კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რომელი ყურის სიმხურვალეა ყოველთვის კარგის მომასწავებელი და რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ სიგნალი არასასურველი და ზოგჯერ ტრაგიკულიც კია

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი


 რა მიზეზით შეიძლება, გვიხურდეს ყურები? – უხსოვარი დროიდან ბევრმა ხალხურმა გადმოცემამ მოაღწია ჩვენამდე. ყველა ეს თქმულება, შეგონება თუ ჭორი, არც ცარიელ ნიადაგზე აღმოცენებულა და არც უგზო-უკვლოდ გამქრალა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში, რაც სხეულის რომელიმე ორგანოს ქავილით ან სიმხურვალის შეგრძნებით გამოიხატება. როცა შენზე ვიღაც ლაპარაკობს, ამ დროს ყურები გიხურს ან გექავება. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მიიჩნეოდა, რომ ყურების გახურებისას, ვიღაც გჭორავს, გლანძღავს, გკიცხავს, გაკრიტიკებს... და თან, მიზეზი სხვადასხვაა, იმის მიხედვით: მარჯვენა ყური გვატყობინებს ამას, თუ – მარცხენა. თუ როგორ გავარკვიოთ, რომელი ყური რას გვიწინასწამეტყველებს, ანდა „რის თქმა უნდა” ორივეს ერთად – თანაც, კვირის დღეების მიხედვით, ამაში დაგვეხმარება პრაქტიკოსი ექსტრასენსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლილი.

 – ჩვენ, ექსტრასენსებსა და ეზოთერიკოსებს მიგვაჩნია, რომ ადამიანი ზემგრძნობიარე არსებაა და შორ მანძილზეც შეუძლია, სხეულით შეიგრძნოს, ვინმე მასზე თუ ლაპარაკობს. თანაც, ისიც გამოიცნოს, რა ასპექტში მოიხსენიებს: დადებითად თუ უარყოფითად. ამას კი სხეულის გარკვეულ ორგანოზე ტემპერატურის მატებით იგებს. ამჯერად განვიხილოთ ყურები.
– სხვადასხვაა მინიშნება მარჯვენა და მარცხენა ყურის წვის თუ ქავილის შემთხვევაში?
– კი და ყველა დროში მიაჩნდათ, რომ მარჯვენა ყურის სიმხურვალე მხოლოდ კარგის ნიშანია: ვიღაც გაქებთ, რადგან კმაყოფილია თქვენი საქციელით, დამოკიდებულებით, გადადგმული ნაბიჯით თუ საქმით. ესე იგი, მარჯვენა ყური გიდასტურებთ, რომ სწორად ცხოვრობთ. ახლა კი, სცადეთ, ისიც გამოიცნოთ, ვინ „გიმღერით სერენადებს”, რაც სულ იოლია: შეეცადეთ, გონებაში ჩამოთვალოთ უახლოესი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, კოლეგები ან უბრალოდ, ნაცნობები და იმ პიროვნებამდე რომ მიაღწევთ, ყური შეწყვეტს მხურვალებას. ამ მინიშნებას რომ, რაიმე ცუდი მოჰყვეს, გამორიცხულია. ასე რომ, მარჯვენა ყური ყოველდღეც რომ გაგიხურდეთ, სანერვიულო არაფერია. პირიქით, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ და მეტი სასარგებლო საქმის გაკეთების სტიმულს მოგცემთ უანგაროდ. სხვა ვერსიებით, თუ მარჯვენა ყური გიხურთ: დიდი ხნის უნახავ ახლობელს ურთიერთობის აღდგენა ან უბრალოდ, თქვენი ნახვა უნდა. თუმცა, ვერაფრით ახერხებს დარეკვას, ანდა თქვენი მისამართი დაკარგა. მაგრამ, თუ ზედმეტად გადახურდა მარჯვენა ყური, ეს უკვე გაფრთხილებაა: ესე იგი, ვიღაცას რაღაც შეჰპირდით და სიტყვა არ შეასრულეთ. გაიხსენეთ? – ჰოდა, დანაპირების შესრულებით თუ „დანაშაულს” გამოისყიდით, შეგიძლიათ, ყურზე აღარც იფიქროთ. როცა თქვენგან გაწბილებული ადამიანი ამის შესახებ სხვას უყვება, ამით ის თქვენს ცნობიერებამდე მოღწევას ცდილობს. ყური კი, როგორც სიგნალის გამტარი, შეგახსენებთ, რომ დანაპირებს შესრულება უნდა... თუ მარჯვენა ყური მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ გაგიხურდათ, თქვენთვის სამჯერ წარმოთქვით: „მარჯვენა ყური მეწვის, საქმე წარმატებას მიქადის, დამეხმარე და დამიცავი მე”. ზოგჯერ წვის ნაცვლად, ძლიერი ქავილი იჩენს თავს. მაშინ საქმე სხვანაირადაა: თუ მარცხენა ყური გექავებათ, ეს კარგი ამბის ან სასიამოვნო საუბრის მაცნეა, თუ მარჯვენაზე გრძნობთ ქავილს – წვიმის მომასწავებელია. ბიბილოს ქავილი კი, ცუდის ნიშანია – 5 მოსალოდნელ კონფლიქტში დამნაშავე თქვენ იქნებით.
– მარცხენა ყურის წვა მარჯვენას საპირისპიროს მიანიშნებს?
როგორც წესი, მარცხენა ყურის წვისას, პატრონს ცუდად მოიხსენიებენ, მისი დანაშაულის ან არც ისე კარგი საქციელის გამო. ბევრი მალავს კიდეც „მოღაჟღაჟე” ყურს, რომ პატრონი დანაშაულში არ „ამხილოს”. მარცხენა ყურს თუ „ცეცხლი უკიდია”,  ეს ნიშნავს, რომ: ლანძღვა, კრიტიკა, გინება, წყევლა, ჭორი – არაფერია გამორიცხული. თან, შეიძლება, ამ ყველაფრის უკან ნათესავები ან მეგობრები იდგნენ – მთელი მონდომებით რომ განიხილავენ თქვენს საქციელს. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ყურის წვასთან ერთად, მთელი სხეულითაც უქეიფობას გრძნობთ – სისუსტეს, გულისრევას, უინიციატივობას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას, ზოგჯერ კი, დეპრესიამდეც კი მიდის საქმე. თუ აღნიშნულიდან არაფერს გრძნობთ, მხოლოდ ყურის წვა ნიშნავს, რომ ვიღაცამ გახსენათ – ერთმანეთში საუბრობდნენ და უცებ თქვენ გაახსენდით. ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
– როცა ორივე ყური ერთად გვეწვის?
თუ უცებ იგრძენით, რომ ორივე ყურს „ცეცხლი წაეკიდა”, ეს გაცნობებთ, რომ ვიღაც გახსენებთ იმ მომენტში. ამ მოგონებას კი სერიოზულად უნდა მოეკიდოთ, რადგან ადამიანს, რომელიც ამწუთას თქვენზე ფიქრობს, ძალიან ენატრებით და თქვენთან შეხვედრა სწყურია. დაფიქრდით, ვინ არ გინახავთ ან არ დაგირეკავთ მისთვის დიდი ხანია. თუმცა, ორივე ყურის ერთდროული „აალება”, ამინდის ცვლილების მაცნეც შეიძლება, იყოს.  
– იმასაც აქვს მნიშვნელობა, კვირის რომელ დღეს გვიხურს ორივე ყური და რას მოასწავებს ეს?
– აქ ყველაფერი მარტივადაა. თუ ყურები გიხურთ ორშაბათს, მოგელით კამათი ჩამოთვლილთაგან რომელიმესთან: მეუღლესთან, შვილებთან,  მშობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან. შეეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და სანერვიულოც არაფერი გექნებათ. ნუ აჰყვებით ემოციებს, დაიცხრეთ სიბრაზე, რომ ჩხუბმა დიდხანს არ გასტანოს. თუ ყურები სამშაბათს აგეწვათ, უახლოეს ადამიანთან განშორება გელით და უფრო მეტიც, შეიძლება, საქმე განქორწინებამდეც კი მივიდეს. რჩევა კი იგივეა: დადექით სადარაჯოზე – აკონტროლეთ საკუთარი განწყობა და ის, რასაც იტყვით. ოთხშაბათს ახურებული ყურები შეხვედრის საწინდარია და ეს იქნება შეხვედრა, რომელსაც დიდი ხანია, ელით, დაგეგმილი გაქვთ და თქვენთვის ძალზე სასურველია. თუმცა, შესაძლებელია მოულოდნელი პაემანიც, მაგრამ სასიამოვნო იქნება, თუ – არც ისე, ამის თქმა ძნელია. ძირითადად, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ხუთშაბათის ყურების წვა, კარგი და სასიამოვნო ახალი ამბების მაცნეა. შესაძლოა, საჩუქარიც მიიღოთ. დაფიქრდით, რას ელოდებით და მაშინვე ყველაფერს ნათელი მოეფინება. კარგი ამბები – ყოველთვის სასიამოვნო და ამაღელვებელია. ყურები კი ამისთვის წინასწარ „შეგამზადებთ”. პარასკევს აწითლებული ყურები პირდაპირ პაემანზე მიგანიშნებთ, რაც ნებისმიერისთვის სასურველია. ასე რომ, მოემზადეთ, გალამაზდით და დაელოდეთ მიწვევას. შაბათის ყურთა სიმხურვალე კი მართლაც ავბედითია – მოსალოდნელია ცუდი ამბები, პრობლემები და შესაძლოა, ახლობლის გარდაცვალებაც კი. მაგრამ, არ ღირს ამ ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება. უბედურებისგან არავინაა დაზღვეული და ამისთვის მორალურად მაინც უნდა მოემზადოთ, რის საშუალებასაც „ყურების წვა” გაძლევთ. დაბოლოს, კვირას თუ გაგიხურდათ ყურები – მოგებას ნახავთ. ეს შეიძლება, იყოს ფინანსური (მიიღებთ დიდი ხნის ნანატრს ხელფასს), მორალური თუ ემოციური სარგებელი – ეს უკვე თავად განსაზღვრეთ. მოგება ხომ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. აი, ასე, გავარკვიეთ ყველაფერი „ცხელ ყურებთან” დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ საშიში და საგანგაშო არაფერია. ყურად იღეთ „ყურთა ღაღადი თუ ღაღანი” და ყველაფერი კარგად იქნება.
скачать dle 11.3