კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სექსმუშაკებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ „მამაშა“?!


შესაძლოა, იმიტომ რომ, მადა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იდეები) ჭამაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფრქვევაში) მოდის (ვინაიდან არა მხოლოდ გიჟი, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონეც თავისუფალია?!), ამ ჩვენმა არათუ გამოგირჩებულმა, თვით გირჩთა შორის „გირჩმა“, მაშასადამე, ზურაბ ჯაფარიძემ თავისი მახვილი პოლიტმზერა  აწ უკვე სექსმუშაკებსაც მიაპყრო (სკამი ტკბილია, რისკენ არ მიგაპყრობინებს).
ხოლო, რაკი მიაპყრო, პროსტიტუციის ლეგალიზებაც მოითხოვა, მოტივით:  სექსმუშაკების უფლებებს უფრო უკეთ დავიცავთო (სამართლიანობის გამო უნდა შევნიშნოთ, ისეთი გულდათუთქული ჩანდა, რომ არც იმას გამოვრიცხავ, საკუთარ სექტაში წმინდანებადაც შერაცხოს).
უფლებები, ცხადია, ყველასი უნდა დავიცვათ და, თუ მანიაკებისას ვიცავთ, სექსმუშაკებმა რაღა დააშავეს?! თუმცა აქ ერთი მაგრამაა (რაც, ვფიქრობ, გირჩთა შორის „გირჩსაც“ მოეხსენება, ოღონდ არ იმჩნევს): თავად სექსმუშაკებს არ სურთ თავიანთი საქმიანობის ლეგალიზება, იმ მარტივი მიზეზით, რომ ლეგალიზება მათ აღრიცხვას, ანუ გამომზეურებას გულისხმობს, ანუ მათი საქმიანობის შესახებ მათი ოჯახებიც შეიტყობენ.
მეორე მხრივ, ბრმისთვისაც ნათელია, რომ „გირჩი“ ახლა უკვე სექსმუშაკების ხმების მოზიდვითაა გართული (ვითომ ასე ბევრნი ეგულებიან?! ვეჭვობ, პოლიტიკურ პანელზე დასაქმებულების დაბევებაც უნდა ჰქონდეს გუმანში!).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ „გირჩი“ თავის ელექტორატად, ძირითადად, დეზერტირებს (პათოსით: ჯარში სამსახური არღვევს ადამიანის უფლებებსო), რწმენის გამყიდველებს (პათოსით: შევიცვლი რწმენას, ოღონდ ჯარში არ ვიმსახუროო) და ნარკოდამოკიდებულებს (პათოსით: ოღონდ ჩავბოლდეთ და მეწყერსაც წაუღიღართ ყველანიო) მოიაზრებს და აწ უკვე სამართლიანი „მამაშობის“ შეთავსებასაც ცდილობენ. ისეთი გამძლენი ყოფილან, ვფიქრობ, „პიტალოებად“ უნდა გადაინათლონ! –

скачать dle 11.3