კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-29(864)




ვარლამმა ქალი ყურადღებით შეათვალიერა. მისი ნაკვთებიდან და ასაკიდან გამომდინარე, ახალმოსულს საოპერაციო არაფერი სჭირდა. მას ნაოჭებიც კი არ ჰქონდა სახეზე და არც საკორექციო იყო. ამიტომ, უთხრა:
– იცით, ძალიან კარგად გამოიყურებით და საოპერაციო არაფერი გჭირთ. ნაოჭებიც კი არ გაქვთ და კორექციაც არ გჭირდებათ.
– მე სახის შეცვლა მსურს, – გაიმეორა ქალმა, – სხვა სახე მინდა, მქონდეს. გესმით?
– სხვა სახე?
– დიახ. სხვა სახე. ვერავინ რომ ვერ მიცნოს, ისეთი.
– გასაგებია, მაგრამ ეს არც თუ ისე იოლია.
– თქვენზე მითხრეს, სუპერკლასის ქირურგი-კოსმეტოლოგიაო და ნუთუ ამას ვერ შეძლებთ?
– მე ტექნიკური, ანუ სამედიცინო მხარე არ მაქვს მხედველობაში.
– აბა, რა?
– კანონიერი.
– ვერ გავიგე? – თქვა ქალმა.
– სახე რომ შეიცვალოთ, ამისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო უშიშროების კომიტეტიდან.
– საიდან?
– „კაგებედან“.
– „კაგებედან“? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ. იქიდან. ამას კი ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება. დასაწყისისთვის, განცხადება უნდა შეიტანოთ ამ უწყებაში, სადაც თქვენი სურვილის მოტივი უნდა დაასახელოთ. ერთი სიტყვით, „კაგებეში“ უნდა მიბრძანდეთ და იქ ყველაფერში დაწვრილებით გაგარკვევენ.
ქალი არანორმალურის თუ არა, საკმაოდ უცნაური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კვლავ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ვარლამს უთხრა:
– მე თქვენ კარგად გადაგიხდით, თუკი ამ საქმეს „კაგებეს“ გარეშე მომიგვარებთ.
– თქვენი სახელი, ქალბატონო?
– ლამარა. ვიწრუაშვილი ლამარა, – თქვა ქალმა.
– ქალბატონო ლამარა, ასეთი რამ გამორიცხულია. თუკი „კაგებე“ საქმის კურსი არ ჩავაყენეთ და ოპერაცია მის გარეშე ჩავატარეთ, რაც შეუძლებელია, უმკაცრესად დამსჯიან და თქვენც, მათ შორის.
– ჯაშუში ან ძებნილი კი არ ვარ, ექიმო. უბრალოდ, დესპოტი ქმარი მყავს და მას მინდა, დავემალო. სახესაც ამიტომ ვიცვლი.
– გასცილდით და მოშორდებით.
– გაცილებული ვარ, მაგრამ ეს რომ შველოდეს, – ხელი ჩაიქნია ქალმა, – სოხუმიდან გამოვექეცი, მაგრამ აქაც მომაგნო და საშველს არ მაძლევს. მთვარეზე რომ გავფრინდე, იქაც მიპოვის. სწორედ ამიტომ მინდა სახის შეცვლა. ძებნას დამიწყებს, ვერ მიპოვის და მისგან მოსვენებული ვიქნები.
– მე უნებართვო ოპერაციას ვერ გაგიკეთებთ, – დაიწყო ვარლამმა, მაგრამ ქალმა სიტყვა გააწყვეტინა:
– ხუთი ათასიც რომ გადაგიხადოთ, მაინც არა?
– ხუთ მილიონადაც კი არა, – თავი გააქნია კოვზირიძემ.
– სამწუხაროა, სამწუხარო. რა ვქნა, არ ვიცი.
– შემიძლია, ერთი რამ გირჩიოთ.
– რა?
– მილიციას მიმართეთ.
– მილიცია ვერ მიშველის. ბევრჯერ მივმართე, მაგრამ მაინც არ მეშვება. მილიციაში მეუბნებიან, – ხულიგნობასა და შეურაცხყოფას რადგან არ აქვს ადგილი, ვერ დავიჭერთო.
– აბა, დესპოტიაო, რომ თქვით.
– დესპოტია, დესპოტი, დიდი დესპოტი. ყველგან მხვდება, თვალებში მიყურებს და მიმეორებს: ლამარ, ლამარ, ჩემო ლამარ, მუდამ ჩემი იქნებიო. მე კი ეს არ მინდა. ვღიზიანდები და ვტირი. აი, ამიტომ მინდა სახის შეცვლა.
ვარლამმა ხელები გაშალა და თქვა:
– რა გიყოთ, ქალბატონო ლამარა, თავს ზემოთ ძალა არ არსებობს. სხვაგვარად ეგ საქმე არ გამოვა.
– კარგი, კარგი, წავედი, წავედი, – თქვა ქალმა და დაუმშვიდობებლად დატოვა კოვზირიძის კაბინეტი.
ქალის საქციელიდან გამომდინარე, ვარლამ კოვზირიძეს უფრო განუმტკიცდა აზრი მისი არანორმალურობის თაობაზე. თუმცა, თავის „ახალი თანაშემწე“ (სინამდვილეში „კაგებეს“ ოპერმუშაკი) იხმო და უთხრა.
– ახლა რომ ჩემთან ქალი იყო, ლამარა ვიწრუაშვილად წარმომიდგა. მითხრა, არალეგალურად მინდა სახის შეცვლაო. გადაეცი ეს ინფორმაცია და უთხარი, გადაამოწმონ.
– კარგი. გასაგებია. უკვე აქ მყავს, – ქალმა მინიატურულ ფოტოაპარატს დაადო თითი, რომელიც ფოლადის სანთებელაში იყო ჩამონტაჟებული.
– კეთილი, ლენა, აბა, შენ იცი, – უთხრა კოვზირიძემ ლენა გოგიას, რომელიც ვარლამის ყველა პაციენტსა თუ მომსვლელს ფოტოსურათებს უღებდა და, შემდეგ მათ „კაგებეში“ ამოწმებდა ფარულად. ხოლო საეჭვოებს – უთვალთვალებდა.
იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც „ოქროს საცერი“ დაიწყო, ეს უცნაური, ლამარა ვიწრუაშვილად წარმომდგარი ქალი, პირველი იყო, ვისითაც „კაგებე“ სერიოზულად  დაინტერესდა. გიგაურის ერთ-ერთი ხელქვეითი, რომელსაც ინფორმაციის გადამოწმება ევალებოდა, მაიორს კონსპირაციულ ბინაში ეახლა და უთხრა:
– ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ.
– აბა, გისმენ. თქვი, რა გაარკვიეთ, – მიუგო ზურაბმა და სმენად იქცა.
– ეს ქალი, ლამარა ვიწრუაშვილად რომ ასაღებს თავს, სინამდვილეში ბაბულია გოგსაძეა. არც სოხუმში უცხოვრია ოდესმე, არც გათხოვილი ყოფილა და არც არსად უმუშავია არასდროს, თუ არ ჩავთვლით, თეატრს. ერთხელ კი თაღლითობისთვის ციხეში იჯდა ორი წელი. ერთ-ერთი კოლმეურნეობის მძღოლს შეჰპირდა, მანქანა „კოლხოზნიკს“ გაყიდინებ ურიგოდო. ექვსი ათასი მანეთი გამოართვა და მიიმალა. მაგრამ, დაიჭირეს და პასუხისგებაში მისცეს. ამჟამად ცხოვრობს „ნახალოვკაში“ და წვრილმან სპეკულაციას ეწევა. თანაც, გამოჭერაზეა და ვინმე ფულიანს თუ მოიგდებს ხელში, საკუთარი სხეულის საფასურად თავს ანახვინებს. ახალგაზრდობაში თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ცოტა ხანს პროვინციულ თეატრში მსახიობადაც მუშაობდა. გააბა რომანი მთავარ რეჟისორთან და მისი საყვარელი გახდა. ეს რომ რეჟისორის ცოლმა შეიტყო, ბაბულიას სახლში მიუვარდა და სასტიკად სცემა. ამის გამო ბაბულიას თეატრიდანაც და რეგიონადაც წამოსვლა მოუწია. მას მერე თავის პროფესიას აღარ გაკჰარებია და არც არსად უმუშავია. ორმოცი წლისაა და ნათესავებთან კონტაქტი არ აქვს. მასზე უკვე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალია დაწესებული და ჩვენი ოპერატიული ჯგუფები თვალს არ აცილებენ.
ზურაბმა გააბოლა. ოთახში გაიარ-გამოიარა. ხელქვეითის სიტყვები გააანალიზა და თქვა:
– აშკარაა, რომ ეგ ქალი კოვზირიძესთან მიგზავნილია და როგორც ეტყობა, ეს იმან ან იმის დავალებით გააკეთეს, ვისზეც ვნადირობთ, მაგრამ ასე აშკარად?
– ხომ არ ავიყვანოთ ეს ქალი და დავკითხოთ? – იკითხა ხელქვეითმა.
– არავითარ შემთხვევაში, – კატეგორიული ტონით თქვა გიგაურმა, – თვალთვალი, ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ თვალთვალი და მეტი არაფერი. თანაც ისე, რომ არ გავიშიფროთ. წამითაც არ უნდა იგრძნოს ქალმა, რომ მეთვალყურეობის ქვეშაა.
– ამხანაგო მაიორო, თუკი ფიქრობთ და მეც მასე მგონია, რომ ეგ ქალი იმან გამოგზავნა, ვისაც ვეძებთ, რომ ავიყვანოთ და დავკითხოთ, თანაც დაჭერით დავემუქროთ, არ გაამხელს იმ კაცის ადგილსამყოფელს? – შესთავაზა ხელქვეითმა გიგაურს?
– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გოგსაძის აყვანა. ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, რომ არც კი ეცოდინება იმის ადგილსამყოფელი, ვისაც ჩვენ ვეძებთ. და, საერთოდ, ინტუიცია მკარნახობს, რომ ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული და სხვა რაღაცაშია საქმე. ამიტომ, მხოლოდ თვალთვალი, თვალთვალი და თანაც ისეთი, რომ არ გავიშიფროთ. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო.
– კარგი. თავისუფალი ხარ, – გაისტუმრა გიგაურმა ხელქვეითი. შემდეგ მეორე ოთახში გავიდა, სადაც მას ვარლამ კოვზირიძე ელოდებოდა და უთხრა:
– საინტერესო სუბიექტია ვიწრუაშვილი-გოგსაძე. ხომ გესმოდა, რა მომახსენეს მასზე?
– კი. ყველაფერი გავიგე.
– მერე, რას ფიქრობ?
– იმას, რასაც შენ. ან თავად ევგენი მოროზოვმა გამომიგზავნა, ან მისი დავალებით გააკეთეს ეს. მაგრამ, რა მიზნით? – თქვა კოვზირიძემ.
– მიზანი, როგორც უკვე ადრე შევთანხმდით, ერთია – შენი ლიკვიდაცია, რომ ერთადერთი მოწმე თავიდან მოგიშოროს, მაგრამ როგორ? აი, ესაა გასარკვევი.
– მე ფრთხილად ვარ. არც არავის მოწოდებულს ვსვამ და ვჭამ, რა თქმა უნდა, შემოწმებული ადამიანების  გარდა. რომ მესროლონ ან ცივი იარაღი გამოიყენონ ჩემ წინააღმდეგ, ამისთვისაც მზად ვარ, – თქვა კოვზირიძემ, – ეს ქალი ნამდვილად არ ჰგავდა მკვლელს.
– არა. ეგ ქალი შენს მოსაკლავად არ მოსულა, სულ სხვა მისია აკისრია.
– მაინც, რა?
– ვფიქრობ, ის უფრო სატყუარაა.
– სატყუარა? – გაიმეორა კოვზირიძემ.
– ჰო, სატყუარა.
– მაინც, რას გულისხმობ?
– რას და, მოროზოვი, ალბათ, იმასაც ფიქრობს, რომ შენ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობ და თუკი ჩვენ მას დავაკავებთ, მაშინ გავიშიფრებით. აი, ამიტომ არ შეიძლება ამის გაკეთება. თანაც, მოროზოვს, სავარაუდოდ, უნდა, რომ ყურადღება ამ ქალზე გადაგვატანინოს. თვითონ კი სხვა ფანდი ჰქონდეს მომზადებული და ასე განახორციელოს შენი ლიკვიდაცია. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უპირველესად,  კი – შენ. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიო შეთანხმებული ინსტრუქცია.
– არ დავარღვევ. მხოლოდ შენები გააფრთხილე, რომ ეკა და ირინე საიმედოდ დაიცვან და მათ არ დაემუქროთ საფრთხე, – მიუგო ვარლამმა გიგაურს.
– საიმედოდ იცავენ. დარდი ნუ გაქვს, – დაამშვიდა გიგაურმა კოვზირიძე. შემდეგ ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და ბოლოს თქვა:
– თუ ეს ქალი ევგენი მოროზოვმა მოგიგზავნა და ვფიქრობ, რომ მასეა, საინტერესოა, საიდან შეიძლება ის მას იცნობდეს?
– შეიძლება, არც იცნობდეს პირადად. ვინც მას იცნობს, ის მიუგზავნა ქალს და იმ ნაცნობის მეშვეობით მოქმედებს, – თქვა ვარლამმა.
– მასეც შეიძლება იყოს, მაგრამ ისიცაა საინტერესო, თუ როგორ აიძულეს ეგ გოგსაძე, ასეთ რამეზე წასულიყო? რა, სულელი ხომ არაა, არ იცოდეს, რომ ექიმი, ანუ ამ შემთხვევაში შენ, „კაგებეს“ შეატყობინებდა პაციენტის ასეთ უკანონო თხოვნას და „კაგებესთან“ საქმის დაჭერა, თანაც ნასამართლევ ქალს, რაში სჭირდება?
– ამიტომაც მომატყუა თავისი გვარი.
– რა, არ იცის, რომ მაინც მოვძებნით? მით უმეტეს, ექიმ-კოსმეტოლოგის აღწერილობის შედეგად. სიტყვიერი პორტრეტის შესახებ გაგონილი ექნება, – თქვა მაიორმა.
– ეტყობა, ან დიდი ფული მისცეს, ან რაიმე კომპრომატით შეაშინეს. ან კი ორივე ერთად, – თქვა კოვზირიძემ.
– მართალი ხარ. ამიტომ, ორი რამ უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ გულდასმით გავარკვიოთ ყველაფერი გოგსაძეზე. ჩვენი ოპერები კი მის ცარიელ სახლს უნდა ესტუმრონ „ნახალოვკაში“. ყველაფერი გულდასმით დაათვალიერონ და იქნებ მიაგნონ რამეს, – თქვა გიგაურმა.
ზურაბ გიგაურმა საკმაოდ ღრმა განსჯის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ლამარა ვიწრუაშვილის, სინამდვილეში კი, ბაბულია გოგსაძის სახლი „ნახალოვკაში” საიდუმლოდ გაეჩხრიკათ. თავად ქალის ხელის ხლება არ შეიძლებოდა, რომ უფრო „მსხვილი თევზი“, შესაძლოა, მთავარი მტაცებელიც კი, არ დაეფრთხოთ. მართალია, ქალზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი იყო დაწესებული და „კაგებე“ ყოველ მის ნაბიჯს აკონტროლებდა, მაგრამ ეს ღონისძიება არაფერს იძლეოდა. ქალი თავის ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა. საეჭვოს არავის ხვდებოდა. მხოლოდ თავის საყვარელთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელსაც „წველიდა“. საყვარელი კი „კაგებეს“ საფუძვლიანად ჰყავდა გადამოწმებული და დადგენილი იყო, რომ ეს ცოლშვილიანი „ცეხავიკი“ კაცი მხოლოდ ფულის კეთებით, ბაბულიასთან სასიყვარულო ურთიერთობითა და რესტორნებში ქეიფით იყო დაკავებული. სხვა, „კაგებესთვის“ საინტერესო, საეჭვო კავშირები მას არ ჰქონდა. ზურაბმა ბევრი იფიქრა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბაბულია გოგსაძეს ფულმა, ძლიერმა შიშმა, ან ორივემ ერთად გადაადგმევინა ისეთი საშიში ნაბიჯი, რაც ვარლამ კოვზირიძესთან მისვლა და კარგი გასამრჯელოს სანაცვლოდ, სახის არალეგალური ოპერაციის გაკეთების თხოვნა იყო.
– თუ იმ ვიწრუაშვილ-გოგსაძემ ფული აიღო, მაშინ სახლში ექნება დამალული და ვიპოვით. თუმცა, ეს ბევრს არაფერს მოგვცემს, – უთხრა მაიორმა კოვზირიძეს კონსპირაციულ ბინაში მორიგი შეხვედრის დროს, თან დააყოლა, – იქნებ, ამ ქალს ჩვენთვის უფრო საინტერესო რამე ჰქონდეს. მაგალითად, ჩანაწერები, რომელიც მოროზოვის კვალზე გაგვიყვანს.
– ესე იგი, გადაწყვიტე, იმ ქალის ბინის ფარული დათვალიერება, – თქვა ვარლამმა.
– კი. გადავწყვიტე და პირველივე ხელსაყრელ მომენტში გავაკეთებთ, – მიუგო მაიორმა ექიმს.
ბაბულია გოგსაძის კერძო ბინის ფარულად დათვალიერებისთვის ხელსაყრელი მომენტი ორი დღის შემდეგ დადგა. წყვილი ორი დღით ბათუმში გაემგზავრა სასიყვარულოდ. მათ, რა თქმა უნდა, „კაგებეს“ ოპერჯგუფი დააჯდა კუდზე. სხვა ჯგუფმა კი დრო იხელთა და ბაბულიას კერძო სახლში ღამით, ფარულად შეაღწია და იქაურობა საგულდაგულოდ დაათვალიერეს. სპეციალური ფოტოაპარატით ყველაფერს სურათები გადაუღეს და მაიორ გიგაურს მიუტანეს. როგორც ზურაბი ვარაუდობდა, გოგსაძის ბინაში საიდუმლო სამალავი აღმოჩნდა. იქ კი – ოქროს სამკაულები და ოცდახუთი ათასი მანეთი. თუმცა, ფულის წარმომავლობის გარკვევა ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. თანხა, შესაძლოა, ქალს ნაგროვები ჰქონოდა, ან საყვარლისგან „მოწველილი“. გამორიცხული არ იყო ისიც, რომ ეს ფული მისთვის კოვზირიძესთან ვიზიტისთვის გადაეხადათ. ასევე, შეიძლება, ყოფილიყო ოქროს სამკაულებიც. ქალს არც საეჭვო ჩანაწერები აღმოაჩნდა სახლში და არც საეჭვო ფოტოები. თუმცა, ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო დეტალს მაინც მიაგნეს „კაგებეს“ ოპერებმა. სამალავში, სადაც ფული და ძვირფასეულობა ინახებოდა, კალიუმციანიდის ოთხი ამპულა იპოვეს. გიგაურს რომ ფარული დათვალიერების სრული ანგარიში წარუდგინეს, მაიორმა ყველაფერი საგულდაგულოდ გაიაზრა და კონსპირაციულ ბინაზე დაბარებულ კოვზირიძეს უთხრა:
 – ეს გოგსაძე, არა მხოლოდ წვრილმანი  თაღლითი და ფულიანებზე მონადირე ბოზი ჩანს....
– აბა, კიდევ ვინაა?
– მკვლელი.
– მკვლელი? – გაიმეორა ვარლამმა.
– კი. ასეა. სამალავში მას ძვირფასი ოქროს ნივთები, ოცდახუთი ათასი მანეთი და კალიუმციანიდის ოთხი ამპულა აქვს შენახული. ოქრო და ფული გასაგებია, მაგრამ საწამლავი რად უნდა, თუ მკვლელი არ არის?
– ოქროს მოყვარული ყოფილა და კალიუმციანიდი იქნებ ოქროს დასამუშავებლად სჭირდება. როგორც ვიცი, ციანიდს ამ საქმისთვისაც იყენებენ, – იხუმრა ვარლამმა.
– სახუმაროდ გვაქვს საქმე? – თავი გააქნია მაიორმა, – ფრთხილად, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ვარლამ. ის ამპულები გამორიცხული არაა, შენთვის იყოს გამზადებული და დიდი სიფრთხილე გმართებს.
– კედელში თუ გამოძვრება ეგ ვიწრუაშვილი-გოგსაძე და ძილის დროს თუ ჩამასხამს  პირში საწამლავს, არ ვიცი. ისე კი, მეტი რაღა ფრთხილად უნდა ვიყო. გაწვრთნილი ძაღლივით, სხვისი ხელით მოწოდებულს არაფერს ვსვამ და ვჭამ. ყველასა და ყველაფერს ვაკვირდები და შენს ინსტრუქციებს ზედმიწევნით ვასრულებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3