი ჰყავთ, მაშინ, შვილები ორჯერ ნაკლებნი არიან, ვიდრე მშობლები. ხოლო თუ ამ შვილებს ჰყავთ ერთი ბავშვი, მაშინ შვილიშვილები ოთხჯერ ნაკლებნი იქნებიან, ვიდრე მშობლები, როდესაც მცირდება პოპულაცია, მცირდება ერიც. დღესდღეობით,შობადობის კოეფიციენტი საფრანგეთში 1,9-ია, ინგლისში – 1,6, საბერძნეთში – 1,3, იტალიაში – 1,2, ესპანეთში – 1,1. ევროპის კავშირის 31 ქვეყანაში ბავშვების შობადობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 1,38 ბავშვია ერთ ოჯახზე. ისტორიული მონაცემები მეტყველებს, რომ ამ რიცხვის გაზრდა შეუძლებელია. წლების განმავლობაში ევროპა, როგორც ჩვენ ვიცნობთ, არსებობას შეწყვეტს. თუმცა, ევროპის მოსახლეობის რაოდენობა არ მცირდება. რატომ? რატომ და იმიგრაციის ხარჯზე. 1990 წლიდან ევროპის მოსახლეობის ზრდა 90 პროცენტით ისლამური იმიგრაციის ხარჯზე ხორციელდება. საფრანგეთში, ერთ ოჯახში ფრანგების შობადობა 1,8 ბავშვია, მუსლიმანებისა – 8,1 ბავშვი. 20 წლამდე ბავშვების 30 პროცენტი მუსლიმანია. ნიცაში, პარიზში, მარსელსა და სხვა დიდ ქალაქებში ეს ციფრი 45 პროცენტამდე გაიზარდა. 2027 წლისთვის ყოველი მეხუთე ფრანგი მუსლიმანი იქნება. უკანასკნელ 30 წელიწადში, ინგლისში აზიური მოსახლეობა 82 ათასიდან 2 მილიონ 500 ათასამდე გაიზარდა. ესაა ოცდაათმაგი ზრდა. ანუ გაზრდილია ოცდაათჯერ. იქ ათასზე მეტი მეჩეთია, რომელთაგანაც ბევრი ყოფილი ეკლესიაა. ჰოლანდიაში ყველა ახალშობილთა 50 პროცენტი არაბია და მხოლოდ 14 წლის შემდეგ, ყველა ჰოლანდიელის ნახევარი მუსლიმანი იქნება. ბელგიაში მოსახლეობის 25 პროცენტი და ახალშობილთა 50 პროცენტი მუსლიმანია. ბელგიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპელ ბავშვთა ერთი მესამედი 2025 წლისთვის მუსლიმანურ ოჯახში დაიბადება. ამისთვის სულ რაღაც 15 წელია საჭირო. გერმანიის მთავრობა იძულებული იყო, გამოეცხადებინა, რომ გერმანელთა შობადობის ვარდნის შეჩერება უკვე შეუძლებელია. ახლა ეს შეუქცევადია. 2050 წლისთვის გერმანია ისლამური სახელმწიფო გახდება. ლიბიელი მუამერ კადაფი აცხადებდა: „ჩანს, ალაჰი ევროპაში გამარჯვებას მახვილისა და იარაღის გარეშე გვაჩუქებს. ჩვენ არ გვჭირდება თვითმკვლელი ტერორისტები. სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 50 მილიონი არაბიც კი ევროპაში ამ კონტინენტს მუსლიმანურ კონტინენტად გადააქცევს“. კანადაში რიცხვები ამასვე მეტყველებს. ახლა იქ შობადობის კოეფიციენტი 1,6 ბავშვია ოჯახზე. ეს კი საჭიროზე ნაკლებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შობადობის კოეფიციენტი 1,6-ია. ლათინურ ერებთან და იმიგრანტებთან ერთად, შობადობის კოეფიციენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება 2,11-მდე, ანუ ერის არსებობის ყველაზე მინიმალურ კოეფიციენტამდე. 1970 წელს ამ ქვეყანაში 100 ათასი მუსლიმანი იყო, ახლა კი 9 მილიონია.
სამყარო იცვლება.
скачать dle 11.3