კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სასარგებლო გაკვეთილი – კუდაბზიკებისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ სამუშაო ვიზით სულ სხვაა

 

არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული მარშის (თუმცა აი, ის კი  ვერ გავიგე, რატომ უცხოენოვანი „მარში“ და არა ქართული „მსვლელობა“?!) გარშემო ვნებათაღელვა არ ჩამცხრალიყო (თუმცა რის ვნებათაღელვა, როდესაც პირველი მარში ერთი იყო და მას ორი მიჰყვა – პირველის გასაპროტესტებლად, მათ შორის, თვით „ნაციონალებიდან“ „ევროპელ დემოკრატებად“ თვითმონათლულებისა), რომ ისრაელის სახელმწიფოდან კვლავ შემოგვჩივლეს ჩვენმა თანამემამულეებმა, რომ საემიგრაციო სამსახური კვლავ ფრიად ცუდად გვექცევაო, რამაც ჩვენს თანამემამულეებს შორის, გულისტკივილთან ერთად, აღშფოთებაც გამოიწვია (მოტივით: 26 საუკუნე!).
ამ თუ სხვა მიზეზით, მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, სამშობლოში ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნების საშუალებას მისცემენ.
კერძოდ, თუკი ქართველი არალეგალები  24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით მიმართავენ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს,  ისრაელში მხოლოდ ერთი წლის ვადით შეეზღუდებათ შესვლა (ამის შემდეგ გვეწვიეთ ტურისტებად ან სამუშაო ვიზითო) და უკან დასაბრუნებელ ბილეთებსაც შეუძენენ.
ცხადია, ამ შეთავაზებამაც ვერ დაგვიცხრო ვნებათაღელვა (ისევ იმ 26-საუკუნოვანი მეგობრობის მოტივით), ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, კანონით, თუ არალეგალი ხარ, გამოგაძევებენ (იმიტომ რომ მეგობრობა ქვეყნებსა და ხალხებს შორის მხოლოდ პოეტური რომანტიკაა) და, თუ არალეგალი გყავს, უნდა გააძევო, იქნებ ამ უკანასკნელმა გაკვეთილებმა მაინც გაგვინათოს გონება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქის გამო არათუ პრობლემა, დისკომფორტიც კი არ უნდა შეიქმნა. –

скачать dle 11.3