№30 რა მოხდა ამ დღეს
24 ივლისი
1783 – გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოსა და რუსეთს შორის.
1917 – მატა ჰარი წარდგა საფრანგეთის სასამართლოს წინაშე.
25 ივლისი
1772 – ბელორუსია შეიერთა რუსეთმა.
1967 – გაზეთ „თაიმსში“ გამოქვეყნდა ბრიტანელი როკ-მუსიკოსების მიმართვა მთავრობისადმი, მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით. მიმართვაზე „ბითლზის“ ყველა წევრის ხელმოწერა იყო.
26 ივლისი
1788 – ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ავსტრალიაში დააარსეს სიდნეი.
1947 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენმა მიიღო დადგენილება ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ, რის მიხედვითაც შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო, ნაციონალური უშიშროების საბჭო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (FBI) და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი.
27 ივლისი
1147 – დაარსდა მოსკოვი.
1996 – ატლანტის ოლიმპიურ პარკში, ზაფხულის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, აფეთქდა ბომბი. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 100-მდე ადამიანი.
28 ივლისი
1586 – სერ თომას ჰერიოტმა ევროპაში ჩამოიტანა კარტოფილი.
1900 – ლუი ლესინგმა გამოიგონა „ჰამბურგერი“.
1914 – ავსტრია-უნგრეთმა სერბიას გამოუცხადა ომი, რაც მსოფლიო ომში გადაიზარდა.
29 ივლისი
1857 – დაარსდა ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტო (მაგატე).
1958 – ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცეების კვლევის ნაციონალური სამმართველო (ნასა).
30 ივლისი
1908 – დასავლეთ ციმბირის ტაიგაში ჩამოვარდა ტუნგუსკის იდუმალი მეტეორიტი.
1964 – ამერიკელმა კოსმოსურმა სადგურმა „რეინჯერ 7-მა“ დედამიწაზე პირველად გამოგზავნა მთვარის უკანა მხარის ფოტოები.