კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 „ლიბერთი ბანკის“ რამდენ აქციას ფლობს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე 1971 წელსაა დაბადებული, უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო (1989-1994 წლებში) და სპეციალობით ეკონომ-გეოგრაფი და გეოგრაფ-გეოლოგია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1993 წელს დაწყებულა თბილისის ჩაის საწონ ფაბრიკაში, სადაც მან 1996 წლამდე იმუშავა ნედლეულის საამქროს ბრიგადირად. თუმცა 1996 წელს  ჯანმრთელობის სახელმწიფო ფონდის სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გახდა. 1997-1998 წლებში ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სახაზინო დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. 1998-2001 წლებში კი უკვე სახაზინო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერიც იყო. 2001 წელს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, 2002 წელს – პირველ მოადგილედ და 2004-მდე – სახაზინო სამსახურის უფროსად. 2004-2005 წლებში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2005-ში (2006-მდე) „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე გახლდათ, 2006-2007 წლებში – გენერალური დირექტორის კონსულტანტი. 2007 წელს კვლავ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურს. 2008-ში შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის უფროსიც გახდა; 2009-2010 წლებში – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი; ხოლო 2011-2012 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი. 2012-2014 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღმოჩნდა, 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ კი კულტურის მინისტრის მოადგილეა.
გიორგი ბაქრაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე მაკა სოხაძე და ორი შვილი, ქეთევანი და კოკი.
რაც შეეხება ქონებას: გიორგი ბაქრაძის საკუთრებაა: მიწის ნაკვეთი კიკეთში (1 000 კვ.მ.) და მშენებარე სახლი, 50 000  აშშ დოლარად ღირებული, ასევე, კიკეთში (100 კვ. მ). მაკა სოხაძეს კი მემკვიდრეობით მიუღია ბინა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე (135,69 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი იმავე მისამართზე (30,91 კვ. მ.). თუმცა გიორგი ბაქრაძეს ჰყავს 2007 წლის ავტომანქანა BMW530.
ამას გარდა, კულტურის მინისტრის მოადგილე ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 37 462 აქციას, თითოეულის ღირებულებაა 0,01 ლარი, რომლებიც მას 2009 წელს შეუძენია.
2016 წლის განმავლობაში გიორგი ბაქრაძემ, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, 68 625 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსმა, 48 630 ლარი.
გიორგი ბაქრაძეს არსებული სესხების გადასაფარად „თი ბი სი ბანკიდან“ 61 710 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აუღია, რომლის მომსახურებაც 2016-ში 3 118 აშშ დოლარი დაუჯდა, მაკა სოხაძემ კი ფართის გაქირავებით, საერთო ჯამში, 7 950 ლარი მიიღო.
ამასთან, გიორგი ბაქრაძემ 2016 წლისთვის ქონების გადასახადად 3 120 ლარი გაიღო, მაკა სოხაძემ, საშემოსავლო გადასახადად, 1 906 ლარი, ხოლო გიორგი ბაქრაძეს სწავლისა და ცხოვრების ხარჯი (სავარაუდოდ, შვილის) 3 850 ევრო დაუჯდა.
скачать dle 11.3