კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა დაწერა ჰიტლერმა სტალინზე თავის ანდერძში, თვითმკვლელობის წინ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


მიუხედავად იმისა, რომ არც საბჭოთა და არც პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფია ამას არ ასაჯაროებდა, ირკვევა, რომ სტალინს და ჰიტლერს საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ეს ორი ბელადი, გარდა იმისა, რომ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს (ბიჭვინთაში და ლვოვში), თითქმის ყოველკვირეული კომუნიკაცია ჰქონდათ. ერთმანეთს წერილებსა  და საჩუქრებსაც კი უგზავნიდნენ... პროფესორი საველი ლენსკი წერს: „უდავო ფაქტია, რომ სტალინიც და ჰიტლერიც დიდი პოლიტიკოსები იყვნენ. არც ეშმაკობა აკლდათ და თუ საჭირო იყო, არც სისასტიკეზე იხევდნენ უკან, თუმცა, სტალინი ბევრად აღემატებოდა თავის მეტოქეს ნებისყოფით, გამძლეობითა და შორსმჭვრეტელობით. დღესდღეობით, მსოფლიოს თითქმის ყველა წონიანი ანალიტიკოსი იმ აზრზეა, რომ შორსმჭვრეტელმა სტალინმა ჰიტლერი მოატყუა, როდესაც მას 1939 წელს, თავდაუსხმელობის პაქტი დაადებინა. ამით მას დრო დააკარგვინა და საბოლოოდ, ომიც მოუგო. დოქტორ ვერნერ კრებსის აზრით, ჰიტლერს რომ საბჭოეთისთვის 1937 წელს შეეტია, მოსკოვსაც აიღებდა, ლენინგრადსაც, ყველა დიდ ქალაქსაც და მინიმუმ, ურალამდე ჩავიდოდა. აღმოსავლეთიდან კი იაპონია შემოუტევდა და საბჭოეთისგან არაფერი დარჩებოდაო. თუ გავითვალისწინებთ იმ წლების ყველა სტრატეგიულ მაჩვენებელს, ეკონომიკისა და სამხედრო სფეროში, რაშიც გერმანია ორჯერ აღემატებოდა საბჭოთა კავშირს, გამოდის, რომ კრებსი და მისი კოლეგები არ ცდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე კარგად იცოდა სტალინმა და სწორედ ამიტომ იღონა ყველაფერი, რომ ჰიტლერი 4-5 წლით მაინც შეეჩერებინა და მან ეს შეძლო. 1945 წლის აპრილში კი, რაიხსკანცელარიის ბუნკერში გამომწყვდეულმა ჰიტლერმა, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისი ანდერძის ერთ-ერთ მონაკვეთში დაწერა: „სტალინთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება არ უნდა დამედო და საბჭოთა კავშირზე 1937 წელს უნდა გამელაშქრა. „რუსმა ბელადმა“ (სტალინმა) ჩემზე მეტი შორსმჭვრეტელობა და ჭკუა გამოიჩინა. მომატყუა. დრო მოიგო, გაძლიერდა და ვეღარ გავუმკლავდით...“ ჰიტლერის ეს აღსარება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტალინის, როგორც ფართომასშტაბიანი პოლიტიკოსის გენიას და ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს.
სტალინის მდივანი, პოსკრებიშევი, წერდა თავის დღიურებში: „1939 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც სამიოდე საათი იყო დარჩენილი, რომ გერმანიის ელჩმა, შულენბურგმა ჰიტლერის საახალწლო დეპეშა მიუტანა სტალინს. მასში ფაშისტი ფიურერი საუკეთესო სურვილებს გამოთქვამდა და სტალინს მუდმივ ძმობას ეფიცებოდა. სტალინმა დეპეშა წაიკითხა. შემდეგ შულენბურგს მოცდა სთხოვა, საპასუხო ბარათი საკუთარი ხელით დაწერა და გერმანიის ელჩს გაატანა ჰიტლერისთვის გადასაცემად. ელჩი რომ გავიდა, სტალინს ჩაეცინა და ჩაილაპარაკა: „დრო არ ითმენს, დრო. არავინ იცის, როდის დაარღვევს პაქტს ჰიტლერი და რაც შეიძლება, გვიან უნდა მოხდეს ეს“. უკვე ომის შემდეგ, როცა ჰიტლერი გავანადგურეთ, სტალინს არაერთხელ უთქვამს, – ყოჩაღ ჩვენ, რომ ჰიტლერს ორი წლით დავაგვიანებინეთ ომის დაწყებაო.“
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის უშუალო მითითებით, საბჭოთა სტრატრეგიული დაზვერვის გერმანული მიმართულება დანარჩენ მიმართულებებზე ათჯერ მეტად ფინანსდებოდა. იქ არა მარტო კადრის მზვერავები მუშაობდნენ, არამედ მაღალი კლასის მეცნიერები, ეკონომისტები და ყველა სტრატეგიული დარგის მუშაკი, ვინც კი დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიდა სტალინს გერმანიისა და გერმანიის სატელიტი ქვეყნების პოტენციალზე. ამგვარად, მოყოლებული 1938 წლიდან, საბჭოთა ბელადს ნათელი, უზუსტესი ინფორმაცია ჰქონდა მომავალი მეტოქის შესაძლებლობებზე და საბჭოთა სამხედრო მანქანასა და ეკონომიკას შესაბამისი ტემპებით ზრდიდა. ამის პარალელურად კი, საბჭოთა დაზვერვა წარმატებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწეოდა ფაშისტური გერმანიის დაზვერვასთან – საბჭოთა სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დაკნინება ხდებოდა, რომ „ჰიტლერი მშვიდად ყოფილიყო, არ აფეთქებულიყო და მზარდი საბჭოთა პოტენციალით შეშინებულს, დროზე ადრე არ დაეწყო ომი...“
ჰიტლერის ყურადღების მოსადუნებლად და მისთვის ლოიალურობის გამოსახატავად, სინამდვილეში კი, მოსატყუებლად, სტალინი სხვადასხვა ფანდს მიმართავდა. ერთ-ერთი ასეთი ფანდი გახლდათ ჰიტლერის წიგნის „მაინ კამფის“ ხელახალი, უფრო ძვირფასი და დახვეწილი გამოცემა საბჭოთა კავშირში. აგრეთვე, გერმანული კულტურის პოპულარიზაცია. ამ მიზნით, სტალინის უშუალო მითითებით, 1939 წლის დეკემბერში, მოსკოვში ბავარიის მხარის ფოლკლორული ანსამბლი ჩამოვიდა. კონცერტი „დიდ თეატრში“ გაიმართა. მას სტალინი დაესწრო და კონცერტის დაწყების წინ, ხუთწუთიანი საქებარი სიტყვა წარმოთქვა გერმენულ კულტურასა და მათ ფიურერზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ 1940 წელს, უკვე გერმანიაში გაემგზავრა და ბერლინის ოპერის თეატრში გამართა კონცერტი საბჭოთა კავშირის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, რომელიც სხვადასხვა რესპუბლიკის ხალხთა ფოლკლორს აერთიანებდა. საგულისხმო ფაქტია, რომ ყველაზე დიდი მოწონება ქართულმა ცეკვამ დაიმსახურა და მას ჰიტლერის პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა „ნატიფი ხელოვნების მწვერვალი“ უწოდა. ასეთ კულტურულ-პოლიტიკურ „სიყვარულში“ გადიოდა დრო. ქვეყნების შიგნით კი დიდი ომისთვის გაძლიერებული მზადება მიმდინარეობდა და სტალინი ამაში აშკარად უგებდა ფაშისტ ფიურერს, თან დეზინფორმაციით ამარაგებდა. როგორც ეტყობა, საბჭოეთიდან ერთ-ერთი სასიამოვნო ინფორმაციის მიღების შემდეგ „გულაჩუყებულმა“ ჰიტლერმა სტალინს თავისი ერთ-ერთი ნახატი გაუგზავნა, რომელიც 1927 წელს იყო შესრულებული. მასზე ბავარიის ალპები ეხატა და მიაწერა: „ეს ჩემი სამშობლოს მთებია, მაღალი და ღმერთთან მიახლოებული – ჩემ მიერ შესრულებული ახალგაზრდობაში“. სტალინმა ჰიტლერს ძვირფას მუყაოზე საკუთარი ხელით დაუწერა საკუთარი ლექსი სამშობლოზე („ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“) და უკან მიაწერა: „ეს კი ჩემს სამშობლოზეა ლექსი, რომელიც თვით ღმერთია. ჩემი დაწერილია ბავშვობაში. პატივისცემით – სტალინი“.
საკუთარი ხელით შესრულებული ნამუშევრები ორმა ბელადმა 1940 წლის ივნისში გაცვალეს. წინასწარი შეთანხმებით, მათი მესამე შეხვედრაც უნდა შემდგარიყო, მაგრამ ერთი წლით გადაიდო. ერთი წლის შემდეგ კი, ჰიტლერი უკვე საბჭოთა კავშირში შეიჭრა, თუმცა დაგვიანებული გახლდათ. სტალინმა მას სასიკვდილო გაკვეთილი ჩაუტარა“.
скачать dle 11.3