კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ მოაგროვა კობა ნარჩემაშვილმა დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად 122 000 აშშ დოლარი და რა ოდენობის უძრავი ქონება შეიძინა 1999 წლიდან დღემდე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი  „ქართული ოცნებიდან“ კობა ნარჩემაშვილი 1969 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო (1988-1993 წლებში), შემდეგ კი საბანკო საქმე და ფინანსებიც დაამატა (ოღონდ სწავლის წლები უცნობია). მისი შრომითი ბიოგრაფია 1984 წელს დაიწყო წყალტუბოს კომუნალურ საწარმოთა კომბინატის ქალაქის გამწვანების კანტორაში, სადაც მუშად 1986 წლამდე იმუშავა, 1986-1988 წლებში კი წყალტუბოს რაიონის გეგუთის საბჭოთა მეურნეობის სამშენებლო ბრიგადის მუშა გახლდათ. შემდეგ თსუ-ში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც წყალტუბოს პროკურატურის სტაჟიორად გაამწესეს (1994 წლამდე) და ერთ წელიწადში წყალტუბოს პროკურატურის უფროს გამომძიებლადაც დანიშნეს. 1996-1997 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი იყო, შემდეგ – გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, 1997-1998 წლებში – შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 1998-2000 წლებში კი – უშიშროების საბჭოს სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2000 წელს მცირე ხანს საგადასახადო შემოსავლების სამსახურში იმუშავა და იმავე წელს შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2001-2003 წლებში საქართველოს შს მინისტრი იყო და, თუ მის ოფიციალურ ბიოგრაფიას ვერწმუნებით, მას შემდეგ არსად უმუშავია.
კობა ნარჩემაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, სოფიო ნარჩემაშვილი, ორი შვილი – 1992 წელს დაბადებული ლუარა და 1994 წელს დაბადებული ლადო, ძმა, ლაშა ნარჩემაშვილი, რძალი, ძმისშვილი და მამა, ამირან ნარჩემაშვილი. იმხანად ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონების – 50 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლისა თბილისში – მესაკუთრე ამირან ნარჩემაშვილი გახლდათ. რაც შეეხება შემოსავლებს: 1998 წლის განმავლობაში კობა ნარჩემაშვილმა მიიღო 1 856 ლარი, მისმა ძმამ (ასევე, შსს-ს თანამშრომელმა) – 588 ლარი, ბ-ნმა ამირანმა კი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით, 5 000 ლარი.
კობა ნარჩემაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან უკვე ხალხის რჩეულის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1975 წელს დაბადებული მეუღლე, სოფიო ნარჩემაშვილი და ორი შვილი: 1994 წელს დაბადებული ვლადიმერი და 2006 წელს დაბადებული ნინო.
კობა ნარჩემაშვილის საკუთრებაა: სასოფლო-სამეურნეო მიწის ორი ნაკვეთი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე (750 და 259) და ერთი საცხოვრებელი სახლი (120 კვ. მ.). სოფიო ნარჩემაშვილის საკუთრებაა არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე (139,5 კვ. მ.), ვლადიმერ ნარჩემაშვილს კი ეკუთვნის: კომერციული ფართი თბილისში, პეკინის გამზირზე (126 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი (350 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (492კვ. მ.) თბილისში, გ. ისაკაძის ქუჩაზე (350 კვ. მ.), სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში (30 000 კვ. მ.); საცხოვრებელი სახლი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე (300 კვ. მ.), არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე (700 კვ. მ.) და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (600 კვ. მ.), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (601 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი (165,30 კვ. მ.) დაბა ბაკურიანში; საცხოვრებელი სახლი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე (120 კვ. მ.) და ოთხი არასაცხოვრებელი ფართი სოფელ ხაშმში (110, 94, 27 და 10 კვ. მ.).
სოფიო ნარჩემაშვილს ჰყავს 2008 წლის ავტომანქანა Subaru impreza, ვლადიმერ ნარჩემაშვილს კი: 2007 წლის Toyota camry, 2004 წლის Nissan pathfinder და 1975 წლის სპეციალიზებული ავტომანქანა Steyr-Puch Pinzgauer.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად ჰქონდათ: კობა ნარჩემაშვილს 122 000 აშშ დოლარი და 35 000 ლარი, სოფიო ნარჩემაშვილს – 3 700 ევრო, ხოლო ვლადიმერ ნარჩემაშვილს – 2 400 აშშ დოლარი და 7 500 ლარი.
ვლადიმერ ნარჩემაშვილი არის შპს „უნივერსალ პლუსის“ მესაკუთრე და ამ საქმიანობამ მას 2015 წელს 1 725 ლარი მოუტანა.
კობა ნარჩემაშვილმა კი, როგორც დეპუტატმა, თვე-ნახევარში, 5 108 ლარი აიღო.
скачать dle 11.3