№30 ბრძნული აზრები
ლაროშფუკო: ყველაზე სახიფათოა ბოროტი ადამიანი, რომელიც ხანდახან სიკეთესაც სჩადის.
გოეთე: კანონები შექმნეს მოხუცებმა. ახალგაზრდებს გამონაკლისები უყვართ, მოხუცებს – წესები.
კანტი: ვინც გამუდმებით სიცოცხლის დაკარგვას უფრთხის, ვერ შეძლებს სიცოცხლისგან სიხარულის მიღებას.
ვოლტერი: სულელია ადამიანი, რომელსაც არაფერი ცვლის.
ჰელვეციუსი: სიბრძნე რჩევებზე ბატონობს, ბედი – შედეგებზე.
დიდრო: ხანგრძლივი მოთმინება გულგრილობაში გადაიზრდება.
რუსო: იყიდო მშვიდობა მტრისგან, ნიშნავს – მისცე მას საშუალება, უკეთ აწარმოოს ომი შენ წინააღმდეგ.
გიუიო: ოცნებებს კაცი არ მოუკლავს, მაგრამ თავად ოცნებებისთვის კი მოუღია ბოლო.
დიზრაელი: პატიოსანი რომ იყო, უნდა ხედავდე მის საჭიროებას.
ციცერონი: რაც მეტია აზრთა სხვადასხვაობა, მით ძნელია სიმართლის დადგენა.
პოლ ვალერი: სიკეთე მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისით უპირისპირდება ბოროტებას; სხვა თვალსაზრისი მათ ერთმანეთთან აკავშირებს.
გერცენი: უბრალო ადამიანების ძალა ერთობაშია, შემოქმედი ადამიანებისა კი – მარტოობაში.
პლინიუსი: ნივთი საკუთრებაში იშვიათად ინარჩუნებს იმ მიმზიდველობას, რაც მას ჰქონდა, სანამ მის დასაკუთრებას ვესწრაფვოდით.
ვებერი: რამდენის ცოდნაა საჭირო, რომ მოყვასი შეიბრალო.
ფლობერი: ჩვენი ცოდვებისადმიც კი დავკარგეთ რწმენა.
აინშტაინი: სკოლის მიზანი ადამიანის ჩამოყალიბება უნდა იყოს და არა სპეციალისტის.
ცვაიგი: თუ ძაღლი და კატა მოულოდნელად დამეგობრდნენ, ეს ნიშნავს, რომ მზარეულის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება.
ლონდონი: ძაღლისთვის გადაგდებული ძვალი არ არის სიკეთე. სიკეთეა ძვალი გაუყო ძაღლს, როცა შენც ძაღლივით მშიერი ხარ.
ჩერჩილი: ომი იმდენად სერიოზული საქმეა, რომ გენერლებს არ უნდა ვანდოთ.
სტალინი: არაფერია დამოკიდებული იმაზე, ვინც ხმას აძლევს, ყველაფერს წყვეტენ ისინი, ვინც ხმებს ითვლიან.
უაილდი: ცინიკოსია ის, ვინც ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ არ გააჩნია ფასეულობები.
კონსტანტინე: ღამე ისეთი მრუმე იყო, როგორც ძალით გათხოვილი ქალის ხვაშიადი.
არისტოტელე: რა მნიშვნელობა აქვს, ქალია მმართველი თუ მმართველი იმართება ქალის მიერ? შედეგს ერთნაირს მივიღებთ.