კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ არის თბილისში ნინო ჭელიძისთვის დეკოლტეთი სიარული სუიციდის ტოლფასი და რის გამო დაეკიდება ის ფეხებით უკრაინულ „ფუმფულა მოდელების“ შოუში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 პროფესიით ჟურნალისტი ნინო ჭელიძე, საზოგადოებამ, „მის მკერდის“ კონკურსიდან გაიცნო, სადაც მან „მის დეკოლტეს” ნომინაციაში გაიმარჯვა. თუმცა, ლენტზე, რომელიც გამარჯვებულს გაუკეთეს, შეცდომით „მის დეკოდტე“ ეწერა, რაზეც თავად ნინო ხალისობდა. ახლახან, ის უკრაინული რეალითი შოუს ქასთინგის მონაწილე გახდა და აქტიურად გეგმავს მის მოგებას. რა პრიზს ელოდება ის ამ შოუში გამარჯვებით და რატომ არ ჰყოფნის ორი რქა ამ ცხოვრებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნინო ჭელიძე: საკმაოდ მიზანდასახული ვარ. ბავშვობის ყველა ოცნება ავიხდინე და რაც მინდოდა მაქვს და მყავს. ოცდაათ წელს გადავცდი და ასაკი არ მემჩნევა. ეს გენეტიკურია და მიხარია. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ოცნებები ამეხდინა. რაც ჩავიფიქრე, ყველაფერი გამომივიდა. მიზანმიმართული შრომა ყოველთვის ამართლებს.
– თუმცა, ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად, „რქებით მიწოლაც“ აუცილებელია. ეს თუ გეხერხება?
– მივაწვე ცხოვრებას რქებით, მეხერხება, მაგრამ ამისთვის, ორი რქა არ მყოფნის (იცინის). ადრე მშვიდი, დამთმობი ვიყავი და მივხვდი, ამის გამო ვიჩაგრებოდი. ახლა რქებიც მაქვს და არა – ორი ცალი.
– თავის დროზე, „მის მკერდის“ კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე და როგორ გგონია, რის გამო გახდი სკანდალური? ფაქტია, ეს მხოლოდ, შენი მკერდის ზომას არ უკავშირდება...
– თავიდან ეს კონკურსი საქველმოქმედო იყო, ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოვექეცი. ეს მკერდის ზომის ბრალიც არის. თუმცა, აქტიური ვარ და ალბათ, ამიტომ მივიქციე უფრო მეტად ყურადღება.
– ერთხელ იხუმრე, გრანტიჭამია, პირველი და უკანასკნელი „მის დეკოდტე“ ვარო. რა კავშირშია გრანტი ამ კონკურსთან?
– ეს ცნობილი სკანდალია, როცა ჩემი ტიტული შეცდომით დაწერეს, ხოლო გრანტიჭამია იმიტომ, რომ ბევრი პროექტი დავწერე და გრანტიც მოვიგე. მერე ამბობდნენ, გრანტები შეჭამაო და ამიტომ, ვთქვი, ვჭამე, ვჭამე გრანტები და ისე გავფუშფუშდი, რომ უკრაინის რეალითი შოუს კონკურსზეც მივდივარ-მეთქი. ასე რომ, ძირს სტანდარტი 90-60-90, მე უკრაინული რეალითი შოუს, ფუმფულა კონკურსანტი გავხდი (იცინის).
– მომიყევი, როგორ გახდი უკრაინული რეალითი შოუ „მოდელ XL-ის” მონაწილე?
– უკრაინულ ტელეარხზე „1+1“, გადის რეალითი შოუ „მოდელ XL”, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებიდან არჩევენ 10 საუკეთესო მონაწილეს. ამ შოუში მონაწილეობა გადავწყვიტე, გავაგზავნე ჩემი მონაცემები, შევავსე განაცხადი, სადაც საკმაოდ დამაბნეველი კითხები იყო და გავაგზავნე. იყო კითხვები, მაგალითად, რისი მეშინია, რა არ მიყვარს და მივხვდი, ამ კითხვებზე პასუხებს, ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ. პროფესია ამაში გამომადგა, ჟურნალისტი ვარ და ვერაფერს გამომაპარებდნენ, ვერც დამაბნევდნენ. მოკლედ, უკვე, ოფიციალურად ვარ, „1+1“ რეალითი შოუს ქასთინგის მონაწილე, როგორც „ფუმფულიკო” მოდელი.  ახლა, რამდენიმე ტურის გადალახვაა საჭირო, მსოფლიოდან შერჩეულ ათეულში მოსახვედრად. არ არის აუცილებელი, ამ კონკურსში მოდელის დამკვიდრებულ სტანდარტებში ჯდებოდე. მთავარია, გემრიელი ფორმები გქონდეს და შენი გარეგნობა სწორად გამოიყენო. მოკლედ, მთავარი მოთხოვნაა, სხეულის ბუნებრივი მონაცემები – არანაირი სამოდელო სტანდარტი, არანაირი ფორმები და პარამერტები. უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ, ფუმფულა და გემრიელი. ვიზუალის გარდა, პროდაქშენს აინტერესებს, რა ოცნებები მაქვს, მოტივაციები, განათლება და ისიც კი აინტერესებთ: ტატუ ან სვირინგი თუ მაქვს, თმის ფერი და სიგრძე, მოკლედ, ყველა დეტალი.
– ანუ, აუცილებელია, ამ შოუში რომ მიიღო მონაწილეობა, ფუმფულა იყო?
– კი, ასეა. 44 ზომაზე დიდ ტანსაცმელს უნდა ატარებდე, ეს მთავარი მოთხოვნაა. ყველანაირ პარამეტრში ჩავჯექი. სხვა სამოდელო სტანდარტი არ არის – გემრიელი ფორმებით იგებ. თან, საქართველოდან, პირველი კონკურსანტი ვარ და საკმაოდ ვნერვიულობ.
– როგორც ვიცი, ამ შოუში რთულია გამარჯვება და ბევრი წინაღობის გადალახვაც მოგიწევს. ამისთვის მზად ხარ?
– გამარჯვებულისთვის პრიზია დაწესებული – უცხოური სამოდელო სააგენტო გიფორმებს კონტრაქტს და ამერიკაში მიდიხარ საცხოვრებლად, რაც არ უნდა დამიჯდეს, ეს შოუ უნდა მოვიგო – თუნდაც გველის ჭამა და ფეხებით დაკიდება მომიხდეს. თვე-ნახევარი გაგრძელდება შოუ და მაქსიმალურად უნდა მოვითმინო, ავიტანო ყველაფერი. დიდი შანსია, წყალქვეშა ფოტოსესიაში მომიწიოს მონაწილეობა და ცურვა არ ვიცი. ცოტას ვნერვიულობ. თუ ამ მოთხოვნას არ შევასრულებ, წავალ სახლში. მაგრამ, რომ მახსენდება, რა უნდა მოვიგო, ყველაფერს შევძლებ (იცინის).  
– საქართველოში ცნობილი „მის მკერდის“ კონკურსიდან გახდი. ქუჩაში თუ გცნობენ, თუ მხოლოდ მკერდზე გაკვირდებიან მამაკაცები?
– თბილისში დეკოლტეთი სიარული სუიციდის ტოლფასია. ხშირად მეუბნებიან, როგორ გვეცნობი და ნეტავ, საიდანო. თუ დეკოლტე მაცვია, ყველა მკერდზე მაკვირდება და მაშინ მცნობენ.
– ეს დისკომფორტს არ გიქმნის, როცა მამაკაცი მკერდის ზომით გაფასებს და არა ინტელექტის დონით?
– გააჩნია, ვინ მაფასებს. ჭკვიანმა მამაკაცმა იცის, რას მიაქციოს ყურადღება ქალში. როცა ქუჩაში მკერდზე მაკვირდებიან, სასიამოვნო შეგრძნებაა, არ მიქმნის დისკომფორტს.  თუმცა, თუ გამჭოლი მზერა და უხეში გამოხედვა დავიჭირე, ამის „გატარებაც“ შემიძლია. ახლა თუ მკერდზე მაკვირდებიან, უკრაინული შოუს გამარჯვების მერე, უფრო კარგად დამინახავენ (იცინის).
– როგორ მამაკაცს ვერ იგუებ გვერდით  და რამდენად ადვილია შენი გაშიფვრა?
– ვერ ვიგუებ გვერდით ტუტუც მამაკაცს. ვერ ვიტან უინტელექტო, უყურადღებო, ცანცარა და ისეთ მამაკაცს, ბევრს რომ ლაპარაკობს. ვინც ჩემი გარეგნობის მიღმა, ჩემს შინაგან სამყაროს დაინახავს, მას შევიყვარებ. ჩაკეტილი და უკონტაქტო არ ვარ, მაგრამ ყველას ვერ გავუყადრებ თავს. ახლა არ მცალია პირადი ცხოვრებისთვის, რეალითი შოუ უნდა მოვიგო, ამერიკაში წავიდე და სამოდელო სააგენტოსთან გავაფორმო კონტრაქტი. თუ ვერ მოვიგე, მერე შევარჩევ ვინმეს და შევიყვარებ (იცინის).
скачать dle 11.3