კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ დაარღვია მარკუს მეტრეველმა გენდერული ბალანსი ქალების სასარგებლოდ და ვის გამო თქვა მან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში მონაწილეობაზე უარი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მომღერალი მარკუს მეტრეველი სულ მალე საზოგადოების წინაშე, როგორც ტანსაცმლის დიზაინერი ისე წარსდგება. ეს მარკუსის მეორე პროფესიაა, რომელსაც საბერძნეთში დაეუფლა. აქამდე თუ ის საკუთარი თავისთვის კერავდა სამოსს, ახლა სხვების ჩაცმაზეც იზრუნებს.
მარკუს მეტრეველი:
კოლექციაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, რომელიც უნდა განმეხორციელებინა. მინდოდა, გამეკეთებინა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ხაზი. ჩემი მეორე პროფესია დიზაინერობაა და შესაბამისად, მოვიდა დრო, ჩემი პროექტები განმეხორციელებინა. შევქმენი მამაკაცის 10 და ქალის 15 სამოსი. რადგან ქალები მრავლად ხართ, გენდერულად ასე, ქალების სასარგებლოდ გადავანაწილე. თუმცა, ვფიქრობ, მამაკაცის ხაზი ავირჩიო. მინდა არ დავჩაგრო მამაკაცები და ლამაზად ჩავაცვა. სიმპათიური ერი ვართ ქართველები და მინდა, ყოველდღიურად უფრო მოდერნიზებულად წარმოვჩნდეთ. ყველა სასცენო კოსტიუმი ჩემი შექმნილია.
– როდის გაიმართება შენი ჩვენება?
– 25 ივლისს, აჭარის მოდის კვირეულზე გამაქვს მხოლოდ მამაკაცის ხაზი. დიდ მადლობას ვუხდი მანანა გოგლიჩიძესა და ეკა მგალობლიშვილს, რომლებმაც მოდის კვირეულზე მიმიწვიეს. ძალიან ვღელავ – თითქოს ჰაერში ვდგამ ნაბიჯს, რადგან ეს ჩემთვის პირველია. რა თქმა უნდა, ბევრ პოდიუმზე გამოვსულვარ და მიმღერია. ბევრი მოდის კვირეული გამიხსნია ყაზახეთში, უკრაინაში, მაგრამ როგორც დიზაინერი, ისე არასდროს გამოვსულვარ.
– როგორია შენი თვალით დანახული ქართველი მამაკაცი?
– ქართველი მამაკაცი იმდენად სრულყოფილია, იმდენად ლამაზი გენი აქვს, რომ შეცვლა არ სჭირდება. შეცვლა  სჭირდება მის სტილისტიკას, რომ უფრო მეტად დაიხვეწოს, გახდეს კრეატიული და ინდივიდუალური, ვიდრე დღეს არის. არ მინდა, ერთმანეთს ჰგავდნენ და იყვნენ ინკუბატორის წიწილებივით. ერთადერთი რა პრობლემაც გვაქვს, ეს ჰიგიენაა. ევროპაში რომ გადიხარ ქუჩაში, ცენტრალური ქუჩები ერთ დიდ პოდიუმს ჰგავს, სადაც ყველა ლამაზად ჩაცმული და მოწესრიგებული დადის. მინდა,  რომ საქართველოშიც ასე იყოს. ეკონომიკა კი უშლის ხელს, მაგრამ სისუფთავეს, ჰიგიენას ეკონომიკა არ სჭირდება. არც მე მაცვია არასდროს ბრენდები, რადგან საკუთარ ბრენდს ვიცვამ.
– რაში არ გენანება ფულის დახარჯვა?

– სამოსში, ჯანსაღ საკვებსა და ჯანმრთელობაში. გართობა არ არსებობს ჩემთვის. გართობა ეს არის სახლში, მეგობრებთან ერთად ფილმის ყურება, მოლხენა, მოგზაურობა, ხატვა, სამოსის შექმნა. ზაფხული რომ მოდის, „ვიგრუზები:” უფრო მეტი დრო მაქვს, ვიდრე სხვა თვეებში.
– მეგობრები ხომ არ გეუბნებიან, ნაადრევად დაბერდიო.
– უკვე 15 წელია, მეუბნებიან, ნაადრევად დაბერდიო. 12 წლიდან კლუბებში გავიზარდე – კლუბიდან კლუბში დავდიოდი, კუნძულიდან –კუნძულზე, ქვეყნიდან – ქვეყანაში გადავდიოდი.  23 წლამდე ასე ვიცხოვრე და ახლა უკვე აღარ შემიძლია, ზედმეტია. ყველაფერი ყოფილა, რაც კლუბებში ხდება – მქონდა სრული თავისუფლება. თუმცა, როცა ჩემმა მშობლებმა მომცეს ეს თავისუფლება, იცოდნენ, რომ ამას ცუდად არ გამოვიყენებდი და ზნეობა  არ შემეცვლებოდა. ყოველთვის ვიცოდი, სად უნდა დამემუხრუჭებინა. ზუსტად ვიცი ჩემი საზღვრები: სადამდე უნდა მივიდე და სადამდე – მოვუშვა სხვა. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება შემძინა: ადამიანი კარგად შევისწავლე. სკანერივით ვარ. სამწუხაროდ, მქონდა რაღაც შეცდომები, რის შესახებ ხალხმაც გაიგო. ვიღაც ბაქტერიები ვერ ავიცილე თავიდან. ჩემი ბრალიც იყო ამ შემთხვევაში. შინაგანად არ ვარ ბოროტი და ზოგიერთები ჩემს ნდობას ცუდად იყენებენ.
– ახლა როგორ იშორებ ასეთ ადამიანებს თავიდან?
ქლორი მაქვს, რომელსაც „დუშის” დროს გადავივლებ და ყველა ბაქტერიასა და ვირუსს ვიშორებ. გამოცდილებაა ის ამპულა, რომელსაც ვიკეთებ – შემყავს ორგანიზმში და ვიშორებ ყველანაირ ბაქტერიას. ყოველთვის სხვის შეცდომებზე ვსწავლობდი. ბოლო დროს კი, საკუთარი შეცდომებიდანაც ვისწავლე. მქონდა მწარე მაგალითები, რამაც დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. მაგრამ, მინდა, მეტი აღარ მოხდეს ასე. არის საკითხები, რაზეც აღარ ვლაპარაკობ და ასე უფრო დაცული ვარ. თან, არც არაფერი ხდება ისეთი, რომ რაიმე დასამალი მქონდეს. ჩემი პროფესიაა ჩემი სიყვარულიც, გერლფრენდიც, სიხარულიც და მოკლედ, ყველაფერი. ძალიან მომწონს და მინდა, ეს მყავდეს გერლფრენდად მთელი ცხოვრება.

– როგორც ვიცი, იტალიაშიც გაქვს ჩვენება.
– რომში მაქვს ჩვენება და ასევე, ფოტოსესია – გიორგი ჩოხელი გადაიღებს. სააგენტო „პრაიმ მოდელ მენეჯმენტის” მოდელები მიიღებენ მონაწილეობას. მადლობა ია დოლიძეს, რომელმაც თინეიჯერი გოგონები მომანდო. ჩემი შვილებიც, რადგან თინეიჯერები არიან, პირველი კოლექცია სწორედ თინეიჯერებისთვის გავაკეთე, ზოგადად, მიყვარს მათთან მუშაობა. სექტემბრისთვის ბევრი შემოთავაზება მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება ჯერ არ გამიკეთებია. დავდე თუ არა ფოტოები, მაშინვე სხვადასხვა ქვეყნიდან წამოვიდა მოწვევები. კვირეულების დირექტორები დამიკავშირდნენ. როცა ეს განხორციელდება, დიდი ბუმი იქნება.
– გავიგე, „ცეკვავენ ვარსკვლავების” საფინალო შოუზე ანრი ჯოხაძის გამო არ მივიდაო. მართალია?
– ეს თქვენც გაიგეთ? „ცეკვავენ ვარსკვლავები” ჩემს ცხოვრებაში დიდი მოვლენა იყო. უსაყვარლესი ადამიანები გავიცანი და ვისწავლე ბევრი ცეკვა. რაც შეეხება ფინალს, დამიკავშირდნენ და მითხრეს: ფინალში უნდა, იცეკვოო, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მივედი, დავიწყეთ რეპეტიცია და შემდეგ გავიგე, რა მუსიკაზეც უნდა მეცეკვა. მე არ ვარ აფერისტი, რაც მწყინს – მწყინს და რადგან ასე მოხდა, ამიტომ არ მივიღე მონაწილეობა. არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რაზეც ვთანხმდები და რაზეც – არა. მე ვარ პიროვნება და ჩემს პიროვნებასაც უნდა სცენ პატივი, რომ მეც ასევე ვუპასუხო მას, ვინც ეს გააკეთა. არ შეცვალეს თუ ვერ შეცვალეს, რადგან ცეკვა უკვე დადგმული იყო. მე ვითხოვე: იქნებ სხვა მუსიკაზე ვიცეკვო-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, დროის გამო ვერ მოხერხდა. თავიდან რომ მივედი, მითხრეს „ტანგოს” ცეკვავო. ამიტომ, მეგონა, რომ ვიცეკვებდი იმ „ტანგოს”, რომელიც მანამდე ვიცეკვე. რადგან ის პირობები არ დამხვდა, რაც მინდოდა, ამიტომ არ მივიღე ეს გამოწვევა.
– რა მოხდა შენსა და ანრი ჯოხაძეს შორის?
– კონფლიქტზე საუბარი არ მიყვარს. როცა ვინმე მეკონფლიქტება, ჩემგან იგნორის ღირსიც არ არის. არასდროს არავისზე ცუდი არ მითქვამს, არავინ გამილანძღავს, არ დამიმცირებია და რატომ მეკონფლიქტებიან, არ ვიცი.
– ანრი გეკონფლიქტება?
– ამ ადამიანზე ვერაფერს ვიტყვი. ძალიან უხეშად გამოუვიდა ჩემთან მიმართებაში, მაგრამ მე ეს არ მწყინს. იმისგან მეწყინება, ვინც ჩემთვის ღირსეულია. კომენტარი გააკეთა, რომელიც იმ შემთხვევაში, სასაცილო იყო და ამიტომაც, დავტოვე დარბაზი.
– შემდეგ კი ანრის ნამღერზე აღარ იცეკვე...
– ვისთვისაც მე ვარ მიუღებელი, მის მუსიკაზე რატომ უნდა ვიცეკვო? – ეს ლოგიკურია? რა თქმა უნდა, არა.
скачать dle 11.3