კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მანკიერება თითოეული სულისა


ყოველი ახალშობილი წარმოადგენს ღმერთის ახალ გამოსახულებას, ოდნავ დაბნელებულს დაუმორჩილებლობის ცოდვით. ეს არცთუ დიდი ჩრდილი ახალშობილის სულზე არის სხვადასხვა ცუდი მიდრეკილება. რამეთუ ღმერთისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვა გამოიხატება სხვა ცოდვებით, ცუდი ჩვევებით, მანკიერებებითა და ვნებებით. ეს მცირე ჩრდილი ყოველი ახალშობილის სულზე, გარკვეული მიდრეკილებაა ბოროტებისკენ. რადგანაც ამ მიდრეკილების რიცხვი საკმაოდ დიდია, ამიტომაც მრავალრიცხოვანი და დრამატულია სიტუაციები ადამიანის ცხოვრებაში.
მაგრამ ღმერთი მოწყალეა თითოეულის მიმართ. მან იცის მანკიერება თითოეული სულისა და მას ისეთ მდგომარეობაში ამყოფებს, რომელშიც ის შეძლებს, მალე განიკურნოს, ხოლო ჩრდილი, რომელიც მას დადგომია, ნათლით შეიცვალოს.
თუ ეს ჩრდილი ამპარტავნებაა, მაშინ უფალი ახალშობილის სულს ათავსებს მდაბალ ცხოვრებისეულ პირობებში, რათა სულმა ისწავლოს სიმდაბლე და გადაურჩეს ამპარტავნებას, რომელიც მას ემუქრება.
თუ ეს ჩრდილი თავისმოყვარეობაა, მაშინ უფალი ასეთ სულს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომელშიც მას გაუადვილდება საკუთარი თავის სხვებისთვის შეწირვა, – იქნება ეს დიდი ოჯახი, საზოგადოება თუ სამშობლო.
თუკი სული სასოწარკვეთისკენაა მიდრეკილი, მაშინ უფალი მას ყველაზე დაძაბული სამუშაოს ეპიცენტრში დააყენებს, სადაც არ ექნება დრო, მიეცეს თავის ვნებას.
სული, რომელიც ხორციელი ჟინისკენ მიდრეკილებით არის ავად, აღმოჩნდება იქ, სადაც  თავისი მანკიერების განვითარება არ შეეძლება.
აი, რატომაც გვეჩვენება ხშირად, რომ თითქოსდა ყველაფერი თავის ადგილზე ვერ არის: რომ ვაჭარი ხშირად ჰგავს პოლიციელს, პოლიციელი კი – ვაჭარს, რომ მონაზონი ჰგავს ოფიცერს, ოფიცერი – ბერს, მსახური – მეფეს და პირიქით.
მაგრამ, მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რომელშიც ღმერთი სულს აყენებს, ის მაინც დაუძინებლად ადევნებს თვალყურს თითოეულ მათგანს და მზად არის, მივიდეს დასახმარებლად თავისი მადლმოსილი წამლებით. რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი, მით უხვია ღვთის მადლმოსილი შემწეობა.
როცა ადამიანები უკმაყოფილებას ეძლევიან იმ მდგომარეობის გამო, რომელიც მათ ღმერთმა განუსაზღვრა, მაშინ ამით ისინი იმეორებენ ადამის ცოდვას – დაუმორჩილებლობის ცოდვას, და ვნება, რომლისადმი მიდრეკილებითაც ესენი დაიბადნენ, იწყებს მჩქეფარე განვითარებას და იპყრობს ადამიანს. რა ზომითაც იზრდება ადამიანური ვნება, იმ ზომითვე იწყებს ადამიანი ამ ვნების ბუნებაში განხორციელებულისადმი მიმსგავსებას – კატისადმი, ძაღლისადმი, მგლისადმი, მელასადმი... თუკი ვნება მთლიანად დაიპყრობს ადამიანს, მაშინ ის გადაამეტებს ბუნებაში მის გამოხატულებას. ადამიანი-კატა ხდება კატაზე მეტად ეგოისტი, ადამიანი-ძაღლი – ძაღლზე მეტად მსუნაგი, ადამიანი-მგელი – მგელზე მეტად დაუნდობელი, ადამიანი-მელა – მელაზე მეტად ცბიერი...
ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ მხოლოდ ცნობად მიიღო, არამედ გამოსცადო საკუთარი თავი და იპოვო შენში ის ვნება, რომლითაც დაიბადე, რათა გაიგო, თუ როგორ და რა ზომით დაუშვი ღვთისადმი შენი დაუმორჩილებლობის მიზეზით, დაეპყრე მას. რამეთუ, როდესაც უკანასკნელი ჟამი დაჰკრავს და ხორციელი ნიღბით დაფარული სული გაშიშვლდება, მაშინ გაცხადდება ის იმ მხეცის სახით, რომელიც მასში გამოზარდე.

კალენდრის დასაწყისი
ყოველდღე შესცოდო და ყოველდღე ინანიო, ესე იგი, ერთი ადგილი ტკეპნო, ნაცვლად იმისა, რომ წინ იარო. ვიდრე სინანული არ გადაძალავს და ცოდვა არ მოიკლებს, მთელი დღეები დაკავებული ვიქნებით ერთი და იმავე გოდოლის შენებით და ნგრევით.
ძალისხმევა უნდა დავატანოთ, რომ ერთ დღესაც რაღაც მაინც დაუნგრეველი დარჩეს გუშინდელი დღის ნაშენიდან. ეს დღე იქნება პირველი დღე შენს ცხოვრებაში.скачать dle 11.3