კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ დავიწიოთ სახლის პირობებში სისხლში შაქრის დონე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


არაერთი მცენარეული საშუალება არსებობს სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად. გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:
დაფნა
დაფნის ფოთოლი ძალიან ეფექტურად მოქმედებს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე. ამისთვის დაგჭირდებათ ათი ცალი დაფნის ფოთოლი, რომელიც კარგად უნდა დააქუცმაცოთ, შემდეგ კი მოათავსოთ თერმოსში. დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში სამჯერ მეოთხედი ჭიქის ოდენობით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ, ეს საშუალება საკმაოდ ხანგრძლივად, ნახევარი წლის განმავლობაში გამოიყენოთ. ასევე, ათ ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 600 მილილიტრი ცხელი წყალი. გააჩერეთ სამი საათით და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ასი მილილიტრი დღეში სამჯერ.
გოგრის თესლი
ამ თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტია. ზოგადად, გოგრის თესლს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ბუნებრივია, ეხმარება ორგანიზმს შაქრის დონის დარეგულირებაშიც. ეფექტური შედეგის მისაღწევად, ჭამეთ გოგორის თესლი რეგულარულად.
ნიგოზი
ბევრ სასარგებლო თვისებასთან ერთად, ნიგოზს ეს ფუნქციაც აქვს. მას შეუძლია, სისხლში შაქრის შემცველობის დონე დაიწიოს. ამისთვის სხვადასხვანაირი რეცეპტი არსებობს – ნიგვზის სხვა, ასევე სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ მცენარეებთან შერჩევით. აიღეთ ერთნახევარი კაკლის ლებანი და ორი კბილი ნიორი. კარგად დანაყეთ ორივე. შეურიეთ ერთმანეთში და მიირთვით დილაობით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ხანგრძლივად. ასევე, სასარგებლოა კაკლის უღლის ნახარში. ის ეფექტურია დიაბეტის დროს და ორგანიზმის საერთო მდგომარების გასაუმჯობესებლად. ამისთვის, 40 გრამ კაკლის უღელს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ერთი საათი, დაბალ ცეცხლზე. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
პირშუშხა
სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად,  ჩამოთვლილი მცენარეული საშუალებების გარდა, ეფექტურია პირშუშხას ფესვები. გაასუფთავეთ ძალიან კარგად, შემდეგ გახეხეთ და შეურიეთ მაწონი თანაფარდობით – 1:10. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ერთი სადილის კოვზი.
შვრია
სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებლად გამოიყენეთ შვრია. აიღეთ 30 გრამი შვრიის თესლი, დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 36 საათი. ამის შემდეგ, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე, ოცი წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ასი მილილიტრის ოდენობით, აუცილებლად ჭამის შემდეგ. ეს საშუალება ეფექტურია ასევე, პანკრეასის სამკურნალოდ.
ლობიოს ლებნები
აიღეთ ოთხი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ლობიოს ლებნები და დაასხით მას 400 მილილიტრი მდუღარე წყალი. დააყოვნეთ ერთი საათის განმავლობაში. მიიღეთ ორი სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსია ორი თვე ან უფრო ნაკლები – ეფექტის მიღწევამდე.
ვარდკაჭაჭა

ძალიან სასარგებლო მცენარეა. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ეფექტურია ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს და რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს. ამისთვის გამოიყენეთ ვარდკაჭაჭას ფესვები. ერთ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ, ხმელ ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ხარშეთ ათი წუთი. გაფილტრეთ და მიირთვით ერთი სადილის კოვზის ოდენობით დღეში ოთხჯერ.
ასევე კარგი ეფექტი აქვს ოროვანდის, სელის თესლისა და მიხაკის რეგულარულ გამოყენებას.


როდისაა განსაკუთრებით ეფექტური ქლიავი

ქლიავი მდიდარია C და A ვიტამინებით, ასევე, მასში დიდი ოდენობითაა მინერალები.
 ქლიავი შეიცავს ორგანიზმისთვის საკმარისი ოდენობით რკინას, კალიუმს, ფტორს.
  ყვითელი ქლიავი შეიცავს A  ვიტამინს  და ბეტა კაროტინს, რომელიც ასევე, A ვიტამინის წინამორბედია.
ქლიავი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაში ეხმარება.
მიიჩნევენ, რომ ქლიავს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება. ის აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და სწორედ ამ გზით ახდენს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პრევენციას.
როგორც იცით, სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება ქლიავის ნაყოფი. ის შეიცავს შაქარს (16%), ორგანულ მჟავებს,  A, B, C ვიტამინებს. მისი ნაყოფი ასტიმულირებს მადას, დეზინფექციას უკეთებს ნაწლავებს, აუმჯობესებს მონელებას. ახალ და მოხარშული ქლიავსაც აქვს მსუბუქი საფაღარათო და შარდმდენი თვისებები. ქლიავის გამოყენება ეფექტურია ყაბზობის, გულძმარვის, კუჭის ტკივილის დროს. სასარგებლოდ მოქმედებს, ათეროსკლეროზისა და თირკმელების დაავადებებზე. ასევე, კარგია რევმატიზმების დროს.  
დაჭერით წვრილად ქლიავის ფოთლები, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ხარშეთ 15 წუთი და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე, როგორც შარდმდენი და საფაღარათო საშუალება.
გარდა სასარგებლო ნაყოფისა, სასარგებლოა ქლიავის ფოთლებიც. მისი ახალი, მშრალი ფოთლები გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ფოთლები გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ასევე ცისტიტის, ნეფრიტის, კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ქლიავს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ამოსახველებელი, საფაღარათო, შარდმდენი მოქმედება. გამოიყენებენ ღვიძლის დაავადებების დროს. ასევე, კანის დაავადებების, გულისრევისა და ნევრალგიის არსებობის შემთხვევაში. მის წვენს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ქლიავის ქერქი კი გამოიყენება დიარეის, მალარიის, წითელი ქარის - კანის ანთებითი პროცესების დროს, შხაპთან ერთად.  ყვავილების ნაყენი კი ეფექტურად გამოიყენება ძლიერი თავის ტკივილის, მეტეორიზმისას.
ქლიავი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისა და მოხუცებისთვის შეკრულობისა და ნაწლავის ატონიის და ასევე ინფექციური ჰეპატიტის დროსაც კი.

გამოიყენეთ ვაშლატამა თქვენი ჯანმრთელობისთვის

ვაშლატამა, ეს ბევრისთვის საყვარელი ხილი, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მათ შორისაა: ბეტა-კაროტინი, ვიტამინები B, A, C, H და PP, ასევე, საჭირო მინერალები: კალიუმი, კალციუმი, რკინა, გოგირდი, ფოსფორი და ნატრიუმი, პექტინი, ბუნებრივი შაქარი. ვაშლატამას აქვს უნარი, გაწმინდოს ორგანიზმი არასასურველი ტოქსინებისგან.  ძალიან კარგია პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აძლიერებს კბილის ემალს, მატებს კანს ელასტიკურობას, აძლიერებს თმას და ფრჩხილებს.
ვაშლატამა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც  გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აწუხებს, რადგან ის აძლიერებს გულის კუნთის ფუნქციონირებას. ასევე, ძალიან კარგი გავლენა აქვს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. რეკომენდებულია  შეკრულობის დროს.  ვაშლატამა დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე მაშინაც, თუ ანემია გაქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ ის ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ვაშლატამა უნარჩუნებს კანს ტენიანობას, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, დადებითად აისახება ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, არის ენერგიის წყარო და ხელს უწყობს წონის დაკარგვას. განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ. ვაშლატამა ასუფთავებს სისხლს, რაც ამცირებს  არტერიული ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის რისკს. მას აქვს, ასევე, უჯრედების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
ვაშლატამას სამკურნალო თვისებები გამხმარ ხილშიც კი შერჩენილია. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მისი ჭამა. თუმცა ყურადღება უნდა გამოიჩინონ დიაბეტით დაავადებულებმა. მათთვის ვაშლატამას ხშირად ჭამა არ შეიძლება.
უკვე ვთქვით, რომ ვაშლატამა ხელს უწყობს წონაში კლებას. არის დაბალკალორიული და დიეტის დროს მისი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია. მისი ჭამა, არა მხოლოდ წონაში დაგაკლებინებთ, არამედ გაწმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.


როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის ჩაბრუნებას

მოიმზადეთ აბაზანები ანთების საწინააღმდეგო ბალახეული ნაყენით. კონცენტრირებული ნაყენისთვის კი დაგჭირდებათ: სალბი, გვირილა, კრაზანა, ათასფურცელა. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 6-7 სადილის კოვზი გამხმარი ფოთლები, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით. ჭურჭელში ჩაასხით ცხელი წყალი, დაუმატეთ ნაყენი და ჩაყავით მასში ფეხები. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესებიც.
დანაყეთ მრავალძარღვა, შეურიეთ ცოტაოდენი გამდნარი ღორის ქონი. მიღებული მალამო დაიდეთ თითზე, ზემოდან შემოიხვიეთ პარკი და ამოიცვით თბილი წინდები. საფენი გამოიცვალეთ დღეში რამდენჯერმე.
ძალიან კარგია სუფრის მარილის აბაზანები.
აიღეთ ერთი ცალი ხახვი, სამი ცალი ალოეს ფოთოლი,  სამი კბილი ნიორი, ერთი სადილის კოვზი გამდნარი  ღორის ქონი და ერთი ჩაის კოვზი ცვილი. გახეხილ ხახვსა და ნიორს შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული ნაზავი დაიდეთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და მანამ, სანამ თბილია, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. დაითბილეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ.
დაიცავით ფეხის ჰიგიენა, ფეხები რეგულარულად დაიბანეთ საპნითა და წყლით. ხშირად გამოიცვალეთ წინდები. ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელები, რომლებიც თითების ირგვლივ სივრცეს ტოვებს. მოიჭერით ფრჩხილი სწორად.  ფრთხილად გადაწიეთ კანი ფრჩხილიდან ბამბის ჩხირის გამოყენებით. ამ დროს კანი უნდა დაირბილოთ ზეითუნის ზეთით.скачать dle 11.3