№31 „ალაჰის ნებით“
ანუ ორ კრამიტდაცურებულს შორის
ლამისაა, სისხლისმიერი ძმები გახდნენ (რას არ გააკეთებს ადამიანი „ნატოს“ ჯინაზე?!), ისე დამეგობრდნენ, რომ არა მხოლოდ ლუკმა არ გადასდის ყელში უერთმანეთოდ, თურქეთის პრეზიდენტმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს („C-400“) შეიძენენ.
პარლამენტში თავის თანამებრძოლებთან შეხვედრისას ხსენებულმა ერდოღანმა განაცხადა (მომყავს ციტატა): „რუსეთთან უკვე მოვაწერეთ ხელი დოკუმენტებს „C-400-ს“ შეძენის შესახებ და თუ ალაჰის ნება იქნა, ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ჩვენს ქვეყანაში ვიხილავთ.“
ისტორია კი ამა წლის აპრილში დაიწყო, როდესაც „ნატოს“ წევრი თურქეთის ხელისუფლებამ ხმამაღლა გვახარა, რომ რუსეთისგან რაკეტების შესყიდვის მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე იყვნენ.
ჩვენ, ცხადია, არც კი ვიცით, როგორ აპირებს თურქეთი რუსული შეიარაღების „ნატოს“ სტანდარტების შეიარაღებასთან ინტეგრირებას და არც ის, რატომ დუმს „ნატო“ (ან კი რა შეუძლია, თუ არა დუმილის უფლების გამოყენება?!), ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ორივეს, თუმცა ერთს მტრის, მეორეს კი მეგობრის ქურქში, თვალი ჩვენზეც უჭირავს, ვითომ ჩვენს დასამიზნებლად დაიხვავეს „c-400-ები“?!
ოღონდ, მეორე მხრივ, საამაყო შარშიც კი ვართ. რატომ? იმიტომ, რომ განა ცოტა საქმეა, თუ ორი ამხელა ფილარმონია კრამიტდაცურებული ამოგიღებს მიზანში?! –