კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვისზე დაინიშნა მარიამ გრიგოლია და როგორი ურთიერთობა აქვს ინგა გრიგოლიას სასიძოსთან

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარიამ გრიგოლია დაინიშნა. ნიშნობა კვარიათში, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში გაიმართა. მარის რჩეული 27 წლის ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. ნიკა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის შვილია.  მარიამი ამ უწყებაში მუშაობდა და თანამდებობა 2016 წელს, ზურაბ გამეზარდაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ დატოვა. ჩვენ ვულოცავთ წყვილს გაბედნიერებას. მათი  სიყვარულის ისტორიასა და ნიშნობის დეტალებს კი მარიამისგან შეიტყობთ.
მარიამ გრიგოლია:
ნიკოლოზი 4 წლის წინ გავიცანი მეგობრის ოჯახში და უკვე მეორედ რომ ვნახე, შეყვარებული ვიყავი. მივხვდი, ამ მეორედ ნანახ ბიჭს უკვე ვეპრანჭებოდი. ასეთი რამ მანამდე ვერ წარმომედგინა. ჩვენი ურთიერთობა მალევე და სპონტანურად წარიმართა. იმდენად მოხიბლული ვიყავი, ვხვდებოდი, რომ უკვე მიყვარდა და ძლივს ვითმენდი, რომ არ მეთქვა. მაინც თავს ვიკავებდი, რომ პირველი არ გამოვტყდომოდი... ვფიქრობდი: მიდი, თქვი, ნეტავ, თქვას... და რომ მითხრა, მიყვარხარო, ყველაფერი დამავიწყდა. მე უფრო მიყვარხარ- მეთქი, მივახალე. მას შემდეგ ოთხი წელია, ერთად მოვდივართ. მანამდე  ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება აირჩიო ერთი ადამიანი და გიყვარდეს მთელი ცხოვრება.
– რა მოგეწონა ნიკაში ყველაზე მეტად, ასე უცებ რომ შეგიყვარდა?
– ნიკაში, უპირველესად, ვიზუალი მომეწონა – ძალიან სიმპათიურია, მერე – იუმორი. ძალიან კეთილი, განათლებული, კარგი ბიჭია.
– ოთხი წელია, ერთად ხართ, რაც დიდი დროა. რთული პერიოდები თუ გქონიათ?
– კი, გვქონდა ხოლმე. იყო ჩხუბი, კამათი, ეჭვიანობები ჩემი მხრიდან – როგორც ხდება შეყვარებულ წყვილს შორის, ოღონდ მნიშვნელოვანი არაფერი. ეს ეტაპები გადავლახეთ და მივედით იქამდე, რომ აწი, ასეთ რაღაცეებზე აღარ ვიჩხუბებთ და სისულელედ მიგვაჩნია.
– სიურპრიზებით თუ ანებივრებთ ერთმანეთს?
– მე, საერთოდ, ძალიან მიყვარს სიურპრიზების კეთება, თვითონვე მაბედნიერებს, როცა სხვას ვუწყობ სიურპრიზს. ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მახსენდება იყო ის, რომ ნიკა უცხოეთში წავიდა სასწავლებლად დიდი ხნით. მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის ქალაქი დაცარიელდა, ისტერიკა მჭირდა, მაგრამ რას ვიზამდი. სწავლას და განათლებას დიდ პატივს ვცემ და ვერ ვეტყოდი, ჩემ გამო არ წასულიყო. არავინ თქვას, რომ განშორება გრძნობას ანელებს, პირიქით, ძალიან ამძაფრებს. მე ველოდებოდი, რომ ნიკა დიდი ხნის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. ერთ დღესაც, მივედი მეგობართან და იქ დამხვდა. თურმე, უფრო მალე ჩამოდიოდა და  არ გამიმხილა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო სამი თვის წინ. ამის შემდეგ, მალევე გადავწყვიტეთ დაქორწინება.
– ნიშნობა სპონტანურად მოხდა თუ დაგეგმეთ?

ნიშნობა ყოველთვის მინდოდა და წარმომედგინა სადმე, ზღვის სანაპიროზე. სპონტანურად მოხდა ყველაფერი. ერთი კვირით ადრე დავგეგმეთ და წავედით ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად. ძალიან ვღელავდი. ბეჭდები რომ გამიკეთა, ცრემლები წამომივიდა. ინგაც ძალიან ღელავდა. ამბობდა, რომ ასეთი განცდა პირველად მაშინ ჰქონდა, როდესაც მე დავიბადე და ახლა – მეორედ. ბეჭდები წინასწარ არ მქონდა ნანახი, მაგრამ ისეთი შეურჩევია, როგორიც მომწონს – სადა. ტრადიციული ბიჭია, არც ბეჭდები მაჩვენა და მეუბნება, რომ არც საქორწინო კაბას ნახავს ქორწილამდე.
– ინგას როდის გაუმხილე, რომ შეყვარებული იყავი?
ინგას თავიდანვე ვუთხარი. მე და ინგა დიდი მეგობრები ვართ. არასდროს ერევა პირადში. თუ რჩევას ჰკითხავ, საუკეთესო რჩევას მოგცემს. მეც ვითვალისწინებ და ყველაფერს ვუზიარებ. ნიშნობაზე რა უნდა მცმოდა და საქორწინო კაბა როგორი უნდა იყოს, ინგამ მირჩია. მეც, ეთერის წინ სულ ვურჩევ, რა ჩაიცვას და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ინგა გადაცემებში ჩანს ცოტა მკაცრი, თორემ რეალურ ცხოვრებაში, ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა – ძალიან იცის ადამიანების შეყვარება. ერთ დღესაც მივიყვანე ნიკა და გავაცანი. მას მერე ძალიან უყვარს. ტიპური, პრეტენზიული სიდედრი არ არის.
– ქორწილს როდის გეგმავთ?
ქორწილი აუცილებლად ოქტომბერში გვექნება. ახლა სამზადისში ვართ. უკვე ქორწილის სიას ვადგენთ და ზუსტად ვიცი, კაბა როგორი იქნება. ოღონდ ჯერ არ გადამიწყვეტია ვისთან, მაგრამ რომელიმე ქართველ დიზაინერთან შევიკერავ. საქართველოში გვყავს კარგი დიზაინერები და სულაც არაა საჭირო, ამისთვის უცხოეთში წასვლა. ქორწილი როგორი ფორმატის იქნება, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. მე კი მირჩევნია „ვალსის” ცეკვა, „ქართულს,” რომელსაც ახლა ვსწავლობ, მაგრამ, სავარაუდოდ, ტრადიციული ქორწილი იქნება. ნიკა ტრადიციების მიმდევარი ბიჭია და ალბათ, არც ვიწრო წრეში ჩატარდება ქორწილი.
– როგორ ეგუები, რომ მალე ახალი ცხოვრების დაწყება და სახლიდან წასვლა მოგიწევს?
სადაც არ უნდა წავიდე, უცხოეთში ვიქნები თუ საქართველოში, საშინლად მიჭირს ინგას გარეშე გაძლება. რაღაც სხვანაირი მიჯაჭვულობა მაქვს მასთან, მაგრამ, რადგან იმავე ქალაქში ვიქნები, ალბათ, ნელ-ნელა შევეგუები. გასათხოვრად მზად ვარ. მე ისეთი ბებია მყავს, საჭმელების კეთებაც ვიცი. ასე რომ, ყველაფერს  გავაკეთებ და ვიდიასახლისებ კიდეც. დედამთილი და მამათილი ძალიან კარგები არიან, მეგობრული ურთიერთობა მაქვს მათთან. ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა, რადგან ქალის ბედნიერების განმსაზღვრელი, უპირველესად ოჯახია. ინგა და ნიკას მშობლებიც ძალიან მეგობრობენ. ინგა და ჩემი სადედამთილო თამუნა საგანგებოდ წავიყვანე ბარში  ერთმანეთის გასაცნობად. მას შემდეგ მეგობრები არიან. საოცარი გოგოა თამუნა. ინგას ვეუბნები: გავყიდოთ ეს სახლები და ერთი დიდი სახლი ვიყიდოთ, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ-მეთქი.

скачать dle 11.3