კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა არის თავბრუხვევა და რატომ უნდა მივმართოთ ექიმს ამ პრობლემით

 თავბრუხვევა ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია და ხშირადაა ექიმთან ვიზიტის მიზეზი,  თუმცა, არც უსაფუძვლოდ. რა შეიძლება, იყოს თავბრუხვევის მიზეზი და რომელი დაავადებების – წინაპირობა, ამის შესახებ გვესაუბრება „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის” ნევროლოგი ია კაცაძე.
ია კაცაძე (ექიმი-ნევროლოგი,  ნევროლოგიის რეზიდენტურის პროგრამის მოდულის ხელმძღვანელი):
თავბრუხვევა პაციენტებისთვის საკმაოდ პირობითი ცნებაა, სხვადასხვა ადამიანი მას განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს: ზოგისთვის წონასწორობის დაკარგვაა, ზოგისთვის სივრცისა და საგნების ქაოტური ბრუნვა მის გარშემო, ზოგისთვის გონების წამიერი გათიშვა და ასე შემდეგ.
 ხშირად თავბრუსხვევა თანხლებულია: შეუპოვარი გულისრევა-პირღებინებით, მოძრაობის შენელებით, დგომისა და სიარულის გაძნელებით, ზოგადი სისუსტით, სმენის დაქვეითებით, გაძლიერებული ოფლიანობით, ცეფალგიით.
– ქალბატონო ია, რამდენად საშიშია ასეთი მდგომარეობა?
– დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი შეშინებულია, ემოციურად დაძაბული, ხშირი შეტევების გამო – დეპრესიული.  თუმცა,  უმეტეს შემთხვევაში, ეს მღელვარება უსაფუძვლოა, პრობლემა კი ადვილად მოსაგვარებელი. მაგრამ, სერიოზული, რთული დაავადების გამოვლინებასაც შეიძლება, წარმოადგენდეს. ამიტომ, ნებისმიერი მსგავსი დისკომფორტის დროს, მიზანშეწონილია გადაუდებლად ექიმთან ვიზიტი და კონსულტაცია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორად მიწოდებულ ანამნეზს.  ანამნეზი ნიშნავს, პაციენტის ან მისი ახლობლებისაგან მოპოვებულ ინფორმაციას, დაავადებამდე მდგომარეობისა და დაავადების განვითარების თანმიმდევრობის შესახებ.
– და, რა არის თავბრუხვევა?
– თავბრუხვევა ეს არის მულტისენსორული სინდრომი, მიმდინარე მოძრაობისა და სივრცის აღქმის დარღვევით, რასაც თან ახლავს წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება და განპირობებულია ვესტიბულური სტრუქტურების ფუნქციის მოშლით სხვადასხვა დონეზე.  აქვს  შეტევითი ან მუდმივი ხასიათი და ხშირი რეციდივები.
გამომწვევი მიზეზი შეიძლება, იყოს ყურის ანთებითი დაავადებები, ვესტიბულური ნეიროპათიები, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები (იშემიური ინსულტი, ჰემორაგიული ინსულტი), ტრავმა, მოცულობითი პრიცესი, კისრის ოსტეოქონდროზი, სტრესი, ფსიქოგენური, ჰიპერვენტილაცია, შაკიკი თანხლებული თავბრუხვევით აურის სახით, უმეტესად ხანდაზმულებში, სისხლის წნევის უეცარი ვარდნა სხეულის პოზიციის შეცვლისას, ჰიპოვოლემიური მდგომარეობები – სითხის დიდი რაოდენობით კარგვის შედეგად განპირობებული, არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტონული კრიზი, გულის რითმის სხვადასხვა დარღვევა, მძიმე დაავადებების ფონზე განვითარებული ზოგადი სისუსტე – ასთენია, ფარული სისხლდენა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი დოზა, აირით მოწამვლა, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა, მასაჟის შემდგომი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა.
– რა უნდა მოიმოქმედოს  ადამიანმა,  როცა ეწყება უეცარი, ძლიერი თავბრუხვევა?
– უპირველესად, უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, არ შეშინდეს, დაჯდეს ან წამოწვეს. მოერიდოს თავის მკვეთრ მოძრაობებს, გაიკონტროლოს არტერიული წნევა, პულსი, სხეულის ტემპერატურა. მაღალი ციფრების დაფიქსირების შემთხვევაში მიიღოს სიმპტომური მედიკამენტები. დაწოლისას უმჯობესია, თავი, კისერი და მხრები მთლიანად იდოს ბალიშზე, ეს მდებარეობა უზრუნველყოფს ხერხემლის არტერიების გამართულ დგომას და ფუნქციონირებას. ემოციური ფონის დარეგულირებისთვის მიიღოს რაიმე დამამშვიდებელი საშუალება და რა თქმა უნდა, მიმართოს ნევროლოგს სწორი და ადეკვატური კვლევების და მკურნალობის ჩასატარებლად.
რაც შეეხება თავბრუხვევის პროფილაქტიკას, მიზანშეწონილია, თავი შეიკავოთ მავნე ჩვევებისგან. შეამციროთ საკვებ რაციონში მარილი, წიწაკა, ცხიმი. მიიღოთ ვიტამინებით გაჯერებული საკვები და წყალი საკმარისი რაოდენობით. მოერიდეთ თავისა და კისრის მკვეთრ მოძრაობებს, სტრესს, გადაღლას. მოიწესრიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი, ივარჯიშეთ ყოველდღიურად.
ტელეფონი: 599 10 93 77.скачать dle 11.3