№31 როცა ქალს შურს, ანუ...
არსებობს თუ არა ქალისა და მამაკაცის ნამდვილი მეგობრობა? ბევრის მოსაზრებით, შეუძლებელია, რადგან არის რაღაც, რაც ერთი წამით მაინც აიძულებს თითოეულ მათთაგანს ერთმანეთს სხვა თვალით შეხედონ, ისე, როგორც მეტოქეს უყურებენ ხოლმე. ანუ, ეჭვის თვალით შეიძლება, შეხედო ორი ქალის გულწრფელ მეგობრობასაც.
ალბათ, ხშირად გსმენიათ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მამაკაცებს ბევრად უკეთ გამოსდით მეგობრობა, ვიდრე ქალებს.
ფსიქოლოგები გამოყოფენ იმ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს, რომლითაც ცდილობენ, ახსნან, თუ რატომ უჭირთ ქალებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, იყვნენ ერთმანეთის მიმართ ბოლომდე გულწრფელნი და ჭეშმარიტი მეგობრები.
დავიწყოთ იმით, რაც ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
სილამაზე – ზოგ შემთხვევაში, ის არის კონკურენციის წარმოშობის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი. ყველა ქალს უნდა, იყოს ლამაზი და მაქსიმალურად სასურველი. არცთუ იშვიათად, წარმოიშობა ის გარდამავალი მომენტი, როდესაც თითოეული მათგანი ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს სხვებს. ამისთვის მზადება კი ერთგვარ საბრძოლო ველსაც კი ემსგავსება. მამაკაცებს ეს არ ადარდებთ. ისინი სულაც არ ცდილობენ, ჩაიცვან მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მიიქციონ, მით უმეტეს, გამოირჩეოდნენ ნამდვილი მეგობრებისგან, ქალებს – პირიქით.
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალები ბევრად უფრო ემოციურები არიან ამ საკითხში. როდესაც ერთი ძალიან ლამაზია და წარმატებული, ხოლო მეორე მეტ-ნაკლებად, ამ ორს შორის ერთგვარი კონკურენციაც კი წარმოიშობა. ერთს მეორის წარმატება კი არ უხარია, პირიქით, ის თავს ცხოვრებისგან დაჩაგრულად გრძნობს და კითხვას უსვამს საკუთარ თავს: მე რატომ არ ვარ ასეთი?!
მამაკაცების შემთხვევაში, ესეც სხვაგვარადაა. ისინი უფრო მეტად ჰუმანურები და პოზიტიურები არიან, მაქსიმალურად იზიარებენ ერთმანეთის წარმატებას და ხელს უწყობენ მათი მეგობრების სიხარულის მაქსიმალურ შედეგს.
ნამდვილი ქალისთვის პირადი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია.
არის შემთხვევბი, როცა მეგობრებიდან ერთს, მეორის ბედნიერება შურს ან ძალიან მოსწონს მისი პარტნიორი. თუმცა, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით ბედნიერია, აუცილებლად გაიხარებს სხვისი ცხოვრებითაც – მით უმეტეს, იმ ადამიანის ბედნიერებით, ვისაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, ვისაც სხვისი გშურთ, ეცადეთ, იყოთ ბედნიერი პირად ცხოვრებაში და ნუ დაკარგავთ დროს სხვების თვალყურის დევნაში. დაიმახსოვრეთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალური და თავისებურად უნიკალურია. მთავარია, შეძლოს ამის წარმოჩენა.
ქალური ხიბლის
საიდუმლო
რა მოსწონს მამაკაცს ქალში, რისი მიღება უნდა მისგან და როდის იგრძნობს, რომ ქალი მისი მეორე ნახევარია?
1. ქალს უნდა ჰქონდეს სასიამოვნო გარეგნობა – მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. დაამატეთ ხიბლი, განუმეორებლობა და სამყარო თქვენს ფერხთით განირთხმება.
2. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ქალი მამაკაცის სახე, სტილი და ცხოვრების დონეა.
3. სილამაზე ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.
4. ჭკვიანი ქალები მამაკაცებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. აღნიშნავენ ამას, თუმცა თვალს ლამაზებს აყოლებენ... და მხოლოდ მომხიბვლელებს არ ივიწყებენ.
5. არ უნდა დავა იმას, რომ სახის ნაკლოვანებები უნდა დაფარო, მაგრამ არის კი, ის ნაკლი თუ მხოლოდ გეჩვენებათ ასეთად? ძალიან ხშირად ჯობია, უჩვეულო ნაკვთებს ხაზი გაუსვათ და არა – დამალოთ. ეს ორიგინალობას შეგმატებთ.
6. თუ გაქვთ უნარი, საკუთარ თავში შეინარჩუნეთ ბავშვური სული. მაშინ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.. . 7. კარგი, ბედნიერი ურთიერთობის მნიშვნელოვანი კომპონენტია სიყვარული: სიყვარული ყველაფრის და იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც აირჩევთ.
დაიწყე თავიდან...
ნებისმიერი წუთიდან შეგვიძლია, დავიწყოთ ახალი ცხოვრება. ეცადეთ, გახდეთ უკეთესი, უფრო ბედნიერი და ლაღი, ვიდრე ადრე იყავით. გამოასწორეთ ძველი შეცდომები; გახადეთ ცხოვრება უკეთესი. ამისთვის აუცილებელია, გადახედოთ, რა გიშლით ხელს ოცნებების ასრულებაში და გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არასასურველი რეალობა შეიცვალოს.
გთავაზობთ ინსტრუქციას:
1. იყავით თამამი, შეეცადეთ, გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან. ეს ნიშნავს, არ იფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე და გაითვალისწინოთ გარშემო მყოფების ინტერესები;
2. იყავით კეთილი და შემწყნარებელი, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ;
3. არ შეგეშინდეთ შეცდომებისა და წარუმატებლობის, რადგან ეს თქვენი ცხოვრების ნაწილია;
4. ხშირად გაიღიმეთ და გაიცინეთ – იყავით პოზიტიური.
5. აჩვენეთ ყველას ძლიერი მხარეები, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და უნარ-ჩვევები;
6. იყავით მეგობრული სხვების მიმართ, გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათი პრობლემებისადმი, ნუ განსჯით მათ;
7. არ შეგეშნდეთ, ითხოვოთ დახმარება, როცა გჭირდებათ. ნამდვილი მეგობარი ყოველთვის იზრუნებს თქვენზე;
8. არ მისცეთ ხალხს უფლება, ჩამოგაშორონ თქვენს ოცნებებსა და მიზნებს. საზოგადოების აზრი საინტერესოა, მაგრამ არა – მნიშვნელოვანი;
9. არ შეინახოთ წყენა, არ იყოთ უხეში და ულმობელი. აპატიეთ და გააგრძელეთ სვლა წინ, უკეთესი მომავლისკენ;
10. ყოველვთის ეცადეთ, იყოთ უკეთესი, ვიდრე ხართ ახლა. გახსოვდეთ, ცხოვრების ყოველ ეტაპზე უნდა გაიზარდოთ უკეთესობისკენ და აღმოაჩინოთ თქვენს თავში მეტი დადებითი მხარე.