კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 დეპრესია

თათია ფარესაშვილი არდაშელ თაქთირიძე

დილის მზის სხივი სახეზე მოელამუნა, სასიამოვნო სითბო იგრძნო, თითქოს შემოპარულა და ლოყაზე კოცნისო, სუნიც კი შეიგრძნო მისი. ცალი თვალი გაახილა, მეორეც მიაყოლა, საათს გახედა. კედლის საათი რვის ნახევარს უჩვენებდა. ნახევარი საათი კიდევ რჩებოდა ადგომამდე. დაძინებას აზრი აღარ ჰქონდა, ფიქრებში წავიდა. გაიხსენა, როგორ გაიცნო ღამის ბარში, მეგობართა წრეში. თეამ მოიყვანა.
- წამოდი, ჩემებს გაგაცნობო! - პირველივე ნახვისას მოეწონა - მაღალი, სიმპათიური, ხალისიანი, თითქოს დარდი რა არის, არ იცისო. მერე, თვითონაც ხუმრობდა - დარდზე გავიმარჯვეო! კოქტეილზე დაპატიჟა, იცეკვეს, კარგად გამოუვიდათ - მთელი ბარი მათ უყურებდა, ბოლოს, ტაში დაუკრეს. სახლში მიაცილა, გამომშვიდობებისას ლოყაზე ხელი მოუცაცუნა, შეტრიალდა და წავიდა. მეორე დღეს, იგივე განმეორდა, ოღონდ გამომშვიდობებისას ნაზად აკოცა ლოყაზე. როგორ უნდოდა, ვინმეს დაენახა. შემდეგი დღეებიც იგივე განმეორდა, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ნაკოცნი ნელ-ნელა ტუჩებისკენ იწევდა. მერე, აღარ გამოჩნდა. არავინ იცოდა, სად გაქრა. სამი დღის მერე მოვიდა.
- ავად ვიყავიო! - სახეზე ავადმყოფობის კვალი ეტყობოდა. როგორ უხდებოდა გასაპარსი წვერი. იმ ღამეს კოცნით დაშორდნენ ერთმანეთს  და მიხვდა, რომ მის გარეშე ვეღარ გაძლებდა. სიგიჟემდე მოუნდა მისი ხმის გაგონება. ტელეფონს გადაწვდა
- ალო, გოგა, დღეს სამსახურში ხომ გამომივლიო?...
***
ხმაურმა გამოაღვიძა. ქარს მიხურული ფანჯარა გაეღო და შხუილით დაქროდა ბინაში. ადგა, ფანჯარა მიხურა და სახელური შემოატრიალა. ჯერ ადრე იყო. ლოგინში შეწვა, საბანი ნიკაპამდე წაიფარა და ფიქრებში წავიდა. გაიხსენა, თეამ გოგა რომ მოიყვანა ბარში, როგორ ტკბილად შესციცინებდნენ ერთმანეთს. თითქოს უნდოდა, ყველას ენახა - ნახეთ, რა ბიჭი დავითრიეო! - ეს ბოჩოლაც რომ ეხუტებოდა?! - მაგრამ, ჩემთან რატომ მოვიდა? ალბათ, გაშტერებული რომ შევყურებდი, იმიტომ. რაში ენაღვლებოდა, უარს არაფერზე ვეუბნებოდი, ყველანაირად ვცდილობდი ხასიათი შემეწყო. კახას დაბადების დღეზე ცალკე მდგომებს რომ შევუსწარი, საუბარი გაწყვიტეს და სხვა თემაზე გადაიტანეს. რაზე ლაპარაკობდნენ? თეასთან რომ ვთქვი - მე ვერავინ შემაბამსო! - მაგიტომ ხომ არ მომიგზავნა თავისი მეგობარი, რომ თავის სიმართლე დამიმტკიცოს? გოგას როგორ დაავალა? ალბათ, დაენაძლევა. კი, მასეა, ასპროცენტიანია, ჩემზე დანაძლევდნენ!
ტელეფონს გადაწვდა.
- აღარასდროს შემხვდე!
- თიკა? რატომ, რა მოგივიდა ამ შუაღამით?
- იცი, შენ კარგად, ყველაფერს მივხვდი!
***
     ფანჯარაზე მოხეთქებულმა წვიმის წვეთების ხმამ გააღვიძა. ამინდი თითქოს იმეორებდა მის შინაგან მდგომარეობას. ეტყობა, ძილში იტირა, ცრემლებს ბალიში დაესველებინა. წამოჯდა, ბალიში გადმოაბრუნა და ისევ მიწვა. ფიქრებში წავიდა. რა უნდა იმ ბიჭისგან, რას ერჩის? რას ითხოვს მისგან, საწყალს თვალებში უკვე სევდა უდგას. სადღაა ის ხალისიანი გოგა, დარდი რომ არ იცოდა. რა იყო. თეა მისი მხოლოდ მეგობარია, რა, გაებუტოს? საზიზღარი ხასიათი გაუხდა, ზოგჯერ, თვითონ არ იცის რა უნდა. ან, გუშინ რას ჰგავდა მისი საქციელი, შუაღამისას რომ გადარია ალალ-მართალი კაცი. სულში საშინელი სიცარიელე იგრძნო. სიგიჟემდე მოუნდა მისი ხმის გაგონება. ახლავე დაურეკავს და ბოდიშს მოუხდის. ტელეფონს გადაწვდა.
- ალო, გოგა, დღეს სამსახურში ხომ გამომივლი?..
- გოგა აბაზანაშია, რა გადავცე?
- ...თეა?!
скачать dle 11.3