№30 ზურა გორგაძის ანეკდოტები
– ექიმო, უძილობა მკლავს, მთელი ღამე თეთრად ვატარებ და რა გავაკეთო?
– საფაღრათო საშუალება დალიეთ.
– მიშველის?
– დაძინებით ვერ დაიძინებთ, მაგრამ საქმით მაინც დაკავდებით.
***
„ზაპოროჟეცი“ ეტრაბახება „მერსედესს“:
– ჩემი ძრავის მოცულობა 1 197 კუბური სანტიმეტრია, 42 ცხენის ძალა მაქვს, მაქსიმალური სიჩქარე კი – 120 კილომერტი საათში!
– იცი, რას გეტყვი? ძრავა მაქვს 5 789 კუბური სანტიმეტრი, 367 ცხენის ძალა, მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრი საათში. ასე რომ, ეგ შენი ძრავა ადექი და...
მას შემდეგ, „ზაპოროჟეცს“ ძრავა უკან უყენია.
***
სვანი ფარდას აუთოებდა და ფანჯრიდან გადავარდა.
***
ავტობუსის გაჩერებაზე, ლამაზ ქალს „აბამს“ მამაკაცი.
– სხვათა შორის, მე 10 შვილის დედა ვარ და ჩემს ქმართან საუბრისას...
– უი, თქვენ საუბარსაც ასწრებთ?
***
– მე შოტლანდიელი ვარ, ცნობისთვის!
– თუ მართლა შოტლანდიელი ხარ, მაშინ, რატომ გაცვია შარვალი?
– ცისფერი შოტლანდიელი ვარ!
***
მიხოს ეკითხებიან:
– პოლიტიკაში რომ მოხვიდე, ივარგებ?
– როგორ არ ვივარგებ. ზუსტად ვიცი, რით გამოვკვებო ხალხი! მაგრამ, შასჭამენ რო?!
***
– რა მიჭყლეტილი ცხვირი გაქვს, მოკრივე ხარ?
– არა, ქალების აბანოში ფანჯრების მწმენდავი.
***
კახეთში ბირჟაზე ბიჭები არაყს სვამენ. მიხო ჩაივლის და შესთავაზებენ:
- მიხო ძიავ, ერთი ჭიქა დაგვილიე და დაგვლოცე.
– აბა, კარგ ხალხს გაუმარჯოს, ცუდების დედაც მოვ..ნ!
– რას აგინებ, კაცო, გამრავლდებიან.
– მართალი ხართ, ბიჭებო, იმათ გამრავლებას, თქვენ გამრავლდით, თქვენი დედაც!
***
ახალგაზრდა კაცი ეძებს სამსახურს. მივიდა ცნობათა ბიუროში.
– თქვენი სახელი?
– გგგიიიიოოორგი.
– თქვენ ენაბლუ ბრძანდებით?
– არა, მამაჩემი იყო ენაბლუ და ასე დამარქვა.
***
– ექიმო, რა არის ყველაზე კარგი დაავადება?
– მუნი. მოგეფხანება და მოიფხან.
– ყველაზე ცუდი?
– ბუასილი, ვერც შენ ნახავ და ვერც სხვას ანახვებ.
***
მეგრელს ჰკითხეს:
– რა სხვაობაა ქალსა და კოღოს შორის?
– კოღო მხოლოდ ზაფხულში მაწუხებს.
***
ეზოდან ყვირის ბავშვი:
– დედა, ნახე, მამიკო ვიპოვე.
– რამდენჯერ გითხარი, შვილო, ნაგავში ნუ იქექები-მეთქი.
***
ორი კაცი საუბრობს:
– რომ გაიგო, ხვალ სამყაროს დასასრულია, რას იზამ?
– ავდგები და რაც კი მოძრაობს, ყველაფერს ვიხმარ. შენ?
– მე, არ გავინძრევი.
***
ფლომასტერი ეუბნება ფანქარს:
– ნახე, ბიჭო, მე რა მაგარი ვარ, ფერადი, მოდური, პლასტმასის...
– „ზატო“, მე სათლელი მყავს.
***
ოსს ეკითხებიან:
– რა ჰქვია იმ კაცს, რომელიც პრეზერვატივს არ იყენებს?
– მამა!