კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 წმინდა ცრემლი


ღმერთთან უწყვეტ თანაზიარებას – გულის სიმყუდროვეში, გონების კრძალულებაში, სულის მდუმარებაში – მივყავართ შინაგანი კაცის ანგელოზებრივ სიწმიდემდე. ამ სიწმიდის წყალობით ყველა არსება და ყოველივე ქმნილი თავისი პირველქმნილი სახით ხდება ხილული, როგორც გამობრწყინდება ყოვლისა და ყოველივეს შემოქმედის სიწმიდისა. ეს ხილვა იწვევს ყველაზე წმინდა ადამიანურ ცრემლებს. რამეთუ ცრემლებიც ზოგჯერ ზღვის წყალს ემსგავსება.

მიბაძე წმიდანებს
არ არის ადვილი, უცებ მიბაძო ქრისტეს. თავიდან მიბაძე შენს კეთილ მეზობლებს. დაე, ეს პირველი საფეხური იყოს. მიბაძე შენი ერის სახელოვან ადამიანებს. დაე, ეს მეორე საფეხური იყოს. შემდეგ მიბაძე ეკლესიის დიდ წმიდანებს. ეს იქნება მესამე საფეხური. დაბოლოს, მიბაძე ქრისტეს. ეს უკვე მწვერვალია, რომელზედაც ერთი გაქანებით ვერ ახვალ. განუწყვეტლად იშრომე შენს სულზე, როგორც ზრუნავ და შრომობ მსხმოიარე ბაღში, რომელიც სწორედ იმიტომ გაივსება იოლად სარეველა ბალახით, რომ მსხმოიარეა.
დაე, ყველა შენი ჯაფა, იქნება ის გარეგანი თუ შინაგანი, ემსახურებოდეს შენი სულის დამუშავებას, რადგან ის ერთადერთია, რისი გადარჩენაც შეიძლება ულმობელი სიკვდილისგან. მაგრამ, ნუ ელოდები, რომ შეძლებ გაისპეტაკო საკუთარი სული ხანგრძლივი და ძნელი სულიერი ბრძოლის გარეშე – ამ ბრძოლით იწმინდება სული, რა თქმა უნდა, მთელი შენი შრომა შეიძლება ამაო აღმოჩნდეს ღვთის განმაცხოველებელი მადლის გარეშე. სწორედ მადლია ის, რაც არის წყალი ტილოს გარეცხვისას. მრეცხავი ხელებით შრომობს, იყენებს საპონს, დაფას, ტაშტს, მაგრამ რეცხავს და ათეთრებს მხოლოდ წყალი. ასევე შენ მიმართაც: შენ გეკუთვნის მარხვის, ლოცვის, მონანიებისა და კეთილი საქმეების აღსრულება, მაგრამ მადლი ის წყალია, რომელიც რეცხავს, წმენდს და ათეთრებს. ამიტომ ლოცულობს ასე წინასწარმეტყველი: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა... განმბანე მე... და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე“ (ფსალ. 50, 3, 4,0).

ბოროტისგან განწმენდა
მთელი ძალით ეცადე, განიწმინდო ადამიანების მიმართ ბოროტი განწყობისგან, რადგან ასეთი განწყობით შენს თავში შხამს იგროვებ, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკლავს შენში ადამიანს.
მთელი ძალისხმევით გამოზარდე შენში კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ. რაც შეიძლება, ძლიერად დაწნეხე შენი სულის ხმელი ხე და ყოველთვის შეძლებ მისგან წვეთ-წვეთობით გამოადინო სიკეთე და მტრების გასამართლებელი არგუმენტები, რითაც შეძლებ მათთვის შენ მიმართ ცოდვების მიტევებას და, ესე იგი, მოიპოვებ მათზე სულიერ გამარჯვებას – გამარჯვებას სიკეთით.
ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე მეტად კეთილშობილი აღმოჩნდეს, რადგან, თუკი მას შეუძლია, გაათბოს ბოროტნიც და კეთილნიც, შენ რატომ არ შეგიძლია, გაათბო სიკეთით კეთილნიც და ბოროტნიც?
ნუ დაუშვებ, რომ წყალი შენზე მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან, თუკი ის არწყულებს წმიდანებსაც და უწმინდურებსაც, მაშ, შენ რატომ არ უნდა გახარებდეს, როდესაც დახმარებისთვის მოგმართავენ ერთნიც და მეორენიც? განა წყალი ეტყვის ხარს: „დაგარწყულებ“, ხოლო ვირს – „შენ არ დაგალევინებ“? არა, ის ერთსაც ასმევს და მეორესაც, ვერცხლივით ბრწყინავს მათი დრუნჩების წინაშე.
ნუ დაუშვებ, რომ მიწა შენზე მეტად მომთმენი აღმოჩნდეს, როდესაც მას გლეხი ხნავს ან მშენებელს მასზე გზას გაჰყავს. იყავ მასსავით დამთმენი, რამეთუ ამისთვის შენ დიდი ჯილდო გელოდება.
ნუ დაუშვებ, რომ ცის კაბადონი შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს. რამეთუ შენში არის ის, ვინც აღმართა კაბადონი და ვისაც შეუძლია, მისი დამხობა. ასეა, ჩემო ძმაო, შენ ძე ხარ, კაბადონი – ქმნილება!

ღვთის სიყვარული
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, წინ უსწრებს ადამიანის სიყვარულს ღვთისადმი.
ვინ იცის, ეყვარებოდა თუ არა შვილს დედა, მანამდე რომ არ ეგრძნო მისგან სიყვარული?
ასევე, ადამიანიც ვერ გააღვივებს თავის თავში ღვთისადმი სიყვარულს იქამდე, ვიდრე არ შეიგრძნობს ღმერთისგან დაუწრეტელ სიყვარულს.скачать dle 11.3