კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ ვებრძოლოთ კანზე გაჩენილ სტრიებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

სტრიების გაჩენა კანზე, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ის ხშირად, ორსულობის ან  სხეულის მოცულობის სწრაფი ზრდის და შემდეგ, დაკლების შედეგია. კოლაგენისა და სხვა ნივთიერებების ნაკლებობის შემთხვევაში, რომელიც პასუხს აგებენ ელასტიკურობაზე, ჩნდება წყვეტილი ხაზები კანზე.
თუ გსურთ სტრიების მოშორება, თავდაპირველად, კანის ზედა ფენა გახადეთ გლუვი და სწორი. ამისთვის, გამოიყენეთ ნებისმიერი სკრაბი, რადგან სამკურნალო პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც მოგიწევთ შემდეგ ეტაპზე, უკეთ შეიწოვება და იძლევა უფრო ძლიერ ეფექტს. პრობლემური ადგილი დაიმუშავეთ სკრაბით. თუ გნებავთ, მის მაგივრად, გამოიყენეთ  მსხვილად დაფქული ყავის ნალექი. ეს მასა შეიზილეთ კანში ნაზი, წრიული მოძრაობით, 5-10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, სტრიის გაჩენის ადგილზე წაისვით კოლაგენის შემცველი კრემი და კარგად შეიზილეთ კანზე.
სტრიების მოშორების ეფექტური საშუალებაა ნუშის, ზეითუნის ან ხორბლის ზეთის შეზელა. მათ შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით B ვიტამინი, რომელიც პასუხს აგებს, კანის ელასტიკურობაზე. ნუშის ზეთი შეესაბამება ცხიმიან კანს, ხოლოდ მშრალი კანისთვის უმჯობესია, ნუშისა და ხორბლის ზეთის ნაზავი.
რეგულარულად გაიკეთეთ მასაჟი. კანის ნებისმიერი დაზელა ახდენს სისხლის მიმოქცევის აქტივაციას. ასე, აღდგენის პროცესი და უჯრედების გენერაცია ძლიერდება.
შეცვალეთ ჩვეული კვების რაციონი. სტრიები სხეულზე იმ შემთხვევაშიც ჩნდება, თუ ორგანიზმში არ არის საკმარისი კოლაგენი და ნივთიერებები, რაც აუცილებელია ქსოვილების ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. მიირთვით ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, ნატურალური მცენარეული ზეთები და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. წყლის საჭირო რაოდენობის არსებობა ორგანიზმში, ეხმარება უჯრედებს, მუდმივ რეგენერაციასა და კანის ელასტიკურობის შენარჩუნებაში.
თუ სტრიების წარმოქმნიდან გასულია დიდი დრო  და უკვე თეთრი შეფერილობისაა, მაშინ მათი სახლის პირობებში მოშორება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ კოსმეტოლოგიური მეთოდების გამოყენება. სტრიების მოშორება, შეუძლია ისეთ პროცედურებს, როგორიცაა: ლაზერული პილინგი, მეზოთერაპია, ფოტოპიგმენტაცია.скачать dle 11.3